კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 მაზოხიზმ-თვითგვემა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ქუჩა-ქუჩა ხეტიალი ნუ მომიშალოს ღმერთმა

  შიში ისეთი ოხერია, რომ თბილისის დღის ნებისმიერ მონაკვეთში გადაჭედილი საავტომობილი გზებიც კი განტვირთა, რაც, სხვათა შორის, იმასაც მოწმობს, რომ ბევრი ჩვენი თანამემამულე სრულიად უსაქმოდ დაყიალობდა ქუჩა-ქუჩა, თანაც – ავტომანქანით, რომელსაც საკმაოდ ძვირად ღირებული ბენზინი სჭირდება.
  ანუ რაღაც სახეირო მაინც მოგვიტანა ამ დედამიწის მასშტაბით ამტყდარმა ალიაქოთმა (პათოსით: ეძებე მხოლოდ პოზიტივი!).
  იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩვენებური მედია ცეცხლზე ნავთს ასხამს და მას, მაინცდამაინც, არც საზოგადოების ნაწილი ჩამორჩება (მაზოხიზმთან შეზავებული თვითგვემით, ცხადია – ნაცრის წაყრის პარალელურად), მთლად წრეგადასულის არა, მაგრამ პანიკის ნიშნები აქა-იქ მაინც შეინიშნება, მაგრამ აქაც სასიხარულო ისაა, რომ ეს ჩვენი დასავლეთის ქვეყნების მკვიდრნი ჩვენზე უფრო მშიშრებიც აღმოჩნდნენ (სურსათ-სანოვაგეც დაიტაცეს) და ხელის მოთბობის მსურველებიც (პირბადეები იქ კიდევ უფრო გაძვირდა, ვიდრე ჩვენში).
  სიკვდილის შიშის მორიგი ტალღა ჯანმოს მიერ პანდემიის გამოცხადებამაც გამოიწვია, არადა „პანდემია“ მხოლოდ იმას ამბობს, რომ ვირუსი ერთ კონტინენტზე მეტგანაა გავრცელებული (რაც ისედაც იცოდნენ დედამიწელებმა).
  რაც მთავარია, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სხვისი ჭირი, ღობეს – ჩხირი უნივერსალურია, რადგან, მაგალითად, სირიაში სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე მილიონი მშვიდობიანი მოსახლეა დაღუპული და დედამიწის მოსახლეობას თავი მაინცდამაინც არ გამოუდია პროტესტით ან ადამიანების დახოცვისგან აღშფოთებით.
  უფრო მეტიც, ამ ეტაპზე საერთოდაც არ აინტერესებთ, რა ხდება სირიაში, არადა – კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ახლოსაც ვერ მივა ბოლო დროს სამხედრო მოქმედებებში დაღუპულთა რაოდენობასთან (სხვათა შორის, ვერც მოწევით გამოწვეული დაავადებებით სიკვდილიანობის მაჩვენებელთან).
ასე რომ, ვფიქრობ, ხელების დაბანის პარალელურად, უმჯობესია, თითოეულმა გააკეთოს არჩევანი: იპანიკოს და გული გაიხეთქოს, თუ მიჰყვეს ცხოვრებას, რომელიც მაინც გაგვიყვანს ფინიშზე იქ და იმ დროს, სადაც და როდისაც ჩვენი ცხოვრების მდინარე უსასრულო ოკეანეს უნდა შეუერთდეს?!


скачать dle 11.3