კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 ნამუსგარეცხილები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  ისეთი ამბები ხდება ამ სამგანზომილებიან სამყაროში, რომ ნავთობის ფასი 30 დოლარამდე ჩამოქვეითდა, საფონდო ბირჟები ერთიმეორის მიყოლებით იხურება, მდიდრები კოტრდებიან, ერთი ისაა, მეწამლეები (ანუ ფარმაცევტული კომპანიები) მდიდრდებიან და ოქრო ძვირდება (ღირს დაფიქრებად – ვის აქვს მსოფლიოში ოქროს ყველაზე დიდი მარაგები!).
  სპეციალისტები გვანათლებენ, რომ ყველაფერში დამნაშავე კორონაა, თუმცა, მე რომ მკითხოთ, აქ ადამიანის ხელიც ურევია (რადგან საფონდო ბირჟაც ადამიანის შექმნილია და მსოფლიოში არსებული წესებით, თუ მთლად კორომავირუსიც არა).
  მაგრამ მთავარი ეს მაინც არ არის: ბენზინი მთელ დედამიწაზე გაიაფდა (ან კი როგორ არ გაიაფდებოდა, როდესაც ნავთობი ვედრო ლამის 2 შაურადაა დაყრილი?!), საქართველოში თითქმის ძველ ნიშნულზეა – აი, ფასებს ცეცხლი რომ ეკიდა.
  კარგა ხნის დადასტურებული ფაქტია, რომ ჩვენებური მენავთობეები სინდისთან მწყრალად არიან, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ უბრალოდ, კორონავირუსის ეკონომიკაზე მავნე ზემოქმედებას არ აღიარებენ და, რაკი არ იმჩნევენ ნავთობზე ფასის კატასტროფულად ვარდნას, ამით საშიშ ვირუსს უგულებელყოფენ – იმიტომ რომ მსგავსი ნამუსგარეცხილობა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.

скачать dle 11.3