№. ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ ელ. კომერციის მარკეტინგის შესახებ
თითქმის ყველა მარკეტინგული ოპერაცია, რომელიც ამჟამად ინტერნეტის საშუალებით ხორციელდებოდა, განხვავებული ტიპის ციფრული მარკეტინგით მიმდინარეობს. მაგალითად, ელექტრონული კომერციის მარკეტინგი, რომელიც მოიცავს სოციალურ მედიას, კონტენტს, საძიებო სისტემასა და ელ.ფოსტის მარკეტინგს.
კომერციული მარკეტინგი და ციფრული მარკეტინგი საკმაოდ კარგად ერწყმის ერთმანეთს, რადგან პროდუქციის პოპულარიზაციისა და თავიანთი საქმიანობის გასაზრდელად, ვებსაიტები ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ციფრულ არხებს იყენებენ.
-რა არის ელექტრონული ვაჭრობა?
კომერციული მარკეტინგი არის ბიზნესის მიმართ ცნობიერების ამაღლების საშუალება და მოქმედება, რომელიც ელექტრონულად ყიდის თავის პროდუქტს ან მომსახურებას. სავაჭრო მარკეტინგის მფლობელებს
შეუძლიათ გამოიყენონ სოციალური მედია, ციფრული კონტენტები, საძიებო სისტემები და ელ.ფოსტის კამპანიები ვიზიტორების მოსაზიდად და შესყიდვების გასაადვილებლად. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ქართული ონლაინ მაღაზია https://isurve.ge/ საკმაოდ აქტიურად მიმართავს კომერციულ მარკეტინგს, რაც არსებითად ამარტივებს მომხმარებლებთან კომუნიკაციას. საბოლოო ჯამში, კომუნიკაციისა და მიდგომების ეს სახე სულ უფრო მეტ კმაყოფილ მომხმარებელს სძენს კომპანიას.
შეუძლიათ გამოიყენონ სოციალური მედია, ციფრული კონტენტები, საძიებო სისტემები და ელ.ფოსტის კამპანიები ვიზიტორების მოსაზიდად და შესყიდვების გასაადვილებლად. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ქართული ონლაინ მაღაზია https://isurve.ge/ საკმაოდ აქტიურად მიმართავს კომერციულ მარკეტინგს, რაც არსებითად ამარტივებს მომხმარებლებთან კომუნიკაციას. საბოლოო ჯამში, კომუნიკაციისა და მიდგომების ეს სახე სულ უფრო მეტ კმაყოფილ მომხმარებელს სძენს კომპანიას.
კომერციული რეკლამა
ელ. კომერციის რეკლამა, საშუალებას გაძლევთ, რომ ეფექტური გზებით მიაღწიოთ თქვენი აუდიტორიის წევრებამდე, გაზარდოთ გავლენები და გააუმჯობესოთ ბრენდის ცნობიერება.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ელ. კომერციის მარკეტინგი ეხმიანება პროდუქტის მიმართ ცნობიერების ამაღლებას. ამავდროულად, რეკლამა თავისთავში მოიცავს იმ მეთოდებს, რომლითაც რეალურად ხელს უწყობთ თქვენს პროდუქტსა თუ მომსახურებას პოპულარიზაციისთვის.
ელ. კომერციის მარკეტინგის სახეები
სოციალური მედია მარკეტინგი
ბრენდები, გამომცემლობები და მზარდი ბიზნესის წარმომადგენლები, აქტიურად იწყებენ გვერდების დარეგისტრირებას პოპულარულ სოციალურ ქსელებში, რათა ამ ფორმით დაუკავშირდნენ თავიანთ აუდიტორიას და განათავსონ ის კონტენტი, რომელიც კლიენტებს აინტერესებთ. თუკი აპირებთ მსგავსი მიდგომა გამოიყენოთ, გახსოვდეთ, რომ ყველა სოციალური ქსელი არ არის თქვენი საჭიროებების შესაფერისი.
Instagram შესაფერისი პლატფორმაა ელექტრონული კომერციის ბიზნესებისთვის, რადგან ის საშუალებას გაძლევთ განათავსოთ პროდუქტის ფოტოები და ასე გაზარდოთ თქვენი გაყიდვების მაჩვენებელი.
Facebook გვერდის გამოყენება პროდუქტის განსახილველად და გაზიარებისთვის არის სრულყოფილი საშუალება, რომელიც აქტიურად უზრუნველყოფს მომხმარებელთა მიმოხილვას ონლაინ მაღაზიებთან დაკავშირებით.
კონტენტ მარკეტინგი
კონტენტ მარკეტინგის გაგებისას, შეიძლება იფიქროთ ბლოგზე და ვიდეო მარკეტინგზე, რომელიც გამიზნულია საძიებო სისტემებში თქვენი ვებ-გვერდის გასაუმჯობესებლად და ზოგადად საქმიანობასთან დაკავშირებული პასუხების გასაცემად. თუ პროდუქტს ინტერნეტით ყიდით, ნამდვილად გჭირდებათ სტატიები და ვიდეოები.
წერეთ ბლოგები
ბლოგების წერა საშუალებას მოგცემთ დააინტერესოთ მომხმარებლები, რომლებსაც სთავაზობთ თქვენ პროდუქტს. ამდენად, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმ საკვანძო სიტყვების გამოყენება, რომელთა მოსმენაც მომხმარებლებს სურთ. ბლოგების წერის კარგი და აქტიური გამოცდილება აქვს ქართულ ონლაინ მაღაზია isurve.geსაც, რომელთა გვერდზე განთავსებული პროდუქციის, აბსოლუტურად ყველა განხილვას გთავაზობთ. ასე, რომ ნამდვილად გირჩევთ, თვალი გადაავლოთ აღნიშნული ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდს, რათა თავად დარწმუნდეთ საინტერესო ბლოგების არსებობაში.
განათავსეთ პროდუქტთან დაკავშირებული ვიდეოები Youtube-ზე
Youtube-ზე მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელია. ამიტომ, თქვენი მიზნობრივი აუდიტორიაც აუცილებლად გამოიძებნება. გახსოვდეთ, რომ იუთუბი Google-ის შემდეგ სიდიდით მეორე საძიებო სისტემაა. თუ ეძებთ მასიურ აუდიტორიას, Youtube ზუსტად შესაფერისი ადგილია. გამოიყენეთ საკვანძო სიტყვები თქვენი თემების დასადგენად, შემდეგ გააზიარეთ ვიდეო, რომლებიც უკავშირდება თქვენს პროდუქტს და ამავე დროს, სასარგებლოა თქვენი აუდიტორიისთვის. ეს შესანიშნავი ვარიანტია იმ მხრივაც, რომ ამჟამინდელ, არსებულ მომხმარებლებს აჩვენებთ, თუ როგორ გამოიყენონ თქვენი პროდუქტი. საბოლოოდ, ეს ზრდის მომხმარებელთა კმაყოფილებას და ქმნიან გრძელვადიან ურთიერთობებს თქვენს ვებ-გვერდთანაც.