კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 ვის მოარგებს თეთრ, საქორწილო კაბას ოთო ფოლადაშვილი და რა ისტორიები აქვს შრამებს მის სხეულზე

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ოთო ფოლადაშვილს საზოგადოება რამდენიმე წელია, იცნობს. იცის, რომ არაჩვეულებრივი მოცეკვავეა, რომელმაც სადაც მონაწილეობა მიიღო, ყველა მოიგო და უკვე სტანდარტივით დაამკვიდრა: ოთო სადაც მიდის, ყველგან იმარჯვებს.
  ოთო ფოლადაშვილი: ყველაფერში მაქსიმალისტი ვარ. ჩემს შესაძლებლობებს ბოლომდე ვიყენებ. იმდენად ორიენტირებული ვარ მიზნის მიღწევაზე, რომ ხშირ შემთხვევაში, ამართლებს და ვიგებ. ალბათ, იმიტომ, რომ შრომა ფასდება. მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა სტერეოტიპი „ოთო ყველგან და ყველაფერს იგებს“, ლატარიაში არასდროს მომიგია. სადაც ბოლომდე ვიხარჯები, იქ ვიმარჯვებ და ამ გამარჯვების უკან ძალიან დიდი შრომა, ბევრი ტრავმა და დაბრკოლებაა. მოგება ადვილი არაა, მაგრამ ხალხს ყოველთვის შედეგი აინტერესებს, ამიტომ იქამდე მისაღწევად რა დაბრკოლებების გადალახვა მჭირდება, არ ვსაუბრობ ხოლმე.
– ყველაზე რთული რომელი გამარჯვების მოპოვება აღმოჩნდა?
– ყველა გამარჯვება რთულია სხვადასხვა კუთხით. თუმცა, ცეკვები ჩემი საქმეა და ისეთ სირთულეს არ წარმოადგენს. მაგრამ სირთულეა ის, რომ მეწყვილეს უნდა ასწავლო, დახვეწო და ტურიდან-ტურში განავითარო. ის, რასაც მაყურებელი ხედავს, ყოველკვირეული ოფლისა და დიდი შრომის შედეგია, თუმცა, ამით მეც სიამოვნებას ვიღებ. ბავშვობიდან ვცეკვავ და ეს ჩემთვის ბუნებრივი მდგომარეობაა. თან, როცა ანკა ვასაძისნაირი მეწყვილე გყავს, ძალიან დიდი გამართლებაა. მაგრამ ცეკვის გარდა, სხვა საქმეებში საკუთარი თავის გამოცდაც მიყვარს. ამის ერთ-ერთი მაგალითია „ყველაზე ძლიერი“. იქ განცდილი ემოციები მანამდე ჩემთვის უცხო იყო. რეალობამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, საგიჟეთი იყო. ექსტრემალი და ადრენალინის მოყვარული ვარ, მთელი ცხოვრებაა ვვარჯიშობ, ამიტომაც გადავწყვიტე ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. გარდა ამისა, ცხოვრებაში ერთი-ერთზე არავის შევჯიბრებივარ. მეწყვილესთან, ანსამბლთან, გუნდთან ერთად – კი, მაგრამ ძალიან მაინტერესებდა, რა შეეძლო მარტო ოთოს.
– „ყველაზე ძლიერშიც“ გამარჯვებაში დარწმუნებული მიხვედი?
– ნებისმიერ პროექტში, რომელშიც მონაწილეობას ვიღებ, მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობ. მონაწილეობა, ხალხის გაცნობა და მეგობრების შეძენა ბუნებრივი პროცესია, დასამახსოვრებელი და ეს ყველაფერი აუცილებლად იქნება, მაგრამ მთავარია, რისთვის ხარ იქ. ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მზაობა, სიძლიერე და სიმყარეა. სხვა შემთხვევაში ადამიანი გატყდება. ამიტომ პროექტის დაწყებამდე ვიცი, რომ უნდა გავიმარჯვო და ამ მიმართულებით ვახდენ სრულ კონცენტრირებას. „ყველაზე ძლიერში“ ძალიან ბევრი აღნიშნავდა, რომ ოთოს „გათიშვები“ სჭირდა. ფიზიკურად ჩვენ გვერდითაა და მოცემულ დავალებას ასრულებს, მაგრამ რომ ელაპარაკები, ხვდები, რომ „გასულია“, არ ესმისო.
– ეს მარტო პროექტებს ეხება თუ ცხოვრებაშიც ასეთი ხარ?
– მგონია, რომ ცხოვრებაში ყველაზე ცუდი მეორე ადგილია. არასდროს არ უნდა გეჭიროს ეს პოზიცია. მაგრამ ზღაპარშიც არ უნდა იცხოვრო, ჯანსაღი ამბიცია უნდა გქონდეს. ყველაზე მეტად ნერვები მაშინ მეშლება, როცა ადამიანი რეალობას წყდება. თუ მოცემულ სიტუაციას სწორად აღიქვამ და ჯანსაღი ამბიცია გიჩნდება, იყო პირველი, უნდა იყო კიდეც.
– შენი შემართება კონკურსის სხვა მონაწილეებში არ იწვევს შესაბამის დამოკიდებულებას? მათთვის ხელის შემშლელი ფაქტორი ხარ.
– (იცინის) მთავარია, ურთიერთობებში არ ჩაიჭრა. როცა შეჯიბრებაა, ყველას მოგება გვინდა, მაგრამ ჯანსაღი კონკურენცია ურთიერთობებში არ უნდა აგერიოს და ამის გამიჯვნა ძალიან კარგად შემიძლია. ზღვარი ვიცი და დაუკრეფავში არასდროს გადავდივარ. ყველაზე მეტად სამართლიანობას ვაფასებ. რამდენჯერაც პროექტი მომიგია, არასდროს არავის უთქვამს, არ ეკუთვნოდაო. პირიქით, ყველა აღნიშნავდა, დამსახურებული გამარჯვებააო. თუ არ მომიგია, ხშირ შემთხვევაში ამბობდნენ, ოთოს უნდა მოეგოო (იცინის).
– „ყველაზე ძლიერში“ მოგებული 30 000 რაში გამოიყენე?
- მოგებამდე ლისზე ვიყიდე სახლი და ეს თანხა მის მშენებლობას და რემონტს მოხმარდა. ნაწილი სწავლა-განათლებაში დაიხარჯა, რადგან მაგისტრატურაზე ვსწავლობ. ცოტა მოგზაურობაშიც დამჭირდა, საზღვარგარეთ დავისვენე (იცინის).
– შენ და ჯულის საერთო ბიზნესი გაქვთ. რამდენიმე პროექტი რომ ებმება ერთმანეთს, როგორ ახერხებთ ამ საქმისთვისაც თავის გართმევას?
– სხვათა შორის, ჯულისაც გადაესხა ჩემი წყალი, თუ მე – მისი (იცინის). ყოველი წელი ისეთია, ხან ჩემი წყვილი იგებს, ხან მისი. ძალიან სასიამოვნოა. მე და ჯულის საერთო ბიზნესი გვაქვს. მეწყვილეები ვართ, ერთად ვცეკვავთ და ერთად ვზრდით მომავალ ჩემპიონებს. პროექტშიც ძალიან ვეხმარებით ერთმანეთს და ერთმანეთის წარმატება გულწრფელად გვიხარია. ვიღაცებისთვის შეიძლება, ეს დაუჯერებელია, მაგრამ ასეა. ჩემი თუ მისი გამარჯვება ჩვენს საერთო საქმეს, საერთო ბიზნესს ძალიან ეხმარება, ამიტომ კონკურენციის მომენტი არასდროს გვქონია. უკვე ორი ფილიალი გვაქვს. მართალია, პროექტის ფონზე ფიზიკურად ძალიან რთულია, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვახერხებთ, რომ მაქსიმალურად ყველა ჯგუფში მე და ჯულიანა ვიყოთ პედაგოგები. პროექტის პარალელურად, გვიწევს ხოლმე ასისტენტების დახმარება, მაგრამ პროექტების შემდეგ, ყველა ბავშვს ჩვენ ვასწავლით.
– თქვენთან დაკავშირებით სულ არის ხოლმე საუბრები, რომ მხოლოდ მეწყვილეობა არ გაკავშირებთ და რეალურად შეყვარებულები ხართ.
– პირადი მგონია, რომ პირადად უნდა დარჩეს.
– ბევრისგან მსმენია, რომ დატვირთული რეჟიმის ფონზე პირადისთვის დრო არ რჩება, შენთვის როგორაა?
– მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე მაქვს, ყველაფერს ვასწრებ. არ მაქვს განცდა, რომ რამეში „ვიჭედები“. დღის განმავლობაში ადამიანმა ჩემთან ერთად რომ იაროს, საღამომდე, ალბათ, შეიშლება და ჩემი გრაფიკი დაუჯრებლად მოეჩვენება. ყველაფერს ვასწრებ, იქნება ეს: პროექტები, ჩვენი ორივე სტუდია, ჩემი პირადი ვარჯიში, უნივერსიტეტი, ურთიერთობები, სამეგობრო, პირადი ცხოვრება. ვთვლი, რომ თუ ადამიანს უნდა, ყველაფერი შეთავსებადია. კი მგონია, რომ 24 საათი დღე-ღამეში ძალიან ცოტაა, თუმცა, ვცდილობ, ამ დროში ჩავეტიო.
– როგორი უნდა იყოს ადამიანი, ვისაც შენ ცხოვრებას დაუკავშირებ?
 – სულ ვამბობ, რომ პირველ რიგში, ვიზუალური მხარეა მნიშვნელოვანი და მეორე – ინტელექტი. აქ ვგულისხმობ იმ უნარებს, რაც ოცდამეერთე საუკუნეში ძალიან საჭიროა. შეიძლება, ქიმიაში კოვალენტურ-არაპოლარული ბმა არ იცოდეს, მთავარია, ცხოვრებისეული უნარები გააჩნდეს.
– ოჯახი თუ თავისუფალი ურთიერთობა?
– ასე ზოგადად არ მიფიქრია, მაგრამ ალბათ, ფაქტის წინაშე რომ დავდგები, როცა გადავწყვეტ, რომ ეს ადამიანი ჩემია და მინდა, ჩემი მეუღლე გახდეს, რა თქმა უნდა, რგოლსაც სიამოვნებით მოვარგებ თითზე და ურთიერთობას ოფიციალურადაც გავაფორმებ. თუმცა, ეს ცოტა მერე გასარკვევი ამბავია, როცა ამის საჭიროება იარსებებს. ზოგადად, ვფიქრობ, რომ არც ერთია ცუდი და არც მეორე, ორივეს თავისი დადებითი მხარეები აქვს. მაგრამ ამ გადმოსახედიდან, მგონია, რომ თეთრ, საპატარძლო კაბასაც სიამოვნებით მოვარგებ. თუმცა, ეს მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ამ აზრამდე ორივე მხარე უნდა მივიდეს. ან ორივეს უნდა უნდოდეს ოფიციალურობა, ან ორივე შეთანხმებული უნდა იყოს, რომ თავისუფალი ურთიერთობა ურჩევნიათ. ამიტომ ჯერ ამაზე არ მიფიქრია.
– ადრენალინის მოყვარული ვარო, მითხარი. ხიფათიც ახლავს ამ ყველაფერს?
– ძალიან ხიფათიანი ვარ. უფრო სწორად, ახლა – ნაკლებად, მაგრამ ბავშვობაში ყველაფერს ვიმტვრევდი, ყველაფერი მე მემართებოდა. უბანში თუ ბავშვები ვთამაშობდით, აუცილებლად მე წავიქცეოდი, მე ჩამოვვარდებოდი ხიდან. არც არავის ვაწვალებდი, არც არავის ვიწვევდი, მაგრამ მაინც ასე მემართებოდა. სახეზე იმდენი ნაკერი და „შრამი“ მაქვს, რომ არ ვიცი (იცინის). ერთხელ ანთებულ კოცონში ჩავვარდი. ფიზიკურად სუსტი და მოუქნელი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ თითქოს, აუცილებელი იყო, რომ სისხლი წამომსვლოდა. მივეჩვიე უკვე სისხლისღვრას (იცინის). თუმცა, ამაზე სხვები ნერვიულობდნენ, მე მგონია, რომ ესეც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. მთიდან რომ ხტები, ალბათ, რაღაც დოზით, უშვებ, რომ შეიძლება, რამე დაგემართოს. ძალიან სერიოზულიც არაფერი დამმართნია, მაგრამ ახლა მეგობრები რომ დავსხდებით, ბევრს ვხალისობთ ხოლმე ჩემს თავგადასავლებზე. კარგი გასახსენებელი ისტორიები და ეს ყველაფერი რომ სახესა და სხეულზეც ნაკერების სახით არის ასახული, უფრო საინტერესოს ხდის ამ ამბებს (იცინის). ახლა უკვე წინასწარ ვიცი, რომ შეიძლება, რამე დამემართოს და დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევ. ზოგჯერ აანალიზებ, რომ რაღაც დაგემართება, მაგრამ მაინც რისკავ. ადრენალინიც ხომ ესაა. „ყველაზე ძლიერშიც“ მთელი სხეული გადაჭრილი მქონდა, დასერილი ვიყავი. თბილისში რომ ჩამოვდიოდი და ოჯახის წევრები ხედავდნენ, როგორ მდგომარეობაში ვიყავი, არაფერს ამბობდნენ, მაგრამ მათ თვალებში ვკითხულობდი, იქნებ, აღარ წახვიდეო. თუმცა ისეთ აზარტში ვიყავი, რომ უკან დახევას ნამდვილად არ ვაპირებდი. სახლში რომ მივდივარ, დიდი მუზარადი მხვდება, რომელსაც აწერია „ყველაზე ძლიერი – ოთო ფოლადაშვილი“ და ამ „შრამებს“ როგორღაც ავიტან (იცინის). თან, მგონია, რომ მამაკაცს „შრამი“ უხდება. ამიტომ ამაზე გართულება არ მაქვს.

скачать dle 11.3