კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 რის გამო გაუჭირდება ქართულ გენთან „შეჭიდება“ კორონავირუსს და რა მოვლენები უძღვის წინ ეპიდემიებსა და კატასტროფებს

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  ჩინეთში გავრცელებული ვირუსის გამო მასობრივი პანიკა და შიში მთელს მსოფლიოში დაითესა. ეს ბუნებრივია, რადგან ის სწრაფად პროგრესირებს, გასცდა ეპიდემიის კერის საზღვრებს და სხვა ქვეყნებშიც უამრავი ადამიანი დაავადდა და გარდაიცვალა. ეს რიცხვი ყოველდღიურად იმატებს და მასთან ერთად, შიშისა და დაბნეულობის განცდაც პიკს აღწევს. როგორც სავარაუდო იყო, ვირუსმა საქართველოშიც შემოაღწია და მასზე ინფორმაციას ჯანდაცვის შესაბამისი სპეციალისტები ინტენსიურად გვაწვდიან. თუმცა, საინტერესოა უფოლოგის, ანომალური მოვლენების სპეციალისტის, ერეკლე შონიას მოსაზრება, რომელიც ამ ყველაფერზე სიღრმისეულად, ენერგეტიკულ-სამყაროსეულ-გენურ ფონზე დაყრდნობით საუბრობს და ამბობს, რომ გამოსავალი, თითოეულ ჩვენგანშია.
  ერეკლე შონია: ადამიანს, რომელიც ამ პლანეტაზე ცხოვრობს, გარკვეული ღვთაებრივი მფარველობა აქვს ზემოდან, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვითარდება. ძნელბედობის პერიოდში, როცა გარკვეული ცუდი მოვლენებია, თუნდაც ვირუსები ან ომები, ადამიანს ზეციდან ერთვება მფარველობითი მექანიზმი. ამ პერიოდში ადამიანის თუ ერის ცხოვრებაში ხდება ცვლილებები – საერთო ფონის აღზნება, მოდიან სხვა სამყაროს წარმომადგენლები. ბევრი ამბობს, რომ მას ამ მომენტში აქვს ხილვა, გარკვეული სიწმიდის დანახვის უნარი. ასევე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ რომ, ზუსტად ამ პერიოდში, ანუ დიდი ცვლილებების მოსვლის წინ, ნახულობენ ბოროტ ძალებს. ასევე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც აღწერენ კონტაქტებს სხვა სამყაროს წარმომადგენლებთან, ანუ უცხოპლანეტელებთან. ეს ფაქტორი, ანუ როცა ხდება ანომალიური მოვლენების გააქტიურება, კარგად არის შესწავლილი. სამყაროში მოხდა ელექტრონული ევოლუცია, ყველანი დავშორდით ერთმანეთს, ახლო კონქაქტიდან გადავედით, ასე ვთქვათ, ინფორმაციულ მიმოსვლაზე. აღარ არის ჩვენს ურთიერთობაში ის, რაც იყო ტრადიციული, მაგალითად, ახლო ურთიერთობით ერთმანეთის ყოფის შემსუბუქება, დარდის გაზიარება და ასე შემდეგ. ჩვენ არ ვიცოდით, რა იყო სიტყვა ნევროზი – ჩვენი მჭიდრო კავშირით ყველანაირი უარყოფითი მუხტის განლევა ხდებოდა.
– გამოდის, რომ ტექნოლოგიურმა პროგრესმა უარყოფითი როლი ითამაშა კაცობრიობის განვითარებაზე და სამყაროსეულ ძალებსა და ენერგეტიკას დაგვაშორა?
– ტექნოლოგიურმა განვითარებამ ის მოიტანა, რომ დღეს ჩვენ შორის მხოლოდ ინფორმაციის შორი მანძილიდან მიწოდება ხდება, ერთმანეთს ემოციას ვერ ვუზიარებთ, ჩვენი დაშორებული ველებით ერთმანეთზე ვერ ვზემოქმედებთ და არ ხდება ენერგიის გაცვლა-გამოცვლა. გარდა იმისა, რომ ადამიანებმა სიახლოვე დავკარგეთ, ამას დაერთო 30-წლიანი რეფორმები, მოგვეშალა ტრადიციული ურთიერთობები ერთმანეთთან, როგორიცაა: სუფრა, მეგობრობა, თავგანწირვა, პატივისცემა, ხატებთან და ეკლესიასთან ურთიერთობა, ბუნებაში სიარული, მიწასთან ურთიერთობა... ამ ყველაფერმა დაგვაცილა სამყაროს, ერთმანეთს, ღვთაებრივ ენერგიებსა და სიწმიდეებს. ჩვენი გენი შეჩვეულია ჩახუტებას, მიწასთან ურთიერთობას, მეგობრობას, ლექსს, პოეზიას, ანუ ყველაფერს იმას, რასაც წარმოადგენს სამყარო. ამის ფონზე დედამიწაზე იწყება დაძაბულობა, ახალი გეოპოლიტიკური თამაშები. გეოპოლიტიკური რუკა შესაძლოა, ხელახლა გადაკეთ-გადმოკეთდეს. ამ თამაშებსა და ცვლილებებს, რაც  რეგიონსა და მის სიახლოვეს მიმდინარეობ, უპირველესად საქართველო გრძნობს, რადგან ის არის განსაკუთრებული ძალებისა და ენერგიების ადგილი. ტრდიციულად, პირველები  ამ მიწაზე ვიგებთ სამყაროში მიმდინარე ცვლილებებს, კოდექსებს, ჰუმანიზმის გარკვეულ ნიშნებს. ანუ ჩვენ ვცხოვრობთ ადგილზე, სადაც სამყაროსეული ინფორმაცია მოედინება, როგორც წყარო და ერთად იყრის თავს. ეს არის კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი ადგილი. ზუსტად ამ მიწაზე უნდა გავზარდოთ შვილები, რომ მერე ეს ცოდნა კაცობრიობას მოახმარონ. ანუ ჩვენი ამ მიწაზე დაბადების როლი არის ზოგადსაკაცობრიო. ამ მიწის მოვლას გარკვეული წესები აქვს, პირველ რიგში, უნდა იყო ჰარმონიაში სამყაროსთან, გარემოსთან. არ უნდა აზიანებდე მას არა თუ ქმედებით, არამედ აზრებითაც. აქ მცხოვრებ ადამიანებს, სხვებთან შედარებით, გაცილებით მეტი ენერგეტიკული პოტენციალი აქვთ. აქ არის მთები, რომელიც აძლიერებს სამყაროდან მოსულ ძალებს ანუ ველებს. ამიტომ, ჩვენ, ვინც აქ დავიბადეთ და გავიზარდეთ, სამყაროსგან მეტი კონტროლის ქვეშ ვართ, რის გამოც, შეგვიძლია, გავაკეთოთ როგორც ასმაგად და ათასმაგად დადებითი, ასევე უარყოფითი. მას სამყარო აკონტროლებს. ხშირ შემთხვევაში, ადამიანებს, რომლებსაც პოტენციალი გაზრდილი აქვთ, ხედავენ სხვა სამყაროსა და ასევე, ანგელოზთა და ზეციური დასის წარმომადგენლებს. ვინც აქ ცხოვრობდა და გადავიდა სხვა განზომილებაში, იქიდან დღესაც მოქმედებენ. ეს მოცემულობა არის ჩვენი ერის თვითგადარჩენის მექანიზმი. საჭიროების შემთხვევაში, ცისა და მიწის დამაკავშირებელ რგოლს, ანუ უფრო დიდი პოტენციალის მქონე ადამიანებს, ცვლილებების პერიოდში, სამყაროდან ეძლევათ გარკვეული უნარები, მოაწესრიგონ გარემო, დაამშვიდონ, გააჯანსაღონ და სამყარო ქაოსიდან ჰარმონიისკენ წაიყვანონ. ეს მექანიზმია
პასუხი კითხვაზე: რამ გადაგვარჩინა ეს მცირერიცხოვანი ერი, როცა ჩვენ გარშემო ბევრი იმპერია დაიმსხვრა. ამ დამცავ მექანიზმს სხვადასხვა დასახელება აქვს, მაგალითად, მას ეკლესიურად ღვთისმშობლის წილხვედრობა ჰქვია. ეს მარტო სასიხარულო და საამაყო კი არ არის, არამედ, კარგად დასაფიქრებელი საკითხი და პასუხისმგებლობა სამყაროსა და საკუთარი თავის წინაშე. ამ მფარველობაში ჩართულია სხვადასხვა სამყაროსეული ძალა – როგორც ანგელოზთა და ზეციური დასის წარმომადგენლები, ასევე უარყოფითი, დემონური ძალების წარმომადგენლები. ამაში, ასევე, ჩართულია სხვა სამყაროდან მოსული, სხვადასხვა ინტერესის მქონე წარმომადგენლები. ანუ, ხდება რა? როცა დედამიწაზე დაძაბულობა იწყება ან დედამიწის იმ რეგიონში, სადაც არის ძლიერი ველები, იმ ადგილას ერი ვერ მშვიდდება და ვერ ირჩევს თავის განვითარების სექტორს, მაშინ ყველა ეს ძალა აქტიურდება, იზრდება სხვა სამყაროების წარმომადგენელთა ყურადღება და ძლიერდება ადამიანსა და სამყაროს შორის კავშირი. თუ ადამიანი აზიანებს გარემოს მის გარშემო, ურთიერთობებსა და კავშირებს, იწყება მასზე დაკვირვება. თუ გახსოვთ, როცა, ეგრეთ წოდებული, „რეიკი“ (მოჩვენება) გამოჩნდა და ის სხვადასხვა რეგიონში ინაცვლებდა, გამოვიკვლიეთ ეს ანომალიური მოვლენა და მივხვდით, ეს იყო მასობრივი ცვილილებების მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად, დედამიწაზე. დავიწყეთ აქტიური ძიება და იმ ადამიანების კვლევა, ვინც უშუალო, ახლო კონტაქტში იყო მასთან, გაეხსნათ გარკვეული ფენომენალური ნიჭი და უნარები. მათთან ყოველდღიური მუშაობა და ინფორმაციის შეგროვება დავიწყეთ. ინფორმაცია კი სხვადასხვანაირი წამოვიდა – ცვლილებები დედამიწაზე, დაძაბულობა, ომები თუ ეპიდემიები.
– და ამაზე დაკვირვებით რა დასკვნამსდე მიხვედით?
– მივედით იმ დასკვნამდე, რომ გვაფრთხილებენ არა მარტო მოსალოდნელ ცვლილებებსა და პრობლემატიკაზე, რომელიც მოდის, არამედ ჩვენს სამყაროსეულ მდგომარეობაზე. ანუ, ჩვენ სამყაროში ვუშვებთ ბევრ ნეგატივს. ვერ დავლაგდით, როგორც ერი, ლოცვაც კი აღარ შეგვიძლია, ვართ გაღიზიანებულები, რითიც აღვაგზნებთ გარემოსაც. გარემო კი სხვადასხვა ტიპის კატასტროფებით გვპასუხობს. ამას სჭირდება დამშვიდება და დალაგება. ძლიერი ენერგიის მქონე ადგილზე მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ ყველაფრის დალაგება, დამშვიდება და დაწყნარება, განვითარება, სიახლის შემოტანა, ჰუმანიზმისა და ტოლერანტობის გატარება. სულ სხვა მიმართულებით მივექანებით. ვამბობთ, რომ ვართ მორწმუნეები და ამ დროს ბევრი ჯადოს ხარშავს, ცოლი ქმარს უკეთებს ჯადოს, ან დედა – შვილს, რომ დააშოროს ცოლს, ანუ ხდება ის, რომ შავი ენერგეტიკა გავამრავლეთ და სამყარო პასუხს გვიბრუნებს. ადამიანმა, რომელმაც უარყოფითი ზემოქმედება მოახდინა, გაუკეთა ჯადო, ეღუპება შვილი, ქმარი ან თავად კვდება. არ ვიცით, ეს ენერგია კიდევ სად მიდის და როგორ ვრცელდება და როდის ამოქმედდება. ფაქტი ერთია, ბევრ უარყოფითს ჩვენ თავად ვიწვევთ. თუმდაც პრესაში და ტელევიზიით ყოველდღურად სისხლიანი სიუჟეტების ტირაჟირებით, დაძაბულობით ზიანს ვაყენებთ არა მარტო გარემოს, არამედ  ჩვენს იმუნიტეტს. ახლა აგიხსნით, რატომ დამჭირდა, ამხელა შესავლის გაკეთება – იმიტომ, რომ ჩვენ ვიხარშებით ამ „წვენში“, ამ ფონურ გაღიზიანებაში და ჩვენი ორგანიზმი გაღიზიანებული და დაძაბულია. ადამიანის ორგანიზმი შედგება არა მხოლოდ ორგანოებისგან, არამედ იმ ენრგეტიკული ნაწილისგან, რომლითაც ის ურთიერთობს გარემოსთან, ადამიანებთან და ხდება რა? როცა არის დიდი დაძაბულობა, ამ დაძაბულობის დროს, ადამიანი იწვევს სხვა სამყაროს დაბალვიბრაციულ წარმომადგენლებს, რომელთაც თავისი ინტერესები აქვთ. ადამიანი ვერ აკონტროლებს თავის აზრებსა და ქმედებებს, თავის განვითარების ვექტორს. ასეთი ინფორმაციული დატვირთვით ადამიანი „იშლება“, ვისაც სუსტი ფსიქიკა აქვს, მასზე გაცილებით ადვილად მოქმედებს ის დაძაბული ფონი, რომელიც მის გარშემოა. მით უმეტეს, იმ დროს, როცა ჩვენ ვაკეთებთ ვირუსისა და ტრაგიკული მოვლენების ტირაჟირებას, ვისაც ძლიერი გონება და ფსიქიკა არ აქვს, მიმართვს თავის გონებას ასეთი ფაქტებისკენ და ამით იწვევს უარყოფითის პროვოცირებას საკუთარ თავზე. ამ დროს იწყება ძლიერი ფიზიოლოგიური და ფსიქიკური პროცესების ჩართვა, ანუ იწყება ფსიქონევროზული აქტივობა. ადამიანი როცა ამ კუთხით განეწყობა უარყოფითის მიმართ, ეს განწყობა და ფსიქო-ნევროლოგიური აქტივობა, ამ ადამიანის განადგურებას იწყებს.  მით უმეტეს, თუ ადამიანი ვერ ხედავს გამოსავალს, არავისი სჯერა და სწამს. ეს ყველაფერი ქმნის მარტოობის, მიგდებულ პოზიციაში ყოფნისა და ბედის ანაბარად დარჩენის განცდას. უჩნდება აზრი: რატომ მემართება ყველაფერი მე, ჩემს შვილებს... შესაბამისად, ამ დროს ადამიანი ვერ ამყარებს მიზეზშედეგობრივ კავშირებს და გაურკვევლობასა და დეპრესიაში, ფსიქოზში, ხელჩამოშვებულობაში ინადგურებს თავის ჯანმრთელობას და ასევე, გარშემომყოფთა ჯანმრთელობასაც. იწყებს გარკვეული ტოქსინების გამოშვებას,  რომელსაც თავად ვერ აღიქვამს, მაგრამ მის გარშემო მყოფი ადამიანები გრძნობენ. ხშირად იმ ოჯახებში, სადაც მსგავსი ტიპის დაძაბულობაა, ბავშვები ავადმყოფობენ. ეს არის მათი რეაქცია, რომელიც გამოიხატება, მაგალითად, ალერგიაში, ტკივილში და ასე შემდეგ. ეს არის ჯანსაღი რეაქციები გარე გამღიზიანებლებზე და ფაქტორებზე. თუ ადამიანი შეცვლის აზროვნებას, ქცევას, ყოფას, ის პრობლემები, რომლებიც მის ბავშვშია, თავისთავად ქრება. ანუ, მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ არცერთი ადამიანი არ არის მოგლეჯილი სამყაროსგან, არის დედამიწის ნაწილი. ამ დედამიწაზე კი, მასთან ერთად ცხოვრობენ ვირუსებიც, რომლებიც მილიონობით წლის განმავლობაში, ჩვენთან ერთად ვითარდებიან, არიან ჩვენი სამყაროსთან ადაპტაციის განუყოფელი ნაწილი. ზოგჯერ ისინი იმარჯვებენ, ზოგჯერ – ჩვენ და ფაქტი ისაა, რომ მათი დახმარებით ჩვენ ვეგუებით ახალ ცხოვრებას, ხდება ჩვენი განვითარება. გაძლერების, ადაპტაციის ევოლუციურ გზას გავდივართ. ეს რომ არ ყოფილიყო, ანუ შინაგანი რეზერვების გამონახვა, ვირუსების ზემოქმედება ჩვენზე და მათთან ადაპტაცია, მაშინ მოხდებოდა ის, რაც დაემართა კოლუმბის შესვლის დროს ამერიკის ცივილიზაციას. სრულიად „ბავშვურმა“ დაავადებებმა, რომლებიც ევროპელებმა შეიტანეს, დიდი ცივილიზაციის აპოკალიპსი გამოიწვია, რადგან მათ არ აღმოაჩნდათ ახალ სამყაროსთან ურთიერთობის შესაბამისი იმუნიტეტი. ასე რომ, დამშვიდდით, არ ინერვიულოთ, სამყარო გვაგუებს ცვლილებებს, ის მუდმივ მოძრაობაშია, ის არ იმართება ზემოდან, არამედ იმართება ფიზიოლოგიით, იმ ეკოლოგიით, რაც მის გარშემოა. ყველა დაავადება, რომელიც არ გვკლავს, გვაძლერებს. კიდევ ვამბობ, დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ, გავიხსენოთ, რომ ჩვენ გვაქვს ზეციური მფარველობა, ჩვენ გვაქვს გამომუშავებული ჩვენივე იმუნიტეტი ამ სისტემაში. მსგავსი ვირუსები კი  ჩვენს ყოფიერებაში ყოველ წელს მოდის.
–  თუმცა, დამეთანხმეთ, რთულია დამშვიდება, როცა მთელ რიგ ქვეყნებში, საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული, ვირუსით უამრავი ადამიანი დაინფიცირდა, მსხვერპლია და მისი გავრცელება დღესაც აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ზოგი მკვლევარ-სპეციალისტი ამბობს, კორონავირუსი ხელოვნურადაა შექმნილი და მისი სახეშეცვლილი სიმპტომების გააქტიურებული ზემოქმედება ადამიანზე, გაცილებით საშიშია.
– შეგვიძლია დავუშვათ, რომ ეს ვირუსი არის ხელოვნურად შექმნილი. კიდევ ვამბობ, ჩვენ ვართ ქართველები და გვაქვს გამომუშავებული ჩვენი თავდაცვის მექანიზმი, ეგრეთ წოდებული, დედამიწის სისტემაში ჩვენივე იმუნიტეტი. ამიტომ, ეს იქნება ვირუსები, გარკვეული ცვლილებები, ომები თუ კატასტროფები, მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა გავძლიერდეთ, ვისწავლოთ ერთმანეთთან საუბარი. ვაკვირდები, რომ ეს დღეები ხალხი შეშინებულია, ერიდება ერთმანეთს, მაღაზიაში გარბის და იმარაგებს პროდუქტს... ხალხო, დამშვიდდით და დაწყნარდით. თავი რომ დავანებოთ კოსმიურ ძალებზე საუბარს, დღეს რასაც გავდივართ, ეს არის პერიოდი – ადრეული გაზაფხული, როცა იმუნიტეტი დასუსტებულია, ამიტომ გჭირდებათ ტრადიციული საკვებისა თუ კომპონენტების მიღება – ეს არის ჩვენი ქართული ღვინო, ბუნებასთან მეტი კონტაქტი, სუფთა ჰაერზე მზის აბაზანების მიღება, ერთმანეთთან ურთიერთობა, დაძაბულობის მოხსნა. როცა იძაბებით, იძაბება მთელი თქვენი ნერვული სისტემა, რომელიც ბლოკავს თქვენს იმუნიტეტს. ამ დროს კი ორგანიზმი „იბნევა“, არ იცის, რა ქნას შესაბამის ალერგენზე და გამაღიზიანებელზე, ვერ ხვდება, ბრძოლის რა მეთოდები გამოიმუშაოს. მეორე მხარეა, როცა თქვენ დიდი ხანი იმყოფებით უიმედობის მდგომარეობაში  და გაწუხებთ მკრეხელური აზრები. სამყაროში მსგავსი აზრების ფრქვევით შესაძლოა, დაკარგოთ თქვენი მფარველი ანგელოზის მფარველობა. უფრო სწორად, კი არ დაკარგოთ, დროებით ჩამოგცილდეთ, თქვენივე უმადურობისა და ურწმუნოების გამო. ზუსტად ამ დროს ადამიანის ჯანრთელობის ფაქტორიც უარესდება, ვერ უმკლავდება ადამიანი სამყაროსეულ გამოწვევებს. გადახედეთ უახლოეს წარსულს. 90-იან წლებში რამ გადაგვარჩინა? ერთმანეთის დახმარებამ, გვერდით დგომამ, სოლიდარობამ, პურის ნატეხის გაყოფამ. ჩვენთან არ შეიძლება მკვეთრი და მძაფრი სოციალური განსხვავებები, ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და მორიდება უნდა არსებობდეს.  არ უნდა იყოს ისე, რომ ერთი საჭმელს ვერ ერეოდეს და მეორე ნაგავში იქექებოდეს. როგორც კი ამაზე კონცენტრირებას ვეცდებით, ჩვენი ქვეყნის გაფრთხილებას, დამშვიდებას, არჩევნის გაკეთებას დავიწყებთ, არ დავიყოფით ათასგვარ პარტიად, შევძლებთ საერთო ენის გამონახვას, ერთმანეთის პოტენციალის დანახვასა და მის გამოყენებას, ერთმანეთთან საუბარსა და ერთმანეთის დახმარებას, ყველაფერი დალაგდება და დაბალანსდება. მაშინ არათუ ვირუსი, ვერანაირი მტერი ვერ მოგვერევა. დღეს კი ვართ გაბნეულები, გვჭირდება შეკრება, დამშვიდება, ერთმანეთის დანახვა და მოფერება, პირველ რიგში კი – საკუთარი თავისა და მიზნის დანახვა. თუ ამ ჰარმონიას მივაღწიეთ, მაშინ ვერაფერი დაგვამარცხებს. დღევანდელი ფონი კი, რაც ტელევიზიებით ხდება, არ უკავშირდება მხოლოდ ვირუსებს, ხედავთ ყოველდღე რომ შვილმა მოკლა დედა, ბიჭმა მოკლა და, კაცმა ყოფილი – ცოლი... ეს არის ის ისტერია, რომელიც მიმდინარეობს ზოგადი ცვლილებების ფონზე, რომელიც ხდება ადამიანებში, რომლებიც გრძნობენ ამ ცვლილებას და არ იციან, რა ქნან. მათ ერევათ ცხოვრება. ადამიანები, ვერ ხვდებიან რა ცვლილებები დაიწყო მათში. ყველაფერი კი თქვენს ხელშია – ან წახვალთ სამყაროს წინააღმდეგ, ან შეძლებთ და დაამშვიდებთ საკუთარ თავს, გარემოს, მოუვლით ქვეყანას, დაუბრუნდებით რწმენას, ტრადიციებს, მოიხსენიებთ თქვენს გარდაცვლილებს, დაუბრუნდებით თქვენს ბუნებრივ ყოფას და ეს არ ნიშნავს მხოლოდ ჩოხებში სიარულს. ნიშნავს, ისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა, დახმარება, დამშვიდება, დაწყნარება. მიხვდეთ, რომ ქართველები ხართ, ის ქართველები, რომლებიც ღმერთსა და მეფეს შენობით ესაუბრებიან. მივხვდეთ, რომ ქართველებს ამ სამყაროში არაფრის ეშინიათ – არც მტრის, არც ეშმაკის, არც ბოროტის, მით უმეტეს – ვირუსის. ასე რომ, გისურვებთ მხნეობას, სიძლიერეს, უფლის მფარველობას, ერთმანეთის გატანასა და ჯანმრთელობას!

скачать dle 11.3