კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 შეექმნა თუ არა პრობლემა თამო ვაშალომიძეს შვილთან დაკავშირებით და ვისთან ურთიერთობას მალავს ის

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  თამო ვაშალომიძის შვილი, უსაყვარლესი სოფია, ორი წლის გახდა. მოდელმა შვილის დაბადების დღე პატარა, ლამაზი წვეულებით აღნიშნა. ამ ამბიდან ცოტა ხანში თამომ საკუთარ „ფეისბუქგვერდზე“ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ხალხს ადანაშაულებდა იმაში, რომ  სოფიას დედა წაართვეს: „....ჭორებმა და ამ ადამიანებმა მომკლეს, სოფიას დედა წაართვეს, მე – ცხოვრება...“ თამომ გვიამბო რა მოხდა რეალურად, რის გამოც ეს სტატუსი გამოაქვეყნა.
  თამო ვაშალომიძე: სოფიამ ბევრი რამე შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. ყველა რომ მეკითხებოდა, რა შეიცვლა შვილის მერე შენს ცხოვრებაშიო, თავიდან ამას ვერ ვაანალიზებდი. ახლა უფრო კარგად ვხვდები ამ ყველაფერს. გაცილებით ბევრ რამეზე მეფიქრება, ყველაფერს სულ სხვა თვალით ვუყურებ, უფრო ვცდილობ მასთან სიახლოვეს და ასე შემდეგ. ხომ ამბობენ, როგორ ცხოვრობს ქალი შვილის გაჩენამდეო, მეც ანალოგიურის თქმა შემიძლია. რაღაცები გადავახარისხე, რაღაცები უფრო პრიორიტეტული გახდა ან პირიქით. ვცდილობ, აქედანვე მისი მეგობარი ვიყო.
– როგორი დედა ხარ?
– ფეთიანი ვარ, თუმცა ვცდილობ, თავი ვაკონტროლო. მაგალითად, როცა წაიქცევა, არ ვყვები ემოციებს და არ ვანახვებ, რომ შემეშინდა, თუმცა რეალურად განვიცდი. ძალიან ფეთიანიც შეიძლება, ვუწოდო ჩემს თავს, თუმცა იმასაც ვაანალიზებ, რომ ასე არ შეიძლება, ყველაფერს სტერილიზაციას ვერ გავუკეთებ და ისე ვერ მივაწვდი, ამით უფრო ვავნებ მის იმუნიტეტს. როცა სახლში ვარ, ყველა პროცესში თავად ვარ ჩართული – საჭმლის მომზადება იქნება ეს, ჭამა თუ რაც. სოფიასაც უყვარს დედის მომზადებული საჭმელები. სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა გამიჭირდა ეს ყველაფერი, მაგრამ მყავს კარგი დამხმარე, რომელმაც ყველაფერში გამარკვია.
– თამო, პოსტი გამოაქვეყნე, სადაც წერდი, რომ სოფიას დედა წაართვეს. რა იგულისხმე?
– ზოგადად, არ ვწერ ხოლმე პოსტებს, ამით არ გამოვირჩევი, მსგავსი რამ არც მომწონს და არც მიყვარს. ამ  შემთხვევაში დავუშვი გამონაკლისი, ოღონდ ეს საკითხი საერთოდ არ ეხებოდა სოფიას. არ მომხდარა ისეთი რამ, რომ მე თავისუფალი მოდელი ვარ და ამის გამო ვინმეს ბავშვის წაყვანა მოეთხოვა. ამის გამო პრობლემა ნამდვილად არ შემქმნია. სულ სხვა რამ იყო ნაგულისხმევი, რომელიც ძალიან პირადია და არ მინდა ამ თემაზე საუბარი. ეს არ იყო პირდაპირი მნიშვნელობით ნათქვამი, თუმცა ეძღვნებოდა საზოგადოებას.  ხშირად  ადამიანები ვერ ხვდებიან, რა ზიანს აყენებენ თავიანთი ენით და ლაპარაკით მეორე ადამიანს. ეს სტატუსიც მსგავს ხალხს ეძღვნებოდა და არა კონკრეტულ პიროვნებას.
– ის, რომ თავისუფალი მოდელი ხარ, რა შუაშია დედობასთან?
– ყველას საკუთარი შეხედულება აქვს და ეს სფერო შეიძლება, ვიღაცისთვის მისაღები იყოს და ვიღაცისთვის – პირიქით. მაინც საქართველოა და აქ ცოტა
სხვანაირად აზროვნებენ. ეს სტატუსი იმდენად პირადული იყო, მასზე ყურადღებას ვერ გავამახვილებ. მინდა, რომ ეს თემა დავხურო.
– პირადში სიახლე გაქვს?
– არის რაღაც, მაგრამ დაზუსტებით რომ გითხრათ, რა და როგორ, ასე არ მინდა. ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, ვის გვერდითაც კარგად და ბედნიერად ვგრძნობ თავს. არც ვიცი, როდემდე დავმალავ ამას, მაგრამ ჯერჯერობით ასე მირჩევნია. ეს ადამიანი არც ცნობილი სახეა, არც ტელევიზიით ჩანს და არც უყვარს მსგავსი რაღაცები, პირიქით. მას აქვს  თავისი საქმე  და არ მინდა, ჩემი სახელით რაღაც დისკომფორტი შევუქმნა მასაც და  ჩვენს ურთიერთობასაც. აქედან გამომდინარე, მირჩევნია, ამ თემაზე ზოგადად ვისაუბრო. თუმცა გეტყვით, რომ ძალიან, უზომოდ, უსაზღვროდ ბედნიერი ვარ.
– როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?
– 28 წლის ვარ და ჩემს ცხოვრებაში ეს ის პირადია, რომელსაც ვფიქრობ, ძალიან უნდა გავუფრთხილდე. შესაბამისად, ვცდილობ, დავმალო და მასზე არ ვისაუბრო. არც ვიცი, ეს მას მოეწონება თუ არა. მე, უბრალოდ, ჩვენს ურთიერთობას ვცემ პატივს და წვრილმან დეტალებს საზოგადოებაში არ განვიხილავ. ასეც კარგად ვგრძნობთ თავს – ჩვენთვის, ზედმეტი განხილვების გარეშე.
– სოფიას მამასთან დაშორების შემდეგ დეპრესია გქონდა. ახლა რა ურთიერთობა გაქვს მასთან?
– იმ პერიოდმა ჩაიარა. ერთი წელი იქნება, რაც ყველაფერს წერტილი დავუსვი.  ოდესმე, ალბათ, ხალხიც დაივიწყებს ამას და აღარ იქნება განხილვის საგანი. ყველა თავის აზრს აფიქსირებდა ამასთან დაკავშირებით, რაც არ მომწონდა და ეს იმის ბრალიც არის,  რომ ვერ ვაწოდებ საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას. უკვე, საერთოდ, არანაირი ურთიერთობა არ მაქვს მასთან, არც მე და არც ბავშვს. ოღონდ ეს არ ყოფილა ჩემი გადაწყვეტილება. ამ თემას აღარ ჩავეძიოთ...
– სოციალურ ქსელში ხშირად გისვამენ შეკითხვებს თავის მოვლასთან დაკავშირებით.
– კი და სამწუხაროდ, ყველა შეკითხვას ფიზიკურად ვერ ვპასუხობ, რადგან ძალიან ბევრია. ამის გამო მიბრაზდებიან და მერე ხან რას მწერენ და ხან რას.  საზოგადოებას  ჰგონია, რომ რადგან ცნობილები ვართ, აუცილებლად 4 000-ლარიან კრემებსა და თავის მოვლის სხვა საშუალებებს ვყიდულობთ. რეალურად ასე არაა. ჩვეულებრივადაა შესაძლებელი ნებისმიერი სოციალური ფენის ადამიანმა მოუაროს საკუთარ თავს და იყოს კარგ ფორმაში. ადამიანებს გული სწყდებათ ხოლმე, როცა მათ არ აქვთ ის, რაც სხვას.  იგივე მეც მაქვს გამოცდილი, ბავშვობაში, ტელევიზორში რომ  ვხედავდი ლამაზად ჩაცმულ ქალს ან ლამაზი მაკიაჟით, მეც მინდოდა. აქედან გამომდინარე, არასოდეს დამეზარება ამ თემაზე საუბარი.
– კარგ ფორმაში ხარ და ალბათ, ეს სწორი ვარჯიშის დამსახურებაც არის.
– ვაღიარებ, დაახლოებით ოთხი თვეა, რაც არ მივარჯიშია. სწორ ვარჯიშზე ბევრი რამაა დამოკიდებული. წლების წინ ყოველდღიურად ვვარჯიშობდი, რაც არასწორი იყო და მიუხედავად ვარჯიშისა, წონაში მოვიმატე კიდეც. მერე ვარჯიში შევამცირე, რამდენიმე დღეზე გადავანაწილე, კვებაც დავარეგულირე. აღარ ვიკლავ თავს დიეტებით, უბრალოდ, ავიკრძალე რაღაც-რაღაცები – არ მივირთმევ ბურგერებს, ცომეულსა და მსგავს პროდუქტებს, მარტო ტკბილეულზე ვერ ვთქვი უარი და წონაშიც აღარ ვიმატებ.  
სტატიაში გამოყენებული ფოტოების ავტორები:George vandekamp და ზურა მოდებაძე

скачать dle 11.3