№11 სხარტულები
– მოგესალმებით სამოთხეში, აქ არც სამუშაოა და არც ფული.
– აზრზე ხარ, აქაც საქართველოა...
***
გინდა, სიკვდილის მერეც ახსოვდე ხალხს? დატოვე ვალები.
ეშაფოტზე
ჟორჟ დანტონმა გილიოტინის ეშაფოტზე ასვლისას ჯალათს სთხოვა:
– არ დაგავიწყდეთ, ჩემი თავი ხალხს დაანახვოთ, ის ამას იმსახურებს.
***
„ხანდახან რისხვა ვინატრე ზეცის,
ხანდახან მსურდა ღმერთთან
გოდება,
ადამიანი ყოფილა მხეცი
რომელიც თან მძულს,
თან მეცოდება.”
გალაკტიონ ტაბიძე