№11 ენაკვიმატი ნიაზი
ნიაზ დიასამიძე და კამპანია რესტორან „არაგვში“ ქეიფობდნენ. ნიაზი ტუალეტში გავიდა და საქმეს რომ მორჩა, ონკანის რიგში „გაიჭედა“, ერთი მამაკაცი იდგა მის წინ, რომელმაც ძალიან დინჯად და არაერთხელ წაისვა საპონი ხელებზე, ძალიან ზანტად იბანდა. ნიაზს კი სუფრაზე დაბრუნება ეჩქარებოდა. ითმინა, ითმინა და ბოლოს მაინც უთხრა:
– რა იყო, შე კაცო, სხვისი ხომ არ გეჭირა ხელშიო...