№11 ჩვენი წილი ბედნიერება

შემდეგ სპიკერმა უთხრა დამსწრე საზოგადოებას, შესულიყვნენ ოთახში და 5 წუთის განმავლობაში ეპოვათ ის ბუშტი, რომელზეც თავიანთი სახელი ეწერა. ყველა ცდილობდა მისიის შესრულებას, თუმცა ამ ყველაფერს დიდი ქაოსი მოჰყვა.
5 წუთის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვერავინ იპოვა ბუშტი, რომელზეც მისი სახელი ეწერა, შემდეგ სპიკერმა უთხრა ხალხს, რომ ყველას აეღო ნებისმიერი ბუშტი და მიეცა მისთვის, ვისი სახელიც ზედ ეწერა, შედეგად ერთ წუთში ყველას თავისი ბუშტი ეჭირა.
სპიკერმა კი თავისი გამოსვლა ასე დაასრულა: „ასე ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ყველანი მივედ-მოვედებით ბედნიერებას ირგვლივ და არ ვიცით, სად არის ის რეალურად, ჩვენი ბედნიერება სხვის ბედნიერებაში იკვეთება, გახადე სხვა ბედნიერი და შენც მიიღებ შენს წილ ბედნიერებას. ეს არის კაცობრიობის მიზანი, სწრაფვა ბედნიერებისკენ!“