კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 რა დროს ხდება შემთხვევითი „მოჯადოება“

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  მაგია, მოჯადოება, ჯადო – მისი სჯერა ბევრს და ბევრასაც, არა, თუმცა ეშინია და ერიდება – ყველა. მოჯადოების მიზანი სხვისთვის ზიანის მიყენებაა, მაგრამ არსებობს სასიყვარულო ჯადოც - როცა გინდა, თავდავიწყებით შეგიყვაროს მან, ვინც შენ გიყვარს. თითქოს ავი და ბოროტი სიყვარულში რა უნდა იყოს?.. მაგრამ, რა მოჰყვება ამას მოჯადოებულისა თუ თავად მომჯადოებლისთვის, ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსთან, ქალბატონ ხათუნა მ-სთან შედგა.
- მაგალითზე უფრო უკეთ ჩანს ყველაფერი და შემოგთავაზებთ ასეთ ისტორიას: ჩემი ახლობლის ძმა ერთ მშვენიერ გოგონას ხვდებოდა - გახარებული და ყველას გვიყვებოდა: ერთმანეთს უხდებიან, ძალიან ლამაზი და მეგობრული წყვილიაო. მაგრამ ეს იყო დასაწყისში, მერე ბიჭი თითქოს შეცვალესო, არაადეკვატური გახდა. ცხოვრებისადმი ინტერესი დაკარგა,  თითქმის აღარ ჩნდებოდა ოჯახში, მეგობრებთან. სულ გაღიზიანებული და ხშირად აგრესიულიც იყო. მისთვის  სამყარომ დაკარგა მნიშვნელობა - იყო მხოლოდ ის  გოგო და მისი ინტერესები. ჩემს დაქალს გაუჩნდა ეჭვი, რომ ამ ყველაფერს სიყვარული კი არა, სულ სხვა რამ მართავდა. მისი ძმა კი თვალსა და ხელშუა დნებოდა, 10 კილოგრამი დაიკლო. დასუსტდა და ხშირად ავადმყოფობდა - თითქოს ვიღაც ენერგიას აცლიდა. როცა და ცდილობდა აეხსნა, რომ შეყვარებულის გამო გაუშვა ხელიდან მან უამრავი შესაძლებლობა და დაკარგა მიზანი ცხოვრებაში, ისე ბრაზდებოდა, სკანდალებს აწყობდა. ბოლოს მათი ცხოვრება კოშმარად რომ იქცა, ჩემმა მეგობარმა რჩევისთვის მაგიის სპეციალისტს მიმართა. დიაგნოსტიკამ აჩვენა, რომ ყმაწვილი ჯადოს ზემოქმედების ქვეშ იყო, რაც სპეციალისტმა მოუხსნა და თვეც არ იყო გასული, რომ შეყვარებულსაც დაშორდა. შემდეგ კი, თანდათან ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა. ასე რომ, ცხოვრება სავსეა სიურპრიზებით და მათგან უმეტესობა არცთუ სასიამოვნოა.
- როდის ჩნდება ამ ჯადოს გაკეთების სურვილი?
- არის შემთხვევები, როცა ადამიანი გუშინ ხელისგულზე გატარებდა, მოულოდნელად კი, სრულიად კარგავს შენდამი ინტერესს. ამგვარ მკვეთრ ცვლილებას კი ლაპარაკით ვერაფერს უშველი. ამიტომაცაა, ზოგი გოგონა შეყვარებულის მოსანადირებლად სხვადასხვა ხერხს, მათ შორის მაგიურსაც, რომ მიმართავს. იმ მომენტში კი არავინ ფიქრობს, თუ რა საფასურის გადახდა მოუწევს სანაცვლოდ. არადა, საფასური ძალიან ძვირიც შეიძლება იყოს. სასიყვარულო ჯადო მაგიური რიტუალია, რომელიც სამიზნე ობიექტს გრძნობებს უცვლის - მან გამუდმებით მხოლოდ რიტუალის შემკვეთზე უნდა იფიქროს, ილტვოდეს მისკენ და თავდავიწყებით შეიყვაროს. თუმცა, სასიყვარულო ჯადოს პირობებში ორივე მხარეს ურთულდება ცხოვრების პირობები. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ პიროვნებამ არც კი იცის, რომ ვიღაც ჯადოთია მასზე მიჯაჭვული, რადგან ამაზე „კეთილისმყოფელებმა“ იზრუნეს, ახლო ნათესავებისა თუ მეგობრების სახით. თუმცა, არსებობს შემთხვევითი მოჯადოებაც - პარტნიორებს შორის ინტიმური ურთიერთობისას სპერმის საშუალებით ან მენსტრუაციული ციკლის დროს... ასეა თუ ისე, ეს სხვაზე ბრძანებლობაა და ყველა ვარიანტში - ანგარებიანი. შემკვეთი ძალით ზემოქმედებს კონკრეტულ ადამიანზე და უმეტეს შემთხვევაში - მსხვერპლის სურვილის საწინააღმდეგოდ. სასიყვარულო ჯადოს შეუძლია შეაერთოს წყვილი, მაგრამ არა - გააბედნიეროს. მაგიის გავლენით ადამიანი იცვლება, აკეთებს იმას, რაც ცოტა ხნის წინ მისთვის მიუღებელი იყო; უყვარდება - რაც სძულდა; ხშირად კარგავს საკუთარ თავს, ადრინდელ სახეს; ვეღარ იღებს ცხოვრებისგან სიამოვნებას და შეიძლება სუიციდზეც იფიქროს. საბოლოოდ, შემკვეთი ვერ იღებს სასურველ შედეგს და მხოლოდ აღწევს იმას, რომ საყვარელი ადამიანის ცხოვრებასთან ერთად, საკუთარსაც ანგრევს.
- რა შედეგი მოსდევს სასიყვარულო ჯადოს სამიზნე ობიექტის, ანუ მოჯადოებულისთვის?
- მოჯადოებულს უპირველესად ეწყება შინაგანი ბრძოლები. მასში ცხოვრობს ორი, ერთმანეთს დაპირისპირებული ძალა. პირველი თავად ეს ადამიანია, მეორე კი - ჯადოს პროგრამა. ყველას სურვილია, თვითონ აირჩიოს ის, ვინც უნდა, უყვარდეს და ვისთან ერთადაც უნდა, იყოს. ეს პროგრამა კი 24 საათის განმავლობაში მომჯადოებლისკენ ექაჩება. ამ შინაგანი ბრძოლების შედეგად კი, იწყება თავიდან დეპრესია, თავის ტკივილები, აგრესია, რომელიც საიდან მოდის ვერ იგებ... შემდეგში უფრო რთულდება საქმე: ადამიანის მდგომარეობა არათუ ჰგავს, არამედ იდენტურია ნარკომანის „ლომკაში“ ყოფნისა, როცა აუცილებლად სჭირდება ახალი დოზა და ამისთვის ყველაფერზე წავა. ბოლოს კი უკვე უყალიბდება: ფსიქიკური აშლილობა და ფიზიკური ავადობაც, ალკოჰოლოზმი, იმპოტენცია, ნარკომანია, თან, ყველას ინდივიდუალურად. ის ცდილობს იმკურნალოს, მაგრამ ჯადოს განკურნება მედიცინას არ ხელეწიფება. გულისა და თირკმლის დაავადებები, იმპოტენცია და ასე შემდეგ - ეს მხოლოდ შედეგია გამუდმებული შინაგანი ბრძოლებისა. საბოლოო ჯამში, ზოგი ლოთდება, ზოგიც „საგიჟეში“ ხვდება... მაგრამ, ადამიანი ყოველთვის ჯადოზე ძლიერია. ჯადოს მოქმედება მუდმივი არ არის იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემკვეთი სულ ანახლებს მას. ადამიანის ნება ძლიერია და საბოლოოდ, ამარცხებს ჯადოს - მართალია, განაწამები, აწეწილი ფსიქიკითა და ბედით, მაგრამ მაინც გამარჯვებული რჩება.
- რა ემართება მეორე მხარეს, ანუ მომჯადოებელს?
- იქნებ არაფერიც არ მოეკითხება, ის ხომ სიყვარულსა და ბედნიერებას ესწრაფვოდაო, - შეიძლება იკითხოთ. თუმცა ამისგან ის სიყვარულსა და ბედნიერებას ნამდვილად ვერ ეღირსება. უფრო პირიქით - მიზანი არ ამართლებს საშუალებას და სამაგიერო დიდხანს არ დააყოვნებს. ფსიქიკური აშლილობა, ფიზიკური ავადობა, უნაყოფობა (ქალშიც და მამაკაცშიც) - არასრული ჩამონათვალია საზღაურისა, რაც ჯადოს შემკვეთს ელის. სინამდვილეში  სიყვარულის მსურველს მონა, ზომბი უნდოდა თავისთვის, რისთვისაც თავად მიიღებს მარტოობას, ავადმყოფობას, მონობას. ხომ გაგიგიათ: სხვას ნუ უთხრი ორმოსო...ზოგი ამბობს, კი გავუკეთე ჯადო, მაგრამ არაფერი დამმართნია - კარგად ვცხოვრობ და ყველაფერი ნორმალურადააო. ამგვარი განცხადებით თავსაც იტყუებს და სხვაც შეცდომაში შეჰყავს. ყველაფერს თავისი დრო აქვს და თუ ნეგატიური მოვლენები მაშინვე (ან რაღაც პერიოდის განმავლობაში) არ იჩენს თავს, ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ დადგება. ეს შეიძლება მოხდეს ხვალ, შემდეგ თვეში ან გაისად... უსიამოვნებები დაიწყება მაშინ, როცა საჭიროა (ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია), ოღონდ აუცილებლად და გამონაკლისი არ არსებობს... და იცით, რატომ? - დედამიწაზე იყო, არის და კვლავაც იმოქმედებს კანონი საზღაურისა. სხვადასხვა სწავლებასა თუ რელიგიაში სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ: კარმის კანონი ან სამართალიო, ღმერთის სამსჯავრო, ბედი, ბუმერანგის პრინციპი და ასე შემდეგ. დასახელება სხვადასხვაა, მაგრამ არსი ერთია: „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“!

скачать dle 11.3