კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 შეკვეთა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #10(1001)

მიმტანი უნდობლად, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ჯიშკარიანს. პავლემ კი მას ჰკითხა:
– გინდა, ასი ევრო მოგცე?
– რისთვის? – იკითხა მიმიტანმა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
პავლე ჯიშკარიანმე ტუჩებზე თითი მიიდო და მიმტანს უთხრა:
– ჩუმად. რა გქვია შენ?
– ჯონდო, – უპასუხა მიმტანმა.
– ჯონდო. მაგ უნიფორმით ხარ მოსული? ას ევროს გაძლევ. წადი და შენი ტანსაცმელი მომიტანე, – უთხრა დედიშობილა ჯიშკარიანმა მიმტანს. ასევროიანი კუპიურა გაუწოდა და დაამატა, – ოღონდ ჩუმად.
მიმტანს ასი ევროს გამორთმევა მართლა უნდოდა, მაგრამ ადგილიდან არ იძროდა, რადგან ვერ გარკვეულიყო, რა ხდებოდა და კლიენტის უნდოდ უმზერდა.
– მოდი, ბიჭო, ნუ გეშინია. გამომართვი ფული და შენი ტანსაცმელი მომიტანე. აქედან უნდა გავიპარო. გოგონა კი, ახლა რომ ჩემთან მოვა, შენი იყოს. ფულს დაგიტოვებ და შენ გადაუხადე, – ჩურჩულით უთხრა მიმტანს ჯიშკარიანმა და კიდევ ორი ცალი ასევროიანი აუფრიალა თვალწინ.
მიმტანმა უკვე ვეღარ გაუძლო ცდუნებას. შიში დასძლია და ჯიშკარიანს ტანსაცმელი მიუტანა. შემდეგ კი ფული გამოართვა. ჯიშკარიანმა ტანსაცმელი გადაიცვა და მიმტანს უთხრა:
– ჩორნი ხოდი გაქვთ?
– დიახ, უფროსო. აქედან რომ გახვალ, ხელმარცხნივ იარე დერეფნის ბოლომდე და ლურჯად შეღებილი კარით ეზოში აღმოჩნდები; იქიდან კი – ქუჩაში. ორი სკვაზნოია და საითაც გინდა, იქით მოტყდები. როგორც მივხვდი, ვიღაცას უნდა დაემალო, ხომ? – თქვა მიმტანმა.
– უყურე ამას?! – ჩეცინა ჯიშკარიანს, – რამდენი ლაპარაკი სცოდნია. მე კი მუნჯი მეგონა. ჯონდო-ჯან, შენ ის მითხარი, ტელეფონი თუ გაქვთ აქ.
– დედა მერის კაბინეტშია, – თქვა ჯონდომ.
– ეგ სადღაა?
– აქედან რომ გახვალთ, მარცხნივ წადით და მეორე, ვარდისფერი კარია, – თქვა ჯონდომ.
საუნის ნომერში მეძავი გოგონა შემოვიდა და ჯერ ჯიშკარიანს გაუცინა, შემდეგ კი ჯონდოს შეავლო მზერა.
– რა გქვია, ლამაზო? – ჰკითხა მეძავს ჯიშკარიანმა.
– ნადია, – თქვა გოგონამ.
– ნადიუშა, მე ძალიან მეჩქარება და უნდა წავიდე. შენი ორასი ევრო ჯონდოს აქვს და თქვენ მორიგდით. მე კი წავედი, – თქვა ჯიშკარიანმა და ნომრიდან გავიდა.
პავლე დედა მერის კაბინეტში შევიდა. დარეკვის ნებართვა ითხოვა და მეძავების გაოცებული დედიკოსგან რომ თანხმობა მიიღო, დარეკა და ჩურჩულით, მასპინძელს რომ არ გაეგო, თქვა:
– პავლიკა ვარ. რაც შეიძლება მალე მოდი ცამეტ ნომერთან, მაგრამ ფრთხილად. მისადკავებენ და უნდა მოვტყდეთ...
ჯიშკარიანი ათი წუთის შემდეგ უკვე „ბეემვეში“ იჯდა და ვასო ქორქიას მანქანით მასთან მიდიოდა. ვასო პავლეს კოლეგა და ახლო მეგობარი იყო და სწორედ მას დაურეკა დედა მერის კაბინეტიდან. ამ მომენტიდან ორმოციოდე წუთის შემდეგ დედა მერის კანტორაში უშიშროების თანამშრომლები შეიჭრნენ და ჯიშკარიანი რომ ვერ აღმოაჩინეს იქ, საუნის მთელი პერსონალი დააწიოკეს. მეძავები თავიანთ კლიენტებთან ერთად დერეფანში ჩაამწკრივეს და აგრესიული დაკითხვა მოუწყვეს, რაც დილამდე გაგრძელდა. საქმე კი ის იყო, რომ ჯიშკარიანი მართალი აღმოჩნდა – მის ტანსაცმელში მოსასმენი მოწყობილობაც იყო ჩამონტაჟებული და კუდზეც ასხდნენ. ამიტომ, როდესაც საუნასთან „მოსადკავეებმა“ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვერც საუბარი გაიგონეს, ვერც წყლის ან სხვა ხმები, დაეჭვდნენ და დედა მერის დაუპატიჟებლად ესტუმრნენ... როდესაც ყველაფერი გაირკვა და ამ ისტორიის გახმაურების საშიშროება წარმოიშვა, უშიშროების თანამშრომლებმა საუნა დატოვეს. მომხდარის შესახებ კი მინისტრს შეატყობინეს, რომელიც ყველაფრის საქმის კურსში იყო და ნოდარ ჯოჯუასთან შეთანხმებით მოქმედებდა. მინისტრმა უთენია დაურეკა  პარლამენტის თავმჯდომარეს და უთხრა:
– ჩეპეა ნოდარ, ობიექტი გაქრა.
– კრეტინები ხართ. ორი ინდაური არ მოგებარებათ, – მიუგო ჯოჯუამ.
– რა ვქნათ?
– ნუ პანიკობ. გამომიარე და დავილაპარაკოთ, – თქვა ნოდარ ჯოჯუამ და უშიშროების მინისტრს ტელეფონი გაუთიშა.
***
უშიშროების მინისტრი, ლევან ხარაძე, სანამ ნოდარ ჯოჯუასთან მივიდა, ნერვიულობისგან სახეზე ფერი არ ედო, პარლამენტის თავმჯდომარემ რომ ასეთ დღეში მყოფი მინისტრი იხილა, ცინიკურად უთხრა:
– რა გჭირს, შე ჩემა, დამშვიდდი, თორემ ინფარქტი გხევს.
– რა იოლად ამბობ, დამშვიდდიო? კაცი ცხვირწინ მოგვიტყდა, – თქვა ხარაძემ.
– ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა, როდესაც შენს კრეტინებს ავალებდი ამ საქმეს. არა, რა, სრული ბარდაგი გაქვს კანტორაში. დასაშლელები ხართ, დასაშლელები. თქვენი დაჭერილი შპიონი შევარცხვინე, – თქვა ჯოჯუამ და გააბოლა.–
 ნამდვილი ეშმაკია. ისე მოუტყდა ჩემებს, რომ ვერაფერი გაიგეს, – თქვა მინისტრმა.
– შენების დებილი დედაც... – თქვა ჯოჯუამ, – ეს კაცი ეშმაკი კი არა, პროფესიონალია და შენი დოყლაპია კრეტინები სუფთად გააცურა. ჯობია, კადრების შერჩევა ისწავლო, თორემ ვინმე პრეზიდენტთან ჩაგიშვებს და იმ გიჟმა შეიძლება, სამსახურიდან გაგდება არ გაკმაროს და გაგსროკოს. არ იცოდე მაინც, რა იმედებს ამყარებს შენს უწყებაზე, – თქვა ჯოჯუამ.
– ჰო, მივხედავ, მივხედავ, მაგრამ ახლა რა ვქნათ, სად ვიპოვოთ ეს ნაბოზარი? – ლამის ტირილით თქვა ხარაძემ.
– დამშვიდდი, შე ჩემა, სად წავა, თვითონ გამოჩნდება. პაბეგში ყოფნა უნდა ახლა მაგას? მაყუთის ნახევარი აიღო და მეორე ნახევარი ასაღები აქვს. ზაკაზი აქვს აღებული და არსად წავა, ნუ გეშინია, – თქვა ჯოჯუამ.
ხარაძემ ამოიხვნეშა. თავი გააქნია და ჯოჯუას უთხრა:
– ვითომ?
– რა ვითომ? მასე იქნება, აი, ნახავ. დამშვიდდი და სამსახურში წადი, – თქვა ჯოჯუამ.
ამ დროს მობილურმა დარეკა და ჯოჯუამ უპასუხა.
– დილა მშვიდობისა, ბატონო ნოდარ, – მოესმა ჯოჯუას ჯიშკარიანის ხმა.
– თქვენ ხართ? გაგიმარჯოთ, გაგიმარჯოთ. სად დამეკარგეთ? იკითხა ჯოჯუამ.
– არ დავკარგულვარ, აქ ვარ.
– სად აქ?
– „კოსმოსში“.
– ხუმრობთ, არა?
– სულაც არა, ბატონო ჩემო. „კოსმოსი“ სათამაშოების მაღაზიაა და ჩემი შვილიშვილისთვის კონსტრუქტორს ვყიდულობ, – თქვა ჯიშკარიანმა.
– გასაგებია. ჩვენი საქმე როგორ მიდის?
– ვფიქრობ, კიდევ ერთხელ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს და სერიოზულად დავილაპარაკოთ.
– კარგი. როდის?
– თუნდაც ახლა.
– კარგი. დარჩით მანდ და მანქანას გამოვუშვებ, – უთხრა ჯიშკარიანს ჯოჯუამ. ტელეფონი გათიშა და მინისტრს მიუბრუნდა:
– შევხვდეთო. ჯიშკარიანი იყო. ხომ ვთქვი, გამოჩნდება-მეთქი. არა, ნამდვილი სპეცია. ვფიქრობ, იცის, რომ ტრუხა ჩანაწერი შევტენე და ნამდვილს მომთხოვს.
– მერე? – იკითხა ხარაძემ.
– რა მერე?
– რას იზამ?
– ჩავწერ, რა უნდა ვქნა.
– ხომ არ გავაქროთ და ეს საქმე სხვას დავავალოთ?
– ვინ სხვას, შენ კრეტინებს ხომ არა? გყავს სხვა კანდიდატი? მასეთ შემსრულებელს ვერსად იპოვი.
– შენი საქმე შენ იცი, მაგრამ ძალიან სკოლზკი ტიპი ჩანს ეგ პავლიკა და რაიმე შარში არ გაგვხვიოს.
– რისკი ყველა საქმეს ახლავს, მაგრამ არ მგონია. მაგას ფული და თავისუფლება უნდა და ამიტომაც დაგვთანხმდა ამაზე. მოშორება კი ნამდვილად აღარ გამოგვივა, რადგან უკვე ნამდვილ ჩანაწერს ჩაიგდებს ხელში და გარანტია ექნება, –  თქვა ჯოჯუამ.
***
საქმე ის იყო, რომ ფლეშკაზე მართალია, ნოდარ ჯოჯუა იყო აღბეჭდილი და შეკვეთის ტექსტიც მკაფიოდ ისმოდა, მაგრამ ჩანაწერი „ლიპა“ იყო და დამონტაჟებული. ამიტომ, ექსპერტიზა უტყუარად დაადასტურებდა ამ სიყალბეს და ეს ჩანაწერი მკვლელობის შეკვეთის დამამტკიცებელ მასალად არანაირად არ გამოდგებოდა. ჯიშკარიანმა თავიდანვე იეჭვა ეს ტყუილი და ფლეშკა სპეციალისტს შეამოწმებინა, რომელმაც მას ეს ეჭვი დაუდასტურა. ამიტომ, როდესაც ჯიშკარიანი მესამედ შეხვდა ჯოჯუას, ფლეშკა წინ დაუდო და უთხრა:
– აი, ბატონო ნოდარ, უკან გიბრუნებთ. ასე საქმეები არ კეთდება და უკვე მყარად დავრწმუნდი, რომ ჩემი მოკვლა გაქვთ გადაწყვეტილი, როგორც კი საქმეს გავაკეთებ, მომიშორებთ. ამიტომ მე უარს ვამბობ შესრულებაზე. ფულსაც უკან მოგიტანთ. მე კი ციხეში დამაბრუნეთ.
– კარგი, კარგი, ბატონო პავლე. გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და ახლავე გამოვასწორებ ყველაფერს. თქვენ წინ გავაკეთებ ჩანაწერს, – თქვა ჯოჯუამ.
– მეორე პირობაც დაარღვიეთ. ტანსაცმელში ჟუკები ჩამიმონტაჟეთ და კუდზე დამაჯექით, – თქვა ჯიშკარიანმა.
– დიახ. მართალს ბრძანებთ და ბოდიშს გიხდით, – თავი გააქნია ჯოჯუამ და ირონიული ღიმილით დაამატა, – აღფრთოვანებული ვარ თქვენი პროფესიონალიზმით. როგორ ღლაპებივით გააცურეთ ეს ხალხი.
– მადლობელი ვარ კომპლიმენტისთვის, ბატონო ნოდარ, მაგრამ ესაა ჩემი პროფესია და ის ხალხი კი არა  და, ბევრზე ბევრად უფრო სერიოზული პროფესიონალები დამიმარცხებია. ოთხი საბრძოლო ორდენი ტყუილად კი არ მოუნიჭებიათ ჩემთვის, – უთხრა ჯოჯუას ჯიშკარიანმა და დაამატა, – დრო არ ითმენს. მოდი, ჩანაწერი გავაკეთოთ და შევთანხმდეთ, რომ პირობას აღარ დავარღვევთ...
***
პრემიერ-მინისტრის მკვლელობის შეკვეთა ნოდარ ჯოჯუას კლანის კოლექტიური სურვილი იყო, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე მართავდა. მართალია, კლანის მხოლოდ ორმა წევრმა იცოდა ამ შეკვეთის შესახებ, მაგრამ დანარჩენები მას იდეურად ეთანხმებოდნენ და დიდი სიხარულით შეხვდებოდნენ მთავარი მოწინააღმდეგის გზიდან ჩამოშორებას. საქმე კი ის იყო, რომ ვარლამ გეგეშიძე პატიოსანი, უშიშარი ადამიანი იყო და კორუფციას დაუნდობელ ბრძოლას უცხადებდა, რაც ჯოჯუას კორუმპირებულ კლანს ხელს უშლიდა. მართალია,  ხელისუფლებაში მოსვლამდე, ჯოჯუა და გეგეშიძე ერთ გუნდში თამაშობდნენ, მაგრამ მომავალ პრემიერ–მინისტრს იმთავითვე არ მოსწონდა მომავალი პარლამენტის თავმჯდომარე. გეგეშიძე ოპოზიციის ლიდერს, ანუ მომავალ პრეზიდენტს, თავიდანვე აფრთხილებდა, რომ ჯოჯუას გაქაჩვა, მისთვის მაღალი პოსტის მიცემა არ შეიძლებოდა და რომ ეს მათი გუნდისა და ქვეყნის იტერესებს დააზიანებდა. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა ორივე დააწინაურა და უმაღლეს თანამდებობებზე დანიშნა, რადგან ერთი მხრივ, ჭკვიანი პროფესიონალის სჭირდებოდა მთავრობაში გეგეშიძის სახით. მეორე მხრივ კი, მორჩილი ადამიანები საკანონმდებლო ორგანოში – ჯოჯუას მეთაურობით. გარდა ამისა, პრეზიდენტი „გათიშე და იბატონეს“ პრინციპით მოქმედებდა და კარგად უწყოდა, რომ ერთმანეთთან უკიდურესად დაპირისპირებული ჯოჯუა და გეგეშიძე მის წინააღმდეგ არასდროს შეიკვრებოდნენ და მის ძალაუფლებას ხიფათს ვერ შეუქმნიდნენ. ასეთ ცუდ ვითარებაში უარესი ის იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარე და უშიშროების მინისტრი უახლოესი ძმაკაცები იყვნენ, ერთმანეთს „კრიშავდნენ“ და კორუფციას ერთად მფარველობდნენ. ეს კარგად იცოდა გეგეშიძემ და ყოველნაირად ცდილობდა, რომ ეს ორი ადამიანი, რაც შეიძლება, მალე ჩამოეშორებინა ხელისუფლებიდან. ამ საქმეში მას შინაგან საქმეთა მინისტრი ეხმარებოდა და მათზე კომპრომატს ერთად აგროვებდნენ. ამგვარად, საქმე დასწრებაზე იყო და რადგან ჯოჯუასა და უშიშროების მინისტრს პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრზე არანაირი კომპრომატი არ გააჩნდათ და ვერც მოიპოვებდნენ, ვარლამ გეგეშიძის ფიზიკური მოსპობა განიზრახეს და ეს საქმე საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის ყოფილ პოლკოვნიკს, პავლე ჯიშკარიანს დაავალეს.
***
ნოდარ ჯოჯუასთან მესამე შეხვედრის შემდეგ პავლე ჯიშკარიანი რამდენიმე დღე არ გამოჩენილა და არც პირობითი პაროლით შეუხსენებია თავი პარლამენტის თავმჯდომარისთვის. პირობითი პაროლი კი ის იყო, რომ ჯოჯუას ერთ-ერთ ნომერზე ჯიშკარიანს შეტყობინება უნდა გაეგზავნა დაშიფრული ტექსტით, რომელშიც ტელეფონის ნომერი იქნებოდა ჩაწერილი. შემდეგ ჯოჯუას ამ ნომერზე უნდა დაერეკა და ჯიშკარიანი თავის სათქმელს ეტყოდა. ასეთი შეტყობინება მხოლოდ მეთერთმეტე დღეს მოვიდა. ჯოჯუამ დარეკა და ჯიშკარიანმა მას უთხრა:
– უნდა შევხვდეთ.
– სასწრაფოა რამე და ახლავე? – იკითხა ჯოჯუამ.
– ახლავე არა.
– მაშინ, ჩვეულ დროსა და ჩვეულ ადგილზე – დღეს.
– კარგი, – თქვა ჯიშკარიანმა და ტელეფონი გათიშა.
ზუსტად შუაღამეზე ჯოჯუა იმ კონსპირაციულ ბინაში იმყოფებოდა, სადაც ის ორჯერ შეხვდა ჯიშკარიანს. ამჯერად მას ხარაძეც თან ჰყავდა, თუმცა უშიშროების მინისტრი გვერდით ოთახში იმყოფებოდა, რომ საუბარი მოესმინა. ჯიშკარიანი ბინაში დათქუმლ დროს მივიდა. ჯოჯუას მიესალმა და უთხრა:
– ბატონო ნოდარ, ლიკვიდაციის ორი გეგმა მაქვს შემუშავებული. ორივეს განხორციელებაა შესაძლებელი. მე ორივეს გაგაცნობთ და თქვენ აირჩიეთ.
– გისმენთ. ბრძანეთ, – თქვა ჯოჯუამ. მეორე ოთახში მყოფმა ხარაძემ კი ყურები ცქვიტა და კარს მიეკრა.
– პირველი ვარიანტია სნაიპერი. იმ თვის ორ რიცხვში ფილარმონიის წინ ოთარ გელბახიანს ვარსკვლავს უხსნიან და ამ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი აუცილებლად დაესწრება. გეგეშიძე გელბახიანის მოწაფე იყო და ერთმანეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. ჩემი კაცი ახლომდებარე სახლის ბინიდან ესვრის, რა თქმა უნდა, სასიკვდილოდ.
– მეორე ვარიანტი? – იკითხა ჯოჯუამ.
– მეორე ვარიანტი ძალიან სისხლიანია და მართალია, ჩვენთვის უსაფრთხო, მაგრამ ვფიქრობ, სნაიპერს აირჩევთ, – თქვა ჯიშკარიანმა.
– თქვენ მითხარით და არჩევანი ჩემზე იქნება, – მიუგო ჯოჯუამ.
– ოთხი დღის შემდეგ თბილისიდან ერევანში ქართველ სტუდენტთა ჯგუფი მიფრინავს საერთაშორისო ტექნიკურ-კულტურულ ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად. გეგეშიძეც მათთან ერთად იქნება, თავისი სომეხი კოლეგის პირადი მიწვევით, რომელიც ამ ღონისძიებას კურირებს. რეისი სამოქალაქოა და ჩვეულებრივი მგზავრებიც იქნებიან. მე მყავს ადამიანი, რომელსაც პლასტიკურბომბიან, საათის მექანიზმიან სამოსს ჩავაცმევ და თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდება, გეგეშიძე კი ჭირს მოგჭამთ, მაგრამ 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპება.
დასასრული შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3