კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 როგორი თანამშრომელი ხართ

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

  გეომეტრია საინტერესო რამაა. იმის მიხედვით, თუ რომელი ფიგურა გიზიდავთ, თქვენს ტიპაჟზე, ხასიათის ძლიერ და სუსტ მხარეებზე საინტერესო ინფორმაციის მოპოვება შეიძლება. აირჩიეთ ერთი კონკრეტული კაცუნა, რომელიც თქვენი აზრით, ყველაზე მეტად შეესიტყვება თქვენს პერსონას.
                სანამ არჩევანს არ გააკეთებთ, პასუხებში არ ჩაიჭყიტოთ!  პასუხები:
 1. მენეჯერული ნიჭი გაქვთ. შეგიძლიათ ადამიანები თქვენს აზრზე გადმოიყვანოთ, რადგან მათი დარწმუნების უნარი გაქვთ.   ადვილად ახერხებთ ადაპტაციას. შეგიძლიათ, ადამიანებს ისე დაუახლოვდეთ, ისე მოიპოვოთ მათი კეთილგანწყობა, რომ გარკვეული დისტანციაც შეინარჩუნოთ.  სამსახურში უფრო მეტად  ორიენტირებული ხართ სტატუსზე, ნაკლებად – ფინანსურ მხარეზე. თუმცა, ანაზღაურებასაც აქცევთ ყურადღებას.
 2. ბევრი ის თვისება გაქვთ, რაც მმართველ ტიპაჟს შეესაბამება, გარდა ერთისა – საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებისას  მერყეობთ.  ეს ხელმძღვანელ თანამდებობაზე არ გამოგადგებათ. უფრო მეტად პროფესიონალიზმზე, საქმის კეთების უნარზე ხართ ორიენტირებული. გაქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა. მომთხოვნი ხართ როგორც საკუთარი თავის, ასევე, სხვების მიმართ.  ისწავლეთ ემოციების კონტროლი და  ყველაფერს გულთან ნუ მიიტანთ.  
3. ერთი პროფესიის ჩარჩოებში ვერ ისვენებთ, შეგიძლიათ მოულოდნელად და სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით შეიცვალოთ კარიერული გზა ან გაიჩინოთ ჰობი, რომელიც  მეორე პროფესიად გექცევათ. ვერ იტანთ უწესრიგობასა და სიბინძურეს. ამის გამო მუდმივი კონფლიქტი გაქვთ სხვა ადამიანებთან. თქვენთვის  ტკივილის მოყენება ადვილია.
4. ყველაფერთან დაკავშირებით გაქვთ საკუთარი თეორიები და მიდრეკილი ხართ, ისინი საქმეში განავითაროთ.  მუდმივად ინარჩუნებთ სულიერ წონასწორობას და ყველაფერს რაციონალურად უდგებით.
 5. ძალიან მგრძნობიარე ხართ და ნერვული სტრესისკენ  მიდრეკილი. გჩვევიათ ერთი მოქმედებიდან მეორეზე გადართვა. ხშირად ხართ უმცირესობების უფლებების დამცველის როლში.   გაქვთ მდიდარი წარმოსახვა და ძალიან ძლიერი თვითკონტროლი.  ვერ იტანთ შეზღუდვებს, ჩარჩოებში მოქცევას.  გაქვთ საკუთარი ღირებულებები და არასოდეს გააკეთებთ ისეთ რამეს, რაც მიგაჩნიათ, რომ სწორი არ არის.
6. თქვენ ხართ მდიდარი ფანტაზიის მქონე ადამიანი, ფართო და მასშტაბური ხედვით. უფრო მეტად – ინტროვერტი, ვიდრე ექსტრავერტი, ამასთან, ფრიად ემოციურიც.   
7.  დიდი თანაგრძნობის უნარით გამოირჩევით. ყოველთვის შეგიძლიათ, თავი სხვა ადამიანის ადგილზე წარმოიდგინოთ და გაუგოთ მას. მთელ პოტენციალს სხვებზე დარდში, სხვების გაფუჭებულის გასწორებაში ხარჯავთ და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის დრო არ გრჩებათ. საკუთარ თავზე ზრუნვაც უნდა ისწავლოთ.
8.   საერთოდ არ შეგიძლიათ ადამიანის მდგომარეობაში შესვლა და მიგაჩნიათ,  რომ სხვისი პრობლემები თქვენ არ გეხებათ. ხანდახან შესაძლოა, გულქვაობა და სისასტიკეც კი გამოავლინოთ, ოღონდ ამისთვის საჭირო სიტუაციაში უნდა აღმოჩნდეთ და თანაც საკუთარი პრობლემებით უნდა იყოთ მოცული.

скачать dle 11.3