№11 კითხვა-პასუხი
ნინო კანდელაკი ანი რევია
კითხვა: თმას ყოველთვის სახლის პირობებში ვიღებავ და ხარისხსი არ გამფუჭებია. გადავწყვიტე, ომბრეს გაკეთება, შევიძინე საღებავები, შევიღებე და ფერი არ მომეწონა. იმავე დღეს, ისევ შევიძინე სხვა საღებავი და გადავიღებე. თუმცა შევამჩნიე, რომ თითქოს თმის სტრუქტურა გაფუჭდა. ეს ხშირად ღებვის ბრალია თუ უხარისხო საღებავის?
პასუხი: საკუთარ თმაზე ექსპერიმენტების ჩატარებას კარგი შეეგები არ მოაქვს. მაგალითად, როცა ცდილობთ, ომბრე სახლის პირობებში გაიკეთოთ, არასასურველი ფერის მიღებისას კი მეორე კოლოფ საღებავს ყიდულობთ და ისევ იღებავთ, ასე თმა იწვება, ფუჭდება ხარისხი და იწყებს ცვენას. ვიზუალურადაც გაცილებით უარესად გამოიყურება. სჯობს, ეს საქმე სპეციალისტს მიანდოთ და სასურველი თმის ფერი სალონში შეარჩიოთ.
კითხვა: ფეხის ქუსლისა და ტერფის კანი გამიუხეშდა, გამირქოვანდა და კოჟრებიც გამიჩნდა. თუ არის მარტივი, ხალხური საშუალება, რომ ფეხის კანის სტრუქტურა სახლის პირობებში გამოვასწორო?
პასუხი: საპნით დაბანილი და გამშრალებული ფეხისგულები კარგად დაიმუშავეთ აბუსალათინის ზეთით. რეგულარული პროცედურებით ხანმოკლე დროში თქვენი კანი გლუვი და ნაზი გახდება.
კითხვა: თვალის გარშემო გამიჩნდა წვრილი ნაოჭები. ამ ბოლო დროს კი შევამჩნიე, რომ სახის კანიც გამომშრალი მაქვს. ძალიან განვიცდი და რას მირჩევთ?
პასუხი: ნატურალური ინგრედიენტებისგან შეგიძლიათ, დაამზადოთ სახის კანის მოვლის საშუალება, რომელიც თავისი ეფექტურობით ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ პროდუქციასაც კი აღემატება. თუ ამ ნიღაბს კვირაში ერთხელ გაიკეთებთ, საიმედოდ დაიცავთ თავს ნაადრევი სიბერისგან – გაისწორებთ პატარა ზომის ნაოჭებს, სათანადოდ დაიტენიანებთ და გამოკვებავთ კანს. ნიღბის მთავარი კომპონენტი ბრინჯია, რომელიც უძლიერესი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა. ის აგლუვებს კანს, რაც სილამაზისა და ახალგაზრდობის ხანგრძლივი დროით შენარჩუნებაში გვეხმარება. დაბალ ცეცხლზე მოხარშეთ 3 სუფრის კოვზი ბრინჯი. გადაწურეთ, გადაავლეთ ცივი წყალი და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი რძე და 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი. კარგად აურიეთ და წაისვით სახეზე და თვალის გარშემო. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი. ხანმოკლე დროში შენიშნავთ, თუ როგორ მცირდება ნაოჭები ზომაში. მოცემული საშუალება თქვენს კანს კარგად დაატენიანებს და გამოკვებავს.