კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 უ ნ ა მ უ ს ო

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

                     პირველი მოთხრობა ციკლიდან „ოჯახური ისტორიები“

გაგრძედება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #9-10(1001)

                                            ნუციკო და მაგული
  ნუციკოს ვარინკაზე უფრო მეტად არ გაუმართლა პირად ცხოვრებაში. უფროსი დისგან განსხვავებით, მას უმაღლესი განათლებაც მიაღებინეს და უკეთესად ჩაცმულ-დახურულიც დაჰყავდათ, მაგრამ ნუციკო არ იყო ლამაზი გოგო და, მდიდარი ოჯახის მიუხედავად, ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა თაყვანისმცემელთა სიმრავლეს. თვითონ კი შეუყვარდა რამდენჯერმე, მაგრამ ყოველთვის უპასუხოდ დარჩა მისი გრძნობა. ამიტომ, ამ იმედგაცრუების შემდეგ, თუკი ვინმე მოეწონებოდა, ყველას უმალავდა; ყველას კი არა, საკუთარ თავსაც კი არ უმხელდა, რომ მერე ისევ გაწბილებული არ დარჩენილიყო. ასე გადიოდა წლები. ცალად დარჩენილი ნუცა გულს იმით იოხებდა, რომ დაქალების სული და გული იყო, მათი სასიყვარულო ამბების მესაიდუმლე და მომგვარებელი. ისე გაითავისა მაჭანკლობა, რომ მალე მოთხოვნილებად ექცა ეს საქმე, ოღონდ, მარტო თავის მეგობარ გოგოებს უგვარებდა ცალმხრივი სიყვარულით გამოწვეულ პრობლემებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, მაღალ დონეზე გამოსდიოდა. მერე კი მხოლოდ სხვისი ბედნიერებით იყო ბედნიერი, რადგან საკუთარი არ გააჩნდა. არადა, ძალიან უნდოდა, მოსწონებოდა ვინმეს, სიყვარული აეხსნა, ხელი ეთხოვა... არა, ვიღაც-ვიღაცებს კი მოსწონებიათ და ერთი-ორს ხელიც კი უთხოვია, მაგრამ ნუციკო ძალიან ღარიბებს და ძალიან უბრალოებს არ ცნობდა – ასეთები ქონებაზე მონადირეებად მიაჩნდა და უმრავლეს შემთხვევაში არც ცდებოდა. ამიტომ, ერთ დღესაც, ხელი ჩაიქნია საკუთარი მომავლის მოწყობა-აწყობაზე და, როგორც იტყვიან, თავით გადაეშვა მეგობრების პირად ცხოვრებაში.
ერთი უახლოესი დაქალი ჰყავდა, მაგული ერქვა, რომელიც ერთხელ გამოუტყდა, ჩემი უბნელი ბიჭი შემიყვარდა სიგიჟემდე, მაგრამ პირადად გაცნობა ვერ მოვახერხე და რამე მიშველეო.
– ვინ არის, რას წარმოადგენს? – მაშინვე „საქმეს შეუდგა“ ნუციკო.
– განსაკუთრებულს არაფერს. ერთი სპორტსმენი ბიჭია ღარიბი ოჯახიდან. მგონი, ფიზკულტურის ინსტიტუტში სწავლობს, დაუსწრებელზე. მოკლედ, ვერაფრით დაიკვეხნის, გარდა გარეგნობისა. საკმაოდ სიმპათიურია, ოღონდ, გამოგიტყდები და, დიდი დახვეწილობით არ გამოირჩევა. მაგრამ, რა ვქნა, გულს ვერ უბრძანებ. თავი დავკარგე, ისე შემიყვარდა, მასთან ყველაფერზე თანახმა ვარ. რომ მითხრას, ჯანდაბაშიც გავყვები, მაგრამ როგორ შევაყვარო თავი?
არავინ იცის, როგორ, მაგრამ ნუციკომ მაგული და ის ბიჭი ერთმანეთს გააცნო. ძალიან მალე ისინი უკვე ერთმანეთს ხვდებოდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ ერთმანეთის ოჯახებიც გაიცნეს, მერე კი მშობლებიც გააცნეს ერთმანეთს. ბიჭის მშობლებს მაგულიც მოეწონათ და მისი დედ-მამაც, განსაკუთრებით კი ის ფაქტი, რომ საკმაოდ მოზრდილი ბინა ჰქონდათ, რომელიც საბოლოოდ მხოლოდ ერთ დასთან უნდა გაეყო მათ სარძლოს. შვილსაც გაუზიარეს თავიანთი მოსაზრება.
– ძალიან უყვარხარ მაგულის. მართალია, თავზე არ გადასდით, მაგრამ არც ღატაკები არიან. მოკლედ, ეგ გოგო ხელიდან გასაშვები არ არის. გარეგნობითაც არ დაიწუნება და, ეტყობა, ხასიათიც კარგი აქვს. ერთი სიტყვით, ჭკუით მოიქეცი, არ დაკარგო, თორემ, სხვა ეგეთი ვარიანტი აღარ გამოგიჩნდება, – დაარიგა დედამ.
– ნეტავი ის გამაგებინა, შენში რა მოეწონა ამ გოგოს – წიგნიერება, სიტყვა-პასუხი თუ დახვეწილობა? – ირონიულად ჩაეცინა მამას, წამოდგა, შვილს უკმაყოფილოდ გახედა და ოთახიდან გავიდა.
ბიჭს გულში ჩარჩა მამის სიტყვებიც, ტონიც, მზერაც და სამივე კარგად დაიმახსოვრა.
მაგულის მშობლებსაც არ დაუმალავთ შვილისთვის თავიანთი აზრი:
– თითქოს ცუდი ბიჭი არ ჩანს, მაგრამ, რა ვქნა და, ვერ შევატყვე, რომ უყვარხარ, – თქვა დედამ.
– რაზე უნდა შეგეტყო, უნდა ეცეკვა, ემღერა თუ ლექსები წაეკითხა? – ეწყინა მაგულის.
– შეყვარებული ბიჭის თვალები არ ჰქონდა. თანაც, ძალიან საქმიანი მზერით ათვალიერებდა ჩვენს ბინას, – არ დაუმალა დედამ, – მე შენს პირად საქმეში ვერ ჩავერევი, რომ მერე მე არ დამაბრალო რამე, მაგრამ დედური და ქალური ინტუიციით ვგრძნობ, რომ სანდო მამაკაცი არ უნდა იყოს.
– დედა! – ცრემლი მოერია მაგულის.
– დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები. მე მეტს არაფერს გეტყვი.
– მამა, უთხარი რამე! – ტირილით მიუბრუნდა მაგული მამას.
კაცმა უხერხულად მოისრისა ნიკაპი, ხელის ნერვიული მოძრაობით ამოიღო ჯიბიდან სიგარეტი, მოუკიდა და მხოლოდ ამის შემდეგ ამოღერღა:
– აბა, რა გითხრათ...
– სულ არაფერს იტყვი? – ჩააცივდა ცოლი, – როგორც მივხვდი, დიდად აღფრთოვანებული არ უნდა იყო. ამიტომ, მამა ხარ და ვალდებული ხარ, თუ არ ჩაერევი შენი შვილის ბედში, შენი პოზიცია მაინც დააფიქსირო!
– კარგი, ბატონო, რადგან ასე მოითხოვთ, გეტყვით, რომ არც ბიჭით ვარ აღფრთოვანებული და არც ოჯახით. ძალიან გაჭირვებულები რომ არიან, მათ სახლში შესვლისთანავე მივხვდი, თუმცა სიღარიბე არ არის ჩემთვის სასიძოს დაწუნების მიზეზი.
შენს შეყვარებულში, ჩემო საყვარელო შვილო, უპირველეს ყოვლისა, ის არ მომეწონა, რომ აბსოლუტური უწიგნურის შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ჩვეულებრივი გაუნათლებელი სპორტსმენია, საეჭვო სპორტული გამარჯვებების ხარჯზე რომ ამთავრებინებენ ხოლმე ჯერ სკოლას და მერე უმაღლეს სასწავლებელს. დაუსწრებელზე სწავლობსო, მითხარი. რამდენი წლის არის?
– ოცდახუთის.
– რომელ კურსზეა?
– მესამეზე.
– ანუ შვიდი თუ რვა წელი მოანდომა ფიზკულტურის ინსტიტუტში, თანაც დაუსწრებელზე, მესამე კურსზე გადასვლას... ლოგიკური აზროვნების უნარი გაქვს, შვილო?
– მერე, რა შუაშია ან სიღარიბე, ან ცუდი სწავლა სიყვარულთან? თქვენ რა, ორივე ოქროს მედალოსანი იყავით და მდიდარ ოჯახებში გაიზარდეთ? – აზლუქუნდა მაგული, – რით ვერ გაიგეთ, რომ მიყვარს და მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ? მაგიტომ უნდა დაიწუნოთ?
– მაგიტომ არა. ძალიან დაბალი ინტელექტი და ძალიან ხარბი თვალები აქვს. ეს ორი რამ ერთად კი ძალზე საშიში რამაა. შენ როგორც გინდა, ისე მოიქეცი, მაგრამ მე მართლა გამიხარდება, რაიმე მიზეზის გამო ამ ეტაპზე თუ დასრულდება თქვენი ურთიერთობა. ჩემი აზრი ასეთია, დანარჩენი შენ იცი. უბრალოდ, მინდა, რომ ძალიან ბედნიერი იყო და უფლება არ მქონდა, ჩემი აზრი არ მეთქვა შენთვის, – მამამ თავზე აკოცა აქვითინებულ მაგულის და აივანზე გავიდა მეორე სიგარეტის მოსაწევად.
   ამ უსიამოვნო დიალოგის მერე მაგულიმ მშობლების ჯინაზე მოუხშირა პაემნებზე სიარულს. ოჯახების ურთიერთგაცნობიდან ორი თუ სმი თვის შემდეგ კი მაგულის ნიშნობა ჰქონდა. სადედამთილომ ძალიან წვრილი ოქროს ბეჭედი მიართვა, საქმრომ – პატარა თაიგული. სამამამთილოს კი ორი ბოთლი შამპანური ეჭირა ხელში. ნიშნობამ საკმაოდ დუნედ და მოწყენილად ჩაიარა, მაგრამ მაგული მაინც ისეთი ბედნიერი იყო, ლამის დაფრინავდა სიხარულისგან. მის მეგობრებსაც ძალიან უხაროდათ დაქალის გაბედნიერება. მაშინ კაფე-ბარები არ იყო, რესტორანში კი ახალგაზრდა ქალების შესვლა ცუდ ტონად ითვლებოდა, ამიტომ, ამ ბედნიერების აღნიშვნის მიზნით, ნუცამ სახლში გააწყო პურმარილი და მომავალი ნეფე-პატარძალი დაპატიჟა, ცხადია, არც თავიანთი საერთო დაქალები დავიწყებია.
  ნუცასთან გამართული ნადიმი მხიარული და ხალისიანი გამოვიდა. გოგოებმა უზომოდ ბევრი იცეკვეს და იმღერეს, სასიძოც ყველამ სათითაოდ აცეკვა, მაგრამ მაინც ყველამ, მაგულის გარდა, შეატყო, რომ ბიჭის ცეკვაც და მხიარულებაც ნაძალადევს ჰგავდა, თუმცა მიზეზს ვერავინ მიხვდა.
  საკმაოდ გვიან დაიშალნენ. ყველა კმაყოფილი იყო, განსაკუთრებით კი მაგული. უხაროდა, რომ უახლოესმა მეგობრებმა ასე გაიზიარეს მისი ბედნიერება.
  საქმროს თავის სადარბაზოსთან მხურვალე კოცნით დაემშვიდობა და მეორე საღამოსთვის დათქვეს შეხვედრა, მაგრამ ბიჭი არც მეორე დღეს და არც მეორე კვირას აღარ გამოჩენილა. შეშინებული მაგული პირველად ნუცასთან მივიდა და შესჩივლა – ირაკლი აღარ მეხმიანება, ვერც სამსახურში მივაგენი, ვერც ინსტიტუტში და ვერც სახლშიო. ნუციკომ საკმაოდ ცივად დაამშვიდა – ნუ ნერვიულობ, ალბათ, რამე პრობლემები შეექმნა, მოაგვარებს და გამოჩნდებაო. მაგულის კი ეშინოდა, რამე უბედურება ხომ არ შეემთხვა და მისი მშობლები ხომ არ მიმალავენო – სხვა მიზეზი ვერ წარმოედგინა, მაგრამ სადედამთილო ისეთი სახით ეუბნებოდა შეშინებულ მაგულის, არ ვიცი, სად არისო, თითქოს ეუბნებოდა, რა შენი საქმეა, შენთან მაინც არ დაბრუნდებაო.
ასეთ ძებნასა და ნერვიულობაში გავიდა მთელი თვე. თავიდან მაგული უმალავდა მშობლებს თავისი საქმროს გაქრობის ამბავს, რადგან რცხვენოდა და გულში იმის შიშიც გაუჩნდა, მამას წინასწარმეტყველება ხომ არ ამიხდაო.
  ამ ერთი თვის განმავლობაში გოგოებიც იშვიათად ეხმიანებოდნენ. თავიდან ფიქრობდა, ალბათ, ვეცოდები და არ იციან, როგორ მანუგეშონო, მაგრამ ერთ დღეს უცებ ეჭვი შეეპარა – ნამდვილად რაღაც იციან და არ მეუბნებიანო. ამ ეჭვმა ააფორიაქა. სამივე დაქალს სახლში დაურეკა – ხვალ საღამოს 7 საათზე ჩემთან მოდითო, მაგრამ არცერთი არ მივიდა. ახლა კი დარწმუნდა მაგული, რომ ირაკლის რაღაც საშინელება შეემთხვა და იძულებული გახდა, ყველაფერი თავისი მშობლებისთვის მოეყოლა. მისდა გასაკვირად, არცერთს არ შეუცხადებია ეს ამბავი, უფრო მეტიც – არ გაჰკვირვებია.
– რამე მოხდა და მე არ ვიცი? – დაიძაბა მაგული.
– ჰო, – მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ უპასუხა დედამ.
– ირაკლი მოკვდა? – იკივლა გოგომ.
– არა, ცოცხალია და საკმაოდ ბედნიერადაც გრძნობს თავს, – ცოლს შეეშველა პასუხის გაცემაში მაგულის მამა.
– ეს რას ნიშნავს? – ვერ მიხვდა შვილი.
– ეს იმას ნიშნავს, რომ მიგატოვა და ახლა სხვასთან დადის, – ვეღარ მოითმინა დედამ.
– როდის გაიგეთ და ვისგან? – ხმა ჩაუქრა მაგულის.
– სამი დღის წინ ვიღაც თავისი ნათესავი ქალი მოგვიგზავნა და ნიშნობის ბეჭედი მოგვთხოვა უკან.
– მერე?
– დავუბრუნეთ. სწორედ იმ დღეს დაგრჩენია შენს ოთახში.
– მე რატომ დამიმალეთ?
– არ ვიცოდით, როგორ გვეთქვა.
– ახლა ვის ხვდება?
– ჯობია, არ იცოდე.
– რატომ, ჩემი მეგობრებიდან არის რომელიმე?
დედამ უხმოდ დაუქნია თავი და თვალები მოარიდა.
– მივხვდი... – ამოიჩურჩულა მაგულიმ, – ნუციკო...
დედამ ისევ თავი დაუქნია.
– მივხვდი, რაც მოხდა! შენ მართალი აღმოჩნდი, მამა. ნუცას სახლში გამართული წვეულების მეორე დღიდან აღარ შემხმიანებია ირაკლი, სულ მემალებოდა. დედამისმაც იცოდა და მიმალავდა, ეტყობა, ახალი სარძლო უფრო აწყობდა – ის ხომ ძალიან მდიდარია. მისმა ქონებამ დაუბრმავა თვალი! ნეტავი იმ დღეს იქ არ მივსულიყავით! – ამოიკვნესა მაგულიმ, სახეზე ხელები აიფარა და ზლუქუნი ამოუშვა.
– პირიქით, შვილო, კიდევ კარგი, წახვედით და მოსახდენი დროულად მოხდა, თორემ, მერე უარესი იქნებოდა, – თქვა მამამ, მაგრამ უცებ შიშმა შეიპყრო და გაიფიქრა: „ვაითუ?!“ მერე ცოლს თვალით რაღაც ანიშნა და თვითონ სამზარეულოში გავიდა სწრაფი ნაბიჯით. ცოლი მიუხვდა ქმარს და მაგულის ძალიან ფრთხილად ჰკითხა:
– დედიკო, ხომ იცი, ჩემზე ახლობელი ადამიანი არავინ გყავს. არ დამიმალო, შვილო, – მერე ხმას დაუწია და ჩურჩულით განაგრძო: – თქვენ შორის რამე ხომ არ მომხდარა?
მაგულიმ გაფართოებული თვალებით შეხედა დედას და სინანულით გააქნია თავი:
– არა, დედიკო, სამწუხაროდ, კოცნის მეტი არაფერი ყოფილა, რასაც ახლა ძალიან ვნანობ, მაგრამ რაღა დროს სინანულია.
– ჩემო გოგო, ალბათ ასე ჯობდა. შენ მაგაზე არ ინერვიულო, – შვებით ამოისუნთქა დედამ.
– ნეტავი როგორ სძინავს ღამით? სირცხვილის გრძნობა არ აწუხებს? – ჩაიჩურჩულა მაგულიმ.
– ასეთებს არაფრის რცხვენიათ. უფრო მდიდარ გოგოს თუ გადააწყდება სადმე, ნუცასაც გვერდზე მოისვრის. თუმცა, ნუცაზე მდიდარი საპატარძლო ქალაქში ბევრი არ იქნება. ამ გოგოს შერთვით ირაკლი თავის ოჯახსაც გამოახედებს თვალში.
– მე ირაკლიზე კი არა, ნუციკოზე ვამბობ. როგორ სძინავს, როგორ დადის, როგორ იცინის? თვითონ არ დამეხმარა ირაკლის ახლოს გაცნობასა და დაახლოებაში? დავიჯერო, თავიდანვე ეს იყო მისი მიზანი? არა მგონია, მაშინ ჩემ გარეშე დაუახლოვდებოდა და დაპატიჟებდა თავის გაძეძგილ სახლში. არა, ნუციკო არ იაქტიურებდა, ეს შეუჩნდებოდა, ზუსტად ვიცი.
– შეიძლება, მაგრამ თვითონ ნუცამ როგორ გიღალატა?
– არ ვიცი და აღარც მაინტერესებს. ჩემთვის არცერთი აღარ არსებობს.
– შენმა გოგოებმა იციან?
– ალბათ.
– მერე, რა თქვეს, ნეტავ?
– არც ეგ ვიცი, – მაგული დედას მკერდში ჩაეხუტა და მწარედ ატირდა.
... მაგული დარდისგან მთელი თვე იწვა ჯერ საავადმყოფოში, მერე კი სახლში. გახდა, გაყვითლდა, ჩამოდნა. კინაღამ შეეწირა ამ ამბავს. დედამისი იმუქრებოდა, ჩემს შვილს რამე რომ დაემართოს, არცერთს არ ვაცოცხლებო.
მაგული გადარჩა, მაგრამ აღარ გათხოვილა.
ნუცას და ირაკლის სოფიომ და ივან ივანიჩმა დიდი ქორწილი გადაუხადეს, მაგრამ ნუციკოსა და მაგულის საერთო მეგობრებიდან არცერთი არ მისულა, თუმცა ყველა იყო დაპატიჟებული. გოგოები ქორწილიდან ორიოდე თვის შემდეგ მივიდნენ სოფიოსთან და საშინლად გაულანძღეს ქალიშვილი – თავის უახლოეს დაქალს საქმრო როგორ წაართვა, ასეთი რამ როგორ იკადრაო.
– ნუცაი ბრალი არ იყო! ნუცაი ბრალი არ იყო! – მხოლოდ ამ ერთ ფრაზას იმეორებდა აწითლებული სოფიო (კახური აქცენტი სიკვდილამდე შეინარჩუნა, არ უშველა არც დედაქალაქში ცხოვრებამ, არც მდიდართა წრეში გარევამ, არც შვილის ჩიჩინმა).
– ქალბატონო სოფიო (დეიდაც კი აღარ დაუძახეს გოგოებმა), თქვენს შვილს გადაეცით, რომ ჩვენი სახელები დაივიწყოს, მისი მეგობრები ვეღარ ვიქნებით...
ნუცას არც ამის გამო მოუკლავს თავი დარდითა და ნერვიულობით. ეს ის ნუციკო აღარ იყო. ქმარმა ისე შეცვალა (ცხადია, უარესობისკენ), შინაურებიც ვეღარ ცნობდნენ, მაგრამ ვერაფერს ეუბნებოდნენ.
მეგობრების დაკარგვა ნუცას აღარც ახსოვდა, რადგან ახლა ორი უზარმაზარი პრობლემა გაუჩნდა, რომლებსაც ვერც ფულიანი მამიკო მოუგვარებდა და ვერც მომთხოვნი ხასიათი: დაქორწინებიდან ნახევარი წელიც არ იყო გასული, რომ კარგად ჩაცმულ-დახურულმა, გამძღარმა და საკუთარ მანქანაზე მომჯდარმა ირაკლიმ თბილისის ლამაზ გოგოებში დაიწყო სირბილი – ეს იყო ნუცას პირველი პრობლემა. მის ქმარს ქონება აღარ აინტერესებდა – ეს ისედაც თავზე საყრელად ჰქონდა. მას ახლა ის უნდოდა, რაც აკლდა – ლამაზი ქალები და ფულების ფრიალი რესტორნებში. შეუხედავი და მომთხოვნი ცოლი მალე მობეზრდა და ძალიანაც აღიზიანებდა, მაგრამ ვერ გაეყრებოდა – მაშინ ისევ ცარიელ-ტარიელი დარჩებოდა, რასაც ვეღარ შეეგუებოდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3