№11 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი შვილიშვილი დაიბადა 2008 წლის 4 აპრილს, ღამის 2 საათსა და 20 წუთზე. გვაინტერესებს, რომელ პროფესიას დაეუფლოს, რომ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოს?
პასუხი: თქვენი შვილიშვილისთვის სამომავლოდ მისაღები და წარმატების მომტანი პროფესიებია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფის ხელოვნება და ბიზნესი; მედიცინიდან – ფარმაცევტიკა, ენდოკრინოლოგია, ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტი; ასევე, პედაგოგიური სფერო, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპია, უალკოჰოლო სასმელების ბიზნესი, დიზაინი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი, სამოდელო სფერო, სასტუმროების ბიზნესი ან შემოქმედება, საქველმოქმედო საქმიანობა, უძრავი ქონების ბიზნესი, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა ან ბიზნესი, სამეცნიერო საქმე, საკონდიტრო ბიზნესი ან ინდუსტრია, მშენებლობის ფართო სპექტრი, საინჟინრო საქმე, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმიანობა, საიუველირო საქმე ან ბიზნესი. ამ სფეროებში მას წარმატების შანსი გაცილებით დიდი აქვს.
კითხვა: დავიბადე 1986 წლის 11 ნოემბერს. რომელ ქვეყანაში მექნება წარმატება, რა არის ჩემი კარმული მისია და რა გავაკეთო, რომ ცხოვრებაში წარმატებას მივაღწიო?
პასუხი: ეცადეთ, იმოქმედოთ აქტიურად, რათა წარმატებებს მიაღწიოთ. თქვენი კარმული მისია უკავშირდება პატრიოტიზმს, ეთნოგრაფიისა და ისტორიის ცოდნას, ტრადიციების დაცვას. უნდა დაასტაბილუროთ საოჯახო და სამეგობრო ურთიერთობები. თქვენი ძირითადი ადგილი სამშობლოა, თუმცა, უცხოეთშიც ღირს ძალების მოსინჯვა. თქვენთვის კარგია: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი მხარე, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის ქვეყნები, ჰოლანდია, პარაგვაი, შოტლანდია, თურქეთი, საფრანგეთიდან შამპანის პროვინცია, ახალი ზელანდია, ინდოეთი, იტალიიდან – ვენეციის მხარე, ნეპალი; თუ წინაღობებსა და სირთულეებს გადალახავთ, ასევე მისაღებია: არგენტინა, ბირმა, ეგვიპტე, ტიბეტი, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, ავსტრია და გვატემალა. ოღონდ კიდევ ვამბობ, რომ თქვენი კოსმიური მისია სამშობლოს უკავშირდება და უცხოეთში დროებით დაგროვილი კაპიტალი, ცოდნა და გამოცდილება სამშობლოში უნდა გამოიყენოთ.