კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 რა ემართებათ იმ ადამიანების სულებს, რომლებიც იშვიათად ეზიარებიან

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

– რჯულის კანონში წერია, რომ გარკვეული ცოდვის მოსანანიებლად ხუთი-ათი წელია საჭირო. ბუნებრივია, დღეს ამას ვერ განვახორციელებთ. ადამიანი ხუთი-ათი წელი რომ არ ეზიაროს, ის საერთოდ აღარ მოვა ეკლესიაში. როდესაც ქრისტიანი ინანიებს, ერთ მესამედს უფალი იღებს თავის თავზე, ერთ მესამედს – მოძღვარი და ერთი მესამედით ადამიანმა უნდა შექმნას სინანულის ღირსი ნაყოფი. უძველესი ლიტურგიები და ძველქრისტიან აპოლოგეტთა თხზულებები მოწმობს, რომ ღვთისმსახურებისას, ტაძარში, ქრისტეს სისხლსა და ხორცს იღებდა ყველა იქ მყოფი, ეპიტიმიით დასჯილთა გარდა, ხოლო ავადმყოფებს ღვთისმსახურნი სახლში მიართმევდნენ ხოლმე ზიარებას. ზიარებისას კი მთავარი სინანულია. თუმცა, ხშირად ეს სინანული მხოლოდ ეკლესიის კედლებში მთავრდება. როგორც კი ადამიანი ტაძრიდან გამოდის, მაშინვე ჩვეულ, ცოდვილ მდგომარეობას უბრუნდება.
  როდესაც ეკლესიაში ცოდვებს მოვინანიებთ, ჩვენი ცხოვრების წესი უნდა შევცვალოთ. არადა, პირიქით ხდება – ძალიან ბევრზე უთქვამთ: რა აზრი აქვს მის სიარულს ეკლესიაში, როდესაც ის ახალ-ახალ ცოდვებს სჩადის და ამბობს: არა უშავს, მივალ ჩემს მამაოსთან, კეთილია და მომიტევებსო... ეს არის ფარისევლური, საშინელი მდგომარეობა. სულიერი ზრდის პირველი ფორმულა არის ხშირი აღსარება და ზიარება. თუ ქრისტიანი მზად არის, მას არა მხოლოდ ყოველკვირა, კვირაში რამდენჯერმე შეუძლია ზიარების მიღება. თუმცა, როგორც იოანე ოქროპირი ბრძანებს: მთავარი ის კი არ არის, რამდენჯერ ეზიარები, არამედ, როგორ.
– ბევრმა არ იცის, რამდენად აღმატებულია ზიარების საიდუმლო.
– ზიარებას „პური ცხოვრებისა“ ჰქვია და განა შეუძლია მღვდელს, უარი უთხრას პურზე მშიერს?! ზიარება ჩვენი სულების ზეციური წამლობაა – განა შეუძლია მწყემსს, უარი უთხრას სნეულს: იმის გამო, რომ ავად ხარ, წამალს არ მოგცემო?! ვინც იშვიათად ეზიარება, მათი სული უხეშდება, ველურდება, უგრძნობელი ხდება. ზიარების გარეშე კი ეშმაკის წინააღმდეგობის დაძლევა შეუძლებელია. დემონისთვის ყველაზე საშიში, ხოლო კაცთათვის ყველაზე მაცხოვნებელი არის ზიარება. ამიტომ ცდილობს კაცობრიობის მტერი, ყოველგვარი ძალა იხმაროს, რომ ადამიანი წმიდა ბარძიმთან არ მიუშვას. ზიარების შემწეობის გარეშე ადამიანი იოლად მიიდრიკება ცოდვისკენ, ცოდვა კი სულის სიკვდილია. საეკლესიო ლოცვის თანახმად, ადამიანი ეზიარება საკურნებლად სულისა და ხორცისა, მის ცოდვებს ზიარების ცეცხლი წვავს, სხეული იკურნება მასში დაბუდებული მრავალი სენისგან.
– მამაო, რისგან შედგება წმიდა ზიარება, იგივე ევქარისტია?
– ევქარისტია ორი ნაწილისგან შედგება: პურისა და ღვინის გადაქცევა უფლის ხორცად და სისხლად და ამ წმიდა ძღვენის ზიარება. სწორედ ამიტომაც ეწოდება მას საიდუმლო, უფლის სერობა, უფლის ტრაპეზი. ამ საიდუმლოში ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეწოდება ზეციური პური და სასმელი სიცოცხლისა, უსისხლო მსხვერპლი. ეს უდიდესი საიდუმლო ქრისტემ მანამდე აღუთქვა ადამიანებს, სანამ პირველად აღასრულებდა მას საიდუმლო სერობაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვინც გულწრფელად, სათნოებით, უფლის მცნებების დაცვით ეზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ექნება საუკუნო ცხოვრება და ბოლო ჟამს აღდგება დიდების სასუფევლისთვის. ადამიანი მხოლოდ ზიარებით ხდება ზიარების ღირსი, რადგანაც, ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღების გარეშე არ ძალგვიძს‚ ვძლიოთ ჩვენსავე ვნებებს და სული განვიწმიდოთ მისგან. ამგვარად‚ ის, ვინც გამუდმებით არ ეზიარება, კარგავს ყოველივე ზეციურ და საღმრთო სიკეთეს. წმიდა მამათა ერთსულოვანი სწავლებით, კარგია, რაც უფრო ხშირად ვეზიარებით. ბევრი ამტკიცებს, რომ ხშირი ზიარება მხოლოდ მღვდლებს შეუძლიათ. წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი მათ ასე პასუხობს: „სამღვდელო წესი იმაში მდგომარეობს, რომ ის იმ საღმრთო საიდუმლოთა შეწირვისა და აღსრულების იარაღი უნდა იყოს. მაგრამ, ზიარებისას მღვდელს ერისკაცთაგან და მონაზონთაგან სხვა არაფერი განასხვავებს, გარდა იმისა, რომ მღვდელი აზიარებს, ერისკაცი კი ეზიარება. ის მღვდლები, რომლებიც არ აზიარებენ საღმრთო ზიარების შიშით და სარწმუნოებით მიახლებულ ქრისტიანებს, განისჯებიან ღმრთისგან, როგორც მკვლელები“. ზიარებაც, უფლის სისხლთან და ხორცთან თავმდაბლობით მიახლება, ადამიანს განკურნავს, როგორც სულიერად ასევე, ხორციელად. ეშმაკი დღეს ვერ მოქმედებს ადამიანის სულზე ისე აშკარად, როგორც ძველ დროში – მისი ტაქტიკა ახლა უფრო მზაკვრული და შეფარულია. თუმცა ზიარების გარეშე ეშმაკის წინააღმდეგობის დაძლევა – შეუძლებელია. დიდმარხვა სწორედ ის პერიოდია, როცა ადამიანს შეუძლია, მოვიდეს ეკლესიაში, თქვას აღსარება და ეზიაროს უფლის სისხლსა და ხორცს.
– დიდმარხვის მსახურებაც განსხვავებულია.
– დიდი მარხვის დროს, აუცილებელია ეკლესიაში სიარული, საეკლესიო წესების შესრულებაში მონაწილეობა. კვირაში ერთი დღე მაინც უნდა მივუძღვნათ პირველშეწირულის ლიტურღიაზე დასწრებას, რომელიც მთელი მარხვის განმავლობაში აღესრულება. პირველშეწირულის ლიტურღიის პირველი და მთავარი დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ ეს ღვთისმსახურება საღამოჟამს აღესრულება. უფრო სწორად, ეს არის ზიარება მწუხრის შემდეგ. დიდი მარხვის განმავლობაში, საეკლესიო ტიპიკონის თანახმად, ოთხშაბათსა და პარასკევს მოითხოვება საჭმლისგან სრული თავშეკავება მზის ჩასვლამდე. ამიტომაც დიდი მარხვის სწორედ ეს დღეებია არჩეული ზიარებისთვის, რომელიც დიდი მარხვის სულიერ ბრძოლაში უმთავრესი იარაღია, ისევე, როგორც მარხვის სწორად დაცვა.

скачать dle 11.3