კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 რა ტრაგედია მოხდა ოტია იოსელიანის ცხოვრებაში და როგორ თხრიდა ის სიმწრისგან კბილებითა და ფრჩილებით მიწას

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  „ვენახს ვწამლავდი „მაშინით“. დამიძახეს მეზობლებმა, – წვრილთვალება კაცი გკითხულობსო. რაღას ვიზამდი, გამევედი ჭიშკარში „მაშინაჩამოკიდებული“. რო დამინახა, უკან გაბრუნდა, – იზვინიტე, ია ქოლეგა იშჩუო. ვინ არის მერე შენი კოლეგა-მეთქი. ონ პისაწელო! მაშინ, მე ვიქნები-თქვა. არაო! ონ დრამატურგო! მაინც მე ვიქნები-თქვა. არაო, ონ ოჩენ ზნამენიტი დრამატურგო!.. მოკლედ, ძლივს დავაჯერე...“
***
  რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო საკითხავი, ვიდრე  ოტია იოსელიანის დიალექტურ ენაზე დაწერილი მოთხრობები და დღიურები. აქ ის იმ მწარე რეალობას მთელი გულწრფელობით აღწერს, რომელშიც თვითონ იცხოვრა. ერთი ფრაგმენტი კი ასე აქვს დასათაურებული –  „დედა გათხოვდა“.  „ამ მდუღარეგადასხმულ ჩემს ბიოგრაფიაში, – წერს ოტია იოსელიანი, – ვერცერთი ნათელი დღე ვერ გამოვძებნე. რაც არ იყო, რას გამოძებნი...“
 ერთი წლისა და სამი თვისას მამა გარდაეცვალა. ოტიაც და მისი უმცროსი ძმა, შალვაც ჯერ კიდევ აკვანში იყვნენ. ორ აკვანს შორის ქვრივად დარჩენილ დედას – ლიზა (ცუცა) ალაშვილს მეტად გაუჭირდა ობლების გაზრდა, თუმცა ოჯახში იმყოფებოდნენ მწერლის ბებია და მამიდა, რომლებმაც მომავალში დიდი გავლენა მოახდინეს მის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე.  ოტია და მისი ძმა წყალტუბოს სკოლაში ერთად შევიდნენ. მესამე კლასიდან ის მამიდამ, რომელიც რუსული ენის მასწავლებელი იყო, გვიშტიბის მეზობლად სოფელ გუბისწყალზე წაიყვანა სასწავლებლად. ბავშვები ყოველ შაბათ-კვირას სოფელში ბრუნდებოდნენ და მამისეულ საკარმიდამო ნაკვეთს უვლიდნენ. მწერლის დედა იმ დროისათვის წყალტუბოში ერთ-ერთ სანატორიუმში მუშაობდა და ცდილობდა, იქ აღებული ორიოდე კაპიკით დახმარებოდა ოჯახს. დედას ძალიან უჭირდა გაძღოლოდა ოჯახს. მალე კეთილშობილი ნათესავების რჩევითა და თავისი გაწამებული ცხოვრებით, გადაწყვიტა ვინმე მშრომელ, პატიოსან კაცზე გათხოვილიყო. მაგრამ ოტიას დედის ეს ნაბიჯი დაგვიანებული აღმოჩნდა, რადგანაც ოტია და მისი ძმა ათი-თერთმეტი წლისანი იყვნენ. მათ კარგად იცოდნენ ბებიას მოყოლილი ზღაპრებიდან დედინაცვალი და მამინაცვალი. ბავშვები იმ ასაკში იყვნენ, როდესაც მათ შემეცნებაში ერთმანეთში ირევა მართალი და ტყუილი, ბოროტება და სიკეთე, სინამდვილე და ზღაპარი. ბავშვებმა მეტად მტკივნეულად განიცადეს დედის გათხოვება, უარი თქვეს მასთან ერთად წასულიყვნენ ქუთაისში, ისევ მამისეულ სახლში ბებიასთან და მამიდასთან დარჩენა არჩიეს. მალე უმამობას უდედობაც დაემატა... როდესაც ოტიამ სკოლა დაამთავრა, ფიქრობდა, რომ სიმწიფის ატესტატზე ბებიას საპატიო ადგილას უნდა მოეწერა ხელი...
  „ბებია დამხობილა იატაკზე, თავსაფარი მოუგლეჯია და მოსთქვამს: ამდენ ხანს რა გიჭირდა, შვილოოო!.. ამდენ ხანს ცოცხალი მყავდი შვილოოო!.. ამდენ ხანს მკვდარი არ გეთქმოდა, დედააა!!! ბებიას მაშინ ოთხი შვილი აკლდა. მოთქმა და გოდება ჩვენს ოჯახში ვის უკვირდა. ყველაზე ბოლოს მამაჩემია გარდაცვლილი და მას აქეთაც ათი წელიწადია გასული. რაც მახსოვს, ბებიას თვალზე ცრემლი არ შეშრობია, მაგრამ დაჩოქილი, ხმით მოთქმა და დატირება, მაინც, რაღაც ახალი უბედურება უნდა იყოს... ამ დროს მოხუცის გლოვა იუდას აატირებს. მე კი გულს, ფილტვებს, ღვიძლს და ნაღველს ერთად ამომბრდღვნის, ამოაქვს, აწვება ქვევიდან და, რაკი ყველაფრის ერთად ამოგლეჯა და ამონთხევა მომინდა, ყელში ვერ ატევს, მგუდავს, მახრჩობს, მაშთობს... ნინა ბებია გადმოსულა (ბებიას მაზლის ცოლია) – ქორქაშვილის ქალი. ყურს აკლდა, მაგრამ, ალბათ, გრიგოლ ბაბუამ გაიგონა ბებიაჩემის გოდება და უჯღავლა: გადადი, გაიგე, რა მოხდაო!.. რა ამბავია ქრისტინა, დეიქცა ქვეყანა? – დეიქცა, ნინა! დეიმხო, ნინა! დეიღუპააა!.. რა მოხდა, ოტია?! – მე მომიბრუნდა, დიდ ოთახში რომ ვაპირებდი შეძრომას სელის სკამის უხმაუროდ გამოსატანად. მხრებში ჩავძვერი... ჩამხობილი ბებია ხელებაპყრობილი წამოიწია... – დედამისი... ბედდამწვარი და ბედდათუთქული... – ცუცას რა მოუვიდა, ქალო, არ შემშალო! – სკამიდან გადმოიწია ლეჟავას ქალი, – აჰ, ბოშო,
კაი ამბავია, ხომ? – იკითხა მეორე ნინამაც და მომაჩერდა, მისი გუმანით, მე მაინც უნდა ამეხსნა, რა მოხდა. – დედამისი... ცუცა, უბედური... ცუცა ხანდამწვარი და ბედდათუთქული... გა-თხო-ულა!.. – ამოიმოთქმა ბოლოს და ბოლოს. – აუჰ, რა გეიგონა ეს ჩემმა ყურებმა! – შემოირტყა ცალ-ცალი ხელი ლოყაში ორივე ნინამ. მე რაღაცამ მეხივით რომ თავში დამკრა, კოჭებამდე გამიარა. ერთი კი დავბურბურსალდი, მაგრამ მაშინვე, კიბისკენ არც ამიხედავს, დავკარი ფეხი, აივნიდან გადმოვხტი და ჩემკენ ხელებოშველებული ყრუ ნინა რომ არაფრად ჩავაგდე, მიხვდა, ჩვენს თავს რაღაც დიდი ღვთისწყრომა დატრიალებულაო და ატირდა... გავიქეცი. ჯერ ახლოს, ნალიის ქვეშ შევვარდი, იქ ოთხი ქვის ბარჯგის მეტი არაფერია, რომ თავი მივმალო. მერე ჭის გვიმის იქითა მხარეზე ჩავიჩოქე, მაგრამ იქვე გზაა, თუ ისევ ბებიები მიშლიან ხელს, იციან, სადაც ვარ ჩამხობილი. არადა, ასე შემოვასკდები გულს, ამდენს ვერაფრით ვერ ავიტან. წამოვვარდი ისევ, მთლად გულად გადაქცეული და ერთიანად გასასკდომად გაბერილი. გავიქეცი, გადავხტი ეზოს ბოლოში აკაციის ძირთან ალაგეს, შუკის იქით ტყემლის ძირში მოძიგული ღობე გადავთელე და ნავენახარში, სადაც მამას გაშენებული ნამყენი მწვანე და ცოლიკაური ავჭერით, მომვლელი კაცი რომ აღარ იყო, მისი დარგული თხილები კი თავიდან ბოლომდე ჩასდევდა გრიგოლ ბაბუას ვენახის საზღვარს, ამ თხილებში შევძვერი. დავემხე ნაჩრდილავ ეკალ-მაყვლიან მიწაზე, ცრემლად გახეთქილი ვასავსავებ ფეხებს და ფრჩხილით, კბილით, ცხვირით, ვთხრი მიწას და მივძვრები შიგ.“
  მწერალმა სკოლაში გაიცნო ქეთევან ფანცხავა, რომელიც მათთან მეშვიდე კლასში გადმოვიდა. მოგვიანებით კი ქეთევანი მისი მეუღლე გახდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ქეთომ და ოტიამ ქუთაისს მიაშურეს და პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარეს ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. მომავალი მწერალი იქ დიდხანს არ გაჩერებულა. პირველ კურსზევე მიატოვა ინსტიტუტი და თბილისის სამხატვრო აკადემიას მიაშურა. ამ დროისთვის მას უკვე ჰყავდა მეუღლე და უფროსი ვაჟი – ბაჩო. ერთი წელი მან მოსამზადებელ კურსებზე დაჰყო. მაგრამ მისაღებ გამოცდებზე ქართულ ლიტერატურაში ჩაიჭრა და ინსტიტუტის გარეთ დარჩა. ოტია დაბრუნდა სოფელში და გულმოსულმა სხვისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის რომ დაემტკიცებინა, ქართული სხვაზე ნაკლებად არც მან იცოდა, მოთხრობების წერა დაიწყო... მწერალთა კავშირიდან გაგზავნეს საკავშირო მწერალთა კავშირის უმაღლეს ორწლიან კურსებზე. რუსეთში ყოფნის დროს გარდაეცვალა „ქვეყნის უკეთესი ბებია“, რაც ძალიან განიცადა. 1961 წელს დაამთავრა საბჭოთა მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურული კურსები. მისი პირველი თხზულება 1954 წელს დაიბეჭდა... ოტია იოსელიანის სამწერლო ასპარეზზე გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იმდენად მაღალი შეფასება მიიღო მისმა პირველმა რომანმა, რომ ამ ნაწარმოების განხილვისას (მოსკოვში) კრიტიკოსების მხრიდან ეჭვიც კი გამოითქვა, რატომ უნდა განხილულიყო ეს რომანი ტოლსტოის დონეზე. იქიდან მოყოლებული სულ უფრო ძლიერდებოდა ოტიას შემოქმედებისადმი სიყვარული. მოთხრობას მოთხრობა მოჰყვა, ნოველას – ნოველა, რომანს  – რომანი... აღიარებას – აღიარება. სულ მალე ამ ყველაფერს დაემატა დრამატურგი და სცენარისტი ოტია იოსელიანი.


скачать dle 11.3