კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 როგორ აუწია აშშ-მა ლუკაშენკოს ფასი პუტინისთვის და რატომ აღმოჩნდა ის ქართველებზე, უკრაინელებსა და მოლდოველებზე ჭკვიანი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ შეახსენა ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომ ვალდებულებების შესრულების დროა, მან იგულისხმა ბელორუსიის მიერ წლების წინათ ხელმოწერილი შეთანხმება რფ-სთან ერთობლივი სახელმწიფოს შექმნის შესახებ, თუმცა ამჯერადაც უარი მიიღო ბელორუსელი კოლეგისგან. აქამდე რუსეთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისადმი ერთნაირი სცენარით მუშაობდა – რუსული პასპორტების დარიგებითა და ეგრეთ წოდებული, სტალინური ავტონომიების აფეთქებით. სწორედ ამ სცენარით აკონტოლებს ის პოლიტიკურ პროცესებს სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოში, მოლდოვასა და უკრაინაში. იმის გათვალისწინებით, რომ ბელორუსია უნიტარული სახელმწიფოა და არანაირი ავტონომიები არ გააჩნია, სავარაუდოდ, კრემლს სხვა სცენარით მოუწევს მოქმედება. თუ როგორ გამოიჩენს მოსკოვი თავს მინსკთან და რა „ზაგატოვკები“ აქვს პუტინს ლუკაშენკოსთვის, ამას ვაჟა ბერიძესთან ერთად განვიხილავთ.
– ასე მნიშვნელოვანია რუსეთისთვის ბელორუსიის შეერთება, თუ რატომ იხსენებს პერიოდულად იმ ავადსახსენებელ შეთანხმებას?
– ეს საკითხი უნდა განვიხილოთ რუსეთის დღევანდელი სახელმწიფოს გეოპოლიტიკური მისწრაფებების კონტექსტში. ისინი აღმოჩნდნენ იმ მოცემულობასთან, რომ რუსეთის იმპერია, რომელიც ბოლო 70 წლის განმავლობაში არსებობდა, როგორც საბჭოთა კავშირი, დაიშალა და უცებ მათი იმპერიული ყოფიერება, ფაქტობრივად, მოისპო. კრემლის იდეოლოგები და, მათ შორის, თავად პუტინი დღესაც მიიჩნევენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო უდიდესი კატასტროფა მათთვის და ახლა ცდილობენ, რაღაც ფორმით ეს იმპერია და იმპერიული არსებობა გააგრძელონ, რადგან იგულისხმება, რომ ამ ქვეყნისთვის სხვა ფორმით არსებობა შეუძლებელია. ისინი ეძებენ ამ ფორმას და, მოგეხსენებათ, მივიდნენ ევრაზიული კავშირის იდეამდე. რამდენად სიცოცხლისუნარიანია ველიკორუსული იდეის ეს მისწრაფება, ამას მომავალი აჩვენებს, მანამდე კი ვხედავთ, რომ მაინცდამაინც წინ ვერ მიდის რუსეთის დღევანდელი სახელმწიფო ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ პუტინის მიერ ნაოცნებარი მრავალპოლუსიანი მსოფლიო უფრო რეალური ხდება, ვიდრე 10-20 წლის წინათ იყო. ასეთ ვითარებაში მათ უფრო მეტი შანსი ეძლევათ, რომ რუსეთის გარშემო მყოფი ქვეყნები მოაქციონ თავიანთი გავლენის ქვეშ, იქცნენ რეალურ პოლუსად საერთაშორისო ურთიერთობებში და შემდეგ გააფართოონ თავიანთი გავლენა. ამ პოლიტიკის გამოვლინებაა მათი გააქტიურება აფრიკის კონტინენტზეც კი, სირიაშიც სერიოზულად მართავენ პროცესებს და ეს ყველაფერი, თითქოს ვითარების მათკენ შებრუნებას რეალურს ხდის და მათი იდეოლოგები და ტვინის ტრესტები საკმაოდ მხნედ არიან. რუსულად გაგებული ამ გლობალური პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია ურთიერთობა ბელარუსთან.
– რუსეთს კი სჭირდება ბელორუსი, მაგრამ ბელარუსს სჭირდება რუსეთთან გაერთიანება?
– დიახ, თითქოსდა რა უნდა უშლიდეს ხელს რუსეთს, რომ გადაყლაპოს ბელარუსი?! ქვეყანა, რომელსაც გასასვლელი არ აქვს ზღვაზე, რომელიც რესურსების სიმწირეს განიცდის, რომელსაც შესაბამისი წიაღისეული არ აქვს, რომ საკუთარი ეკონომიკის დამოუკიდებლობა და მდგრადობა უზრუნველყოს?! 2004-2006 წლებში ბელარუსის მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა და ეკონომიკური აღმავლობა, ძირითადად, ეფუძნებოდა იაფ რუსულ ენერგომატარებლებს.
– მაგრამ ფაქტია, რომ 2020 წელსაც კი ჩვენზე უკეთ ცხოვრობენ?
– ამას აქვს თავისი მიზეზები, მათ შორის, ისიც, რომ რუსები გარკვეული დროის განმავლობაში თვალს ხუჭავდნენ იმაზე, რომ ამ ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც იყო რუსული მასალებითა და ნაწილებით პროდუქციის შემკრები და ამწყობი, ეფუძნებოდა მათ იაფ ენერგომატარებლებს, იაფ მუშახელს და ძველი ყაიდის სამეურნეო სტრუქტურებს, რომელიც შეინარჩუნა ბელარუსმა, იმიტომ რომ პრობლემა არ ჰქონია საგარეო სავაჭრო პარტნიორებთან, მათ შორის, რუსეთთან, რომელსაც ეიმედებოდა ბელარუსი, იმის საილუსტრაციოდ, რომ აი, ახალი ფორმით საბჭოთა კავშირის აღდგენა შესაძლებელია. სხვებისთვის მაგალითად უნდა ქცეულიყო ერთიანი სახელმწიფოს შექმნა იმ სამოკავშირეო ხელშეკრულების თანახმად, რომელიც 1999 წლიდან არსებობს, მაგრამ, რომელიც, ფაქტობრივად, ფორმალურია. რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში ყველაფერი გაწერილია, ერთიანი პარლამენტი, ერთიანი მთავრობა და ასე შემდეგ, მაინც საბოლოოდ, რეალობად არ არის ქცეული და ლუკაშენკო, რომელიც არის ავტორიტარი მმართველი, ამ ყველაფრით საკმაოდ უნარიანად ვაჭრობს რუსეთთან. რუსებს ბელარუსთან გაერთიანება უნდოდათ პირველ მაგალითად.
– პირველ მერცხლად.
– დიახ, რომ ამას მოჰყოლოდა უკრაინასთან ურთიერთობა, ისინი არ ვარაუდობდნენ, თუ ომამდე მივიდოდა საქმე და სხვანაირად ვერ მოიბრუნებდნენ უკრაინას. ისინი ფიქრობდნენ, რომ გაცილებით იოლი იქნებოდა ეს პროცესი. არც იმას გამოვრიცხავ, რომ თავად ლუკაშენკომ, რომელიც ერთმმართველი ადამიანია, ერთ მშვენიერ დღეს მუდმივი ძალაუფლება მოითხოვოს და დინასტიაც კი შექმნას.
– ჰყავს პატარა ვაჟი, ოღონდ არა ოფიციალური ცოლისგან.
– მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ის არის ძლიერი პიროვნება, სახელმწიფოს მშენებლობის საკმაოდ მყარ ნებელობაზე დაფუძნებული ხედვით  და არაფერზე დაიხევს უკან საიმისოდ, რომ მის სიცოცხლეშივე არ დასრულდეს მისი ძალაუფლება. და სულაც, არ არის უსაფუძვლო იმ კაცის მისწრაფებები, რომელმაც ამდენი შეძლო. ბოლოს და ბოლოს, კოლმეურნეობის თავმჯდომარის მოადგილეობიდან და საბჭოთა მეურნეობის დირექტორობიდან 2-3 წელიწადში ბელარუსის ლიდერი გახდა და 1994 წლიდან დღემდე ერთპიროვნულად მართავს ამ ქვეყანას.
მოგეხსენებათ, მას უწოდებდნენ ევროპის უკანასკნელ დიქტატორს და, მიუხედავად ამისა, თებერვალში მიიღო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, რომელმაც ენერგომატარებლებით უზრუნველყოფა შესთავაზა. თუმცა უთხრა, კონკურენტუნარიან ფასებში მოგაწვდით, ოღონდ თქვენ უნდა გახდეთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და მიხედოთ დემოკრატისაო. ეს ის მიჯნაა, რომლის იქით იგულისხმება, რომ მთლად არ სჯერა შტატებს ლუკაშენკოს დემოკრატობის.
– შტატებს ხან სჯერა და ხან – არა, როცა როგორ სჭირდება. აზერბაიჯანისაც არ სჯერა, არც თურქეთის, მაგრამ ერთისგანაც იღებენ ენერგომატარებლებს და მეორის გავლითაც, ჩვენ, ეტყობა, დასავლეთის საყვარელი მოსწავლე ვართ დემოკრატიაში.
– არის გამონაკლისები და, საერთოდ, მოგეხსენებათ, აშშ-ისთვის, მით უმეტეს, ტრამპის პირობებში, არსებობს ეროვნული ინტერესები და სხვა ყველაფერი, მათ შორის, დემოკრატიის არსებობა-არარსებობა, დემოკრატიის ხარისხი უკვე გადადის უკანა პლანზე. რასაც ჩვენ კონგრესმენებისა და სენატორების ჯგუფი არ გვაპატიებს, იმაზე გაცილებით დიდ პრობლემებზე თვალები იხუჭება იმავე აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნების მიმართ. კი ბატონო, არის პოლიტიკური ურთიერთობის ნორმები, ეთიკა, მაგრამ, როდესაც გლობალური პოლიტიკა დევს სასწორზე, ხანდახან რომ თვალს ხუჭავს შტატების ხელმძღვანელობა დემოკრატიის ხარისხზე და ზოგჯერ დიქტატორებთანაც თანამშრომლობს, ჩემთვის მისაღები არ არის, მაგრამ გასაგებია. მით უმეტეს, როდესაც საუბარია ბელარუსზე, სადაც მოსახლეობის 72 პროცენტი რუსულად ლაპარაკობს, ესაა მათი მშობლიური და სამუშაო ენა და ბელარუსული იცის მხოლოდ 12-13-პროცენტმა, მაშინ, როდესაც 92 პროცენტი ეთნიკურ ბელარუსად ითვლება და მხოლოდ 8 პროცენტი – რუსი ეროვნებისად. არც მოსახლეობაა დიდი, 10 მილიონამდე ადამიანია, მაგრამ გეოპოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, როგორც ბუფერის ნაწილი ევროპასა და რუსეთს შორის. ამ ბუფერად ბელარუსის გახდომის შემთხვევაში, დასავლეთის უსაფრთხოება, როგორც თავად ისინი მიიჩნევენ, საიმედო და მყარი იქნება და ამიტომ ჯაჯგურობენ რუსეთთან. თუმცა მე მგონია, რომ ამერიკელებსა და ევროპელებს „ბატკა“, როგორც პარტნიორი, არ ეიმედებათ. ლუკაშენკო კი ვაჭრობს და ცდილობს, თავის ქვეყანას მოუპოვოს უპირატესობები, შეღავათები და რუსული ფაქტორი გამოიყენოს. პირდაპირ უთხრა პუტინს, ყოველი წლის ბოლოს მუხლებზე არ დავეცემი იმის გამო, რომ იაფად მომცე ნავთობიო და თუმცა შეთავაზება მიიღო პომპეოსგან, რამაც მნიშვნელოვნად ასწია ლუკაშენკოს ფასი რუსეთისთვის, ჩავიდა სოჭში, ჰოკეი ეთამაშა პუტინს და, საბოლოოდ, რაღაცას მაინც მიაღწია. ბუნებრივი აირის მისთვის მისაღებ ფასზე დაითანხმა. მაგრამ აი, ნავთობზე ვერ შეთანხმდნენ. პუტინმა გადაამისამართა, ნავთობის მფლობელ სუბიექტებს დაელაპარაკეო, თითქოს თავად არ აკონტროლებდეს ამ სუბიექტებს. ლუკაშენკო ვაჭრობს, მაგრამ ამ ვაჭრობაში არ მგონია, საქმე გარიგებამდე მივიდეს. შიდა ფასებითაც რომ მისცეს ნავთობი პუტინმა ლუკაშენკოს, ის თავის ძალაუფლებას ამაში არ დათმობს.
– მაშინ რა სცენარს უნდა მიმართოს პუტინმა? რუსულად მოლაპარაკე მოსახლეობის იმედი აქვს?
– მე არ მგონია, რომ რამე გარღვევა მოხდეს უახლოეს მომავალში, არ მგონია, რომ სამოკავშირეო ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში რეალობად იქცეს. მიუხედავად იმისა, ბელარუსები არიან თუ არა ახლოს რუსეთელებთან, ამ ხალხმა იგემა თავისუფლების ფასი და თუმცა რეალურად ავტორიტარული მმართველობაა, ეს ხალხი ფიქრობს ძალიან მარტივად: რუსეთში ადამიანები ვერ ცხოვრობენ ბელარუსებზე უკეთ. ეს რისი დამსახურებაა, იაფი ენერგორესურსების თუ ლუკაშენკოს გამჭრიახობის, კიდევ სხვა საკითხია, ამას არ იკვლევენ. ძალიან გაუჭირდება რუსეთს მისთვის მისაღები სიტუაციის შექმნა, მით უმეტეს, რომ მინსკს უკვე აქვს საინტერესო შეთავაზება. ტრამპი სიამოვნებით მოამარაგებს ბელარუსს ნავთობით და ძალიან ძნელი იქნება ამ სიტუაციაში „ბატკას“ დამორჩილება. ეს აღარ არის 2000-ანი წლები, როდესაც ის დათანხმდებოდა მორიგეობით პრეზიდენტობას, მაშინ მას ევროპის უკანასკნელ დიქტატორს უწოდებდნენ. ახლა უფრო დიდი ფასი დაედება რუსეთთან ურთიერთობაში. ასე რომ, თითქოს ტრამპის პოლიტიკა რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, არადა, სულაც, არ აქვს რუსეთს საქმე ისე, რომ  მეზობლებს თავისი ნება უკარნახონ.

скачать dle 11.3