კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 სეპარატისტი მოძალადეზე ნაკლებიო

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ვისთან ღირს სტუმრად ჩასვლა

  ჩვენ კი ჩვენი გაგვჭირვებია, რადგან ცოლებსა და ყოფილ ცოლებზე ძალადობას ბოლო არ უჩანს და ვერც გამოუჩნდება, რადგან მიზეზები გაცილებით ღრმა და მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ ქალის ჩაგვრა (და მამაკაცთა არასრულფასოვნებამდე მივყავართ, რადგან მათმა ნაწილმა, და არც თუ მცირემ, ვერ იპოვა საკუთარი თავი და მთელ თავის ჯავრს ქალებზე იყრის), თუმცა საქმე არც ჩვენებურ სეპარატისტებს აქვს დალხენილად.
  კერძოდ, მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთში (აბა – ცხინვალისკენ გზააბნეულ დევრიშსაც კი არ ჩაუცდება ფეხი, ისე არიან ღვთისა და კაცისგან მივიწყებულები), კრიმინალი არა მხოლოდ ყვავის, ყვავივითაც ჩხავის: მკვლელობებიც ბლომად ხდება და კრიმინალური გარჩევებიც, ისევე, როგორც ტურისტებსაც ხშირად აყაჩაღებენ და აუპატიურებენ.
  არ ვიცი, რამ გაახელა ეს ჩვენებური სეპარატისტები, თუმცა სულ ახლახან დე-ფაქტო აფხაზეთის „პროკურატურამ“ სოფელ გუმისთაში უზბეკეთის მოქალაქის გაუპატიურების გამო აღძრა სისხლის სამართლის საქმე. ეჭვმიტანილი ვინმე ალბერტ კინოსიანია, რომელიც ამჟამად მიმალულია.
  ცხადია, ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს, მოძებნიან თუ არა აფხაზი „სამართალდამცველები“ მას, თუმცა აი, უზბეკეთის მოქალაქემ უკვე იცის, რომ სეპარატისტებთან სტუმრად არ უნდა ჩავიდეს.



скачать dle 11.3