№10 ანეკდოტები
რამდენი წლის ხართ?
- ოცდაათთან უფრო ახლოს ვარ, ვიდრე ოცდახუთთან..
- უფრო ზუსტად?
- ორმოცდათხუთმეტის..
***
ლომი ჩავარდება ორმოში. გაგიჟებულია, ღრიალებს, დადის აქეთ-იქით, მოკლედ, ვერ ამოდის... ხის ტოტზე ორმოს თავზე მეგრელი მაიმუნი გამოჩნდა:
– ჰა ჰა ჰა... დაგენძრა თუ არა? ახლაც ტყის მეფე ხარ? მოგ...ნა დედა? უბრალო კატა გახდი, დიდი ბეწვით... ეგრე გინდა! ხტუნაობს ეს მეგრელი მაიმუნი, დასცინის. უცბად ხის ტოტი მოტყდა და მაიმუნიც ლომთან ჩავარდა ორმოში და უცბად მაიმუნი მეგრული აქცენტით:
– ოო, დიდო მეფეო, არ დაიჯერებთ და ბოდიშის მოსახდელად ჩამოვედი.
***
გურიაში კაცი მიადგა გურულის ჭიშკარს და ეკითხება იქ მცხოვრებს: რკინიგზის სადგურში მალე მივალ? – მეიცა, ძაღლს ოუშებ და ხუთ წუთში!
სხარტულები
* თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ადამი და ევა არ იყვნენ ჩინელები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშლთან ერთად გველსაც შეჭამდნენ.
* პანაშვიდისთვის ჩემმა ცოლმა ისეთი ძვირფასი ყვავილები მაყიდინა, რომ მივედი, მკვდარმა გამომართვა.