№10 პირაქეთა სილამაზე
შალვა ნუცუბიძე აგარაკზე ცხოვრობდა და უშიშროებამ მოთვალთვალედ ვიღაც ქალი მიუჩინა, რომელიც მეზობლად იყო „დაბანაკებული“ და შალვამ ეს იცოდა. ერთხელ, როდესაც შალვა ნუცუბიძე გარეთ გამოვიდა, იმ ქალს მოჰკრა თვალი და უთხრა:
– რა კარგად გამოიყურებით, ქალბატონო ანა.
ქალმა მიუგო:
– პირიქით, ბატონო შალვაო.
აკადემიკოსმა პასუხი არ დააყოვნა:
– პირიქით არ ვიცი, როგორი ხართ, მაგრამ პირაქეთ – მშვენივრად გამოიყურებით.