კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 თქვენი დამოკიდებულება სიყვარულის მიმართ

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

ეს ფსიქოლოგიური ტესტი გამოავლენს თქვენს დამოკიდებულებას სიყვარულის მიმართ.
1. ქვეყნის აღსასრულია და მხოლოდ ერთი სახეობის ცხოველის გადარჩენა შეგიძლიათ. რომელს აირჩევდით?
ცხვარი; ირემი; ცხენი.
2. ჩამოთვლილთაგან, რომელი ცხოველი იქნებოდით?
ძაღლი; კატა; გველი.
3. ცხოველის ერთი სახეობის გაქრობა რომ შეგეძლოთ, რომელს აირჩევდით?
ლომი; გველი; ნიანგი.
4. ჩამოთვლილი ცხოველებიდან, რომელს უნდა შეეძლოს საუბარი:
ცხვარი; ცხენი; კურდღელი.
5. უკაცრიელ კუნძულზე ვის  აირჩევთ  კომპანიონად?
ადამიანი; ძროხა; ჩიტი.
6. რომელს იყოლიებდით შინაურ ცხოველად?
დინოზავრი; თეთრი ვეფხვი; თოვლის ლეოპარდი.
ახლა ნახეთ პასუხები:
1. პირველ კითხვაზე პასუხი იმ პიროვნების ხასიათია,  რომლის მიმართაც გაგიჩნდებოდათ მიზიდულობა რეალურ ცხოვრებაში:
ცხვარი  – გარეგნულად ცივი, თუმცა შინაგანად თბილი ადამიანი ხართ;
ირემი – ელეგანტური და კარგი მანერების მქონე ადამიანი ხართ;
ცხენი –  დაუმორჩილებელი და თავისუფალი პიროვნება ხართ.
2. ამ კითხვაზე  პასუხი ის  შთაბეჭდილებაა, რომლის მოხდენაც გსურთ პარტნიორზე:
ძაღლი – ლოიალური და ერთგული გინდათ იყოთ;
კატა – კარგი სტილის მქონე;
გველი – დიპლომატი.
3. ეს პასუხი არის  ქცევა, რომლის გამოც თქვენს სასიყვარულო პარტნიორს დაშორდებოდით:
ლომი – პარტნიორის ქედმაღლობა;
გველი – თქვენი პარტნიორი ზედმეტად ემოციურია, ხასიათებს ხშირად იცვლის და არ იცით, როგორ ასიამოვნოთ;
ნიანგი – უმადურობა.
4. მეოთხე კითხვაზე პასუხი იმ ტიპის  ურთიერთობაა, როგორიც გსურთ თქვენს პარტნიორთან გქონდეთ:
ცხვარი – ორივეს უსიტყვოდ  რომ გესმოდეთ ერთმანეთის;
ცხენი – ერთმანეთს ყველაფერს მოუყვებით და არაფერს დაუმალავთ;
კურდღელი – ურთიერთობა, სადაც მუდმივად სითბოსა და სიყვარულს იგრძნობთ.
5. ეს  პასუხი აჩვენებს, რამდენად შეგიძლიათ,  უღალატოთ პარტნიორს:
ადამიანი – ვერ უმკლავდებით ცდუნებას, ამიტომ და შესაძლოა, პარტნიორსაც უღალატოთ;
ძროხა – მომთმენი ადამიანი ხართ და მაქსიმალურად ეცდებით, არ უღალატოთ;
ჩიტი – არ გიყვართ ვალდებულებები და  ღალატიც თქვენთვის ნორმაა.
6. ამ კითხვაზე პასუხი კი ქორწინებისადმი თქვენი დამოკიდებულებაა:
დინოზავრი – საკმაოდ პესიმისტი ხართ და არ გჯერათ, რომ ბედნიერი ქორწინება საერთოდ არსებობს;
თეთრი ვეფხვი - ფიქრობთ, რომ ქორწინება ძვირფასი რამაა და თუ იქორწინებთ, აუცილებლად გაუფრთხილდებით ოჯახს;
თოვლის ლეოპარდი – გეშინიათ ქორწინების, ფიქრობთ რომ ასე თავისუფლებას დაკარგავთ.

скачать dle 11.3