კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 მულმა იმდენი მოახერხა, ჩემი ქმარი ეჭვიანი გახადა

  მთელი 23 წელი ისე ვიცხოვრე ქმრის გვერდით, ეჭვიანობა მისგან არასოდეს მიგრძნია. პირიქით, სრული თავისუფლება მქონდა – სადაც მინდოდა მივდიოდი, რასაც მინდოდა ვიცვამდი და ჩვენს სახლშიც სტუმარი სულ მოდიოდა. ჩემი მული სოფელშია გათხოვილი და ხშირად ჩამოდიოდა. თვეობითაც დარჩენილა, მაგრამ არასოდეს ყოფილა ისეთი აგრესიული ჩემ მიმართ, როგორიც ახლა გახდა. მთელი დღეები სერიალების ყურებაში ატარებს და ალბათ, მის ფსიქიკაზე იმდენად იმოქმედა, სისულელეების ლაპარაკი დაიწყო. ბოლო პერიოდში რომ გვესტუმრა, დაუჯდა თავის ძმას და ყურები გამოუჭედა: ეს შენი ცოლი, ასეთი მოღებული ზედებით რომ დადის გარეთ, მაკიაჟით „გადატყლარჭული“, უთხარი რამე, ათასი მამაკაცი უყურებს და სირცხვილიაო. ეს რომ გავიგონე, გამეცინა. ჩემი ქმრის ირონიულ პასუხს ველოდი, თუმცა, არაფერი უთქვამს.. მეორე ჩამოსვლაზე, მეოჯახეობა დამიწუნა: მთელი დღე მეზობლების შედი-გადი რომ გაქვს სახლში, იქნება, მიხედო შენს ქმარ-შვილს და მეტი დრო ამათ დაუთმოო. ისევ გავჩუმდი, ვიფიქრე, წავა და დავისვენებ, არ ავყვები-მეთქი. მოკლედ, იმდენი უჩიჩინა ჩემს ქმარს, სანამ ეჭვიანობა არ დააწყებინა. ბოლოს რომ იყო ჩამოსული, საძინებელში ტელევიზორს უყურებდა. კარზე ზარი იყო, გავაღე და კარის მეზობელმა კაცმა შემომჩივლა: ცუდად ვარ, მგონი მაღალი წნევა მაქვს, თავბრუ მეხვევა, ჩემები სახლში არ არიან და იქნება, მიშველოო. შემოვიყვანე მისაღებში და წნევა გავუზომე. იმხელა ჰქონდა, მე შემეშინდა. ვუთხარი: აქ, წამოწექი, დივანზე, მე სასწრაფოს გამოვიძახებ. ოღონდ არ შეგეშინდეს, დაწყნარდი-მეთქი. ვიცი, მის ცოლს ისეთი სამსახური აქვს, რომ დამერეკა, მოსვლას ვერ მოახერხებდა. სწორედ იმ დროს გამობრძანდა ჩემი მული საძინებლიდან, მეზობელს დივანზე წამოწოლაში რომ ვეხმარებოდი. დაიწყო ბუზღუნი: ვისაც ფეხი აუცდება, აქ უნდა შემოალაჯოს. ამის გაკოტრიალებაღა გაკლიათ დივანზე. გამოჭიმე, ჰო, ვითომ თავისი სახლი არ ჰქონდეს. მის ცოლს მობეზრდა და ახლა მეზობლის ქალებთან იმიზეზებს ავადმყოფობებს, რომ სახლში შეუძვრესო. გავუბრაზდი და ხმამაღლა ვუთხარი: გეხვეწები, კაცი ისედაც ცუდადაა, მეც მეშინია და შენ ნუღარ მიმატებ-მეთქი. მოკლედ, სასწრაფო რომ მოვიდა, ექიმმა მითხრა: კიდევ კარგი, აქ წამოაწვინეთ, ამის განძრევა არ შეიძლებოდა, დიდი შანსი იყო, ინფარქტი ან გაჟონვა მოსვლოდა. ახლავე გავუკეთებთ დამამშვიდებელს და დამწევ საშუალებებსო. მოკლედ, სანამ მისი ცოლი არ დაბრუნდა, არ გამიშვია. ცოლმა მლოცა და მადლობები მიხადა: ერთი ინფარქტი გადატანილი აქვს და მეორეს ვეღარ გადაიტანდა, ქმარი შენ გადამირჩინეო. ეს სიტყვები ჩემმა მულმაც მოისმინა და ირონიულად იცინოდა. საღამოს კი თავის ძმას ეს ამბავი სულ სხვანაირად მოახსენა: ეტყობა, ეგონა, მეძინა. შენმა ცოლმა მეზობლის კაცი შემოიპატიჟა და რომ გამოვედი, დივანზე დამხვდა გაშხლართული. მე რომ არ ვყოფილიყავი, რა ვიცი რას იზამდნენო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქმარი იმ მეზობელსაც იცნობს და ისიც იცის, მე რისი გამკეთებელი და ჩამდენი ვარ, დაიჯერა. მომდგა: რას შემოათრიე ის კაცი, სამსახურში მშვიდად ვარ და გინდა, სულ გამაგიჟო? რა წნევა, რის წნევა, როცა მე სახლში არ ვარ, მამაკაცის ფეხი არ ვნახო შემოდგმულიო. იმ წუთას მინდოდა, ჩემი მული გამეწიწკნა. არ გაჩერდა, აგრძელებდა: ეგე, სერიალებს ვერ უყურებ? ქმრებს ცოლები ისე უბოზდებათ, ისე ადგამენ რქებს, აზრზეც ვერ მოდიან. რად გინდა ჩემი თქმა, გაახილე ეგ თვალებიო. აი, აქ კი ამომასხა და მივაძახე: თუ ჩვენს შორის ჩადგომა და შარების მოგონება გინდა, რეალური რამე მაინც მოიგონე, როგორ მაყენებ შეურაცხყოფას და რეებს მაკადრებ-მეთქი. ისე ვიყავი გაცეცხლებული, გაისუსა, ხმა აღარ ამოუღია. ჩაალაგა თავისი ბარგი და იმ საღამოსვე წავიდა სოფელში. ის კი წავიდა და კარგა ხანია, აღარ გამოჩენილა, მაგრამ ჩემს ქმარს დასჩემდა ეჭვიანობა. ნაგვის გადასაყრელადაც რომ გავდივარ სახლიდან, ჩუმად ფარდის უკნიდან იჭყიტება. სამსახურიდან ისეთ დროს ბრუნდება, როცა წესით, არ უნდა მოვიდეს. ვერ გეტყვით, როგორ, მაგრამ ფაქტია, თავისი დის დაიჯერა და ახლა მეც მტანჯავს ეჭვიანობით და საკუთარ გულსაც იჭამს.
ნანიკო, 47 წლის.
скачать dle 11.3