№10 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 2013 წლის 24 ივნისს, დილის 11 საათსა და 50 წუთზე, თბილისში. გთხოვთ, გვითხრათ, რა არის მისი კარმული მისია, რომელი პროფესიებია მისთვის წარმატების მომტანი, მომავალში რომელ ზოდიაქოს ნიშანთან არის სასურველი ქორწინება და რომელი ძვირფასი ქვები უნდა ატაროს.
პასუხი: მისი კარმული მისიაა, იყოს ინიციატივიანი, ენერგიული, შეეძლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა, ასევე, ჰქონდეს უშიშარი სული. გამოავლინოს სიკეთე, იყოს მშვიდობის მტრედი, სადაც შევა, შეიტანოს სიმშვიდე და ჰარმონია. დაეყრდნოს დიპლომატიას, დაიცვას თანასწორუფლებიანობის პრინციპი. დაეყრდნოს ოპტიმიზმს, კეთილშობილებას, ცოდნის ბაზას. ეს მისი წარმატების მომტანი ფაქტორები და კოსმიურ-კარმული მისიაა. სასიყვარულო პარტნიორებიდან კი მისაღებია „მორიელი“, „კურო“, „თევზები“ და „ქალწული“. პროფესიებიდან კარგია და წარმატების მომტანი: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური სფერო, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფის ხელოვნება, სადალაქო სფერო, საკონდიტრო ინდუსტრია, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ფსიქოლოგია, სამეცნიერო კვლევა, საგანმანათლებლო საქმიანობა, ფსიქოთერაპია. ქვებიდან განსაკუთრებით მისაღებია: ოპალი, მთვარის ქვა, მთის ბროლი, ლალი ან ქარვა.
კითხვა: დავიბადე 1981 წლის 27 ივნისს დილის 12 საათსა და 30 წუთზე, გორში. რა არის ჩემი კარმული მისია, რომელი სფერო და საქმიანობაა ჩემთვის წარმატებული?
პასუხი: თქვენი კოსმიურ-კარმული მისია უკავშირდება იმას, რომ უნდა გახდეთ ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი, პრაქტიკული. გამოხატეთ ინიციატივა, აიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა. წინ წამოსწიეთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები. იყავით ოპტიმისტი, მაქსიმალისტი. პროფესიებიდან კარგია და წარმატების მომტანი: გასართობი ინდუსტრია, ხელოვნების სფერო, ადმინისტრაციულ-ორგანიზატორული საქმიანობა სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, დიზაინი, სადალაქო საქმე, სამასაჟო საქმე, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, მედიცინიდან – სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია; ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმე, სავაჭრო, ეკონომიკური, საფინანსო საქმე, სამხედრო სტრუქტურები, მშენებლობა, საინჟინრო საქმიანობა, პედაგოგიკა.