კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 ექიმის რჩევები

კითხვა: შეიძლება თუ არა ატრიალოს ჰულაჰუპი ან სახტუნაოთი იხტუნაოს ადამიანმა, თუ მას თირკმელში კენჭები აქვს?
პასუხი: ასეთ შემთხვევაში, სახტუნაოთი ხტუნაობა შეიძლება, კენჭების მოძრაობის პროვოცირების მიზეზი გახდეს, ჰულაჰუპი კი არ არის უკუნაჩვენები.
კითხვა: 19 წლის ბიჭს, დაახლოებით, 3 წელია, პერიოდულად უსივდება ხელის მტევანი, ამასთან ერთად, სამი თითი სტკივა და მგრძნობელობას კარგავს. ვის მივმართოთ ან რა ანალიზია საჭირო, რომ გავიგოთ რა სჭირს?
პასუხი: რევმატოლოგს მიმართეთ. კონკრეტული გამოკვლევები დაინიშნება ექიმის მიერ პაციენტის ჩივილის შეფასების შემდეგ.
კითხვა: ვარ 13 წლის და საშინლად ვწითლდები სახეზე – სიწითლეზე გაფიქრებაზეც კი. წავიკითხე, რომ ამას ბლაშინგ-სინდრომი ეწოდება. ეს ისე მტანჯავს, რომ დეპრესიაშიც კი ჩავვარდი! გთხოვთ მირჩიეთ, ვის მივმართო?
პასუხი: სავარაუდოდ,  მართლაც ბლაშინგ-სინდრომთან ანუ ერითროფობიასთან უნდა გვქონდეს საქმე. თქვენ (რა თქმა უნდა, მშობლებთან ერთად) უნდა მიმართოთ ფსიქოთერაპევტს, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. გარდა ამისა, შესაძლოა, საჭირო გახდეს სედატიური საშუალებებისა და B3 და B5 ვიტამინების დანიშვნა.
კითხვა: რით შეიძლება იყოს გამოწვეული პირიდან  აცეტონის სუნი?
პასუხი: აცეტონის სუნი მოტკბო გემოთი შეიძლება, შაქრიანმა დიაბეტმა და კუჭქვეშა ჯირკვლის სხვა დაავადებებმა გამოიწვიოს. ასევე, ყველა იმ დაავადებას, რომლის დროსაც ხდება სითხის დაკარგვა, უპირატესად – პირღებინება, ფაღარათი – პირიდან აცეტონის სუნი ახასიათებს. სითხის დაკარგვა იწვევს ორგანიზმის გამოშრობას – ექსიკოზს. პირის ღრუში აცეტონის სუნის არსებობა მისი მძიმე ფორმის მანიშნებელია.
კითხვა: თირკმელში მაქვს 35 მილიმეტრის ზომის კენჭი, თან ბოლო 3-4 დღეა წნევები მაქვს და არაფერი მშველის. მინდა, მკურნალობა რაიმე მცენარეული საშუალებით ჩავიტარო. რას მირჩევდით?
პასუხი: 35 მილიმეტრი საკმაოდ დიდი ზომაა, მედიკამენტური მკურნალობის მიზანშეწონილობის საკითხი უროლოგმა უნდა გადაწყვიტოს.
კითხვა: მობილური ტელეფონი სულ გულის ჯიბეში მაქვს და ახლა აღმოვაჩინე, რომ არასასურველი ყოფილა. რა შეიძლება, გამოიწვიოს? შეიძლება, მომატებული გამოსხივების გამო უეცარი სიკვდილი დადგეს?
პასუხი: არანაირი კონკრეტული სამეცნიერო დასკვნა ადამიანის ორგანიზმზე მობილურის მომაკვდინებელი ზეგავლენის შესახებ არ არსებობს. არის გარკვეული რეკომენდაციები მისი მოხმარების შესახებ, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა არცერთი რეკომენდაცია ასეთ მკვეთრ დასკვნებს არ შეიცავს. ასე რომ, გირჩევთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3