კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 ბრონქული ასთმის ნიშნები და პრევენცია

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ბრონქული ასთმის პირველი კლინიკური ნიშანია მშრალი და მტანჯველი ხველა. ამ დროს ავადმყოფი დამახასიათებელ, იძულებით პოზას იღებს (ხელებით საწოლის ან მაგიდის კიდეს ეყრდნობა ან დგება). ქოშინი ექსპირაციული ხასიათისაა, ანუ გაძნელებულია ამოსუნთქვა. სუნთქვა – გახშირებულია. შეტევები უპირატესად ღამით ვითარდება.
  მსუბუქ შეტევებს შედარებით ხანმოკლე, ადვილად შექცევადი სულხუთვა ახასიათებს.
ბრონქული ასთმა ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებაა. მსოფლიოში; ავადობის მიხედვით, მეოთხე ადგილს იკავებს და მატების ტენდენციაც შეინიშნება. ამასთან, დაავადებულთა  მხოლოდ 10 პროცენტია 40 წელს გადაცილებული, მათ შორის ქალი 2-ჯერ მეტია.
  დაავადება იწყება შეტევითი ხველით, რომელსაც თან ახლავს ექსპირატორული ქოშინი, უმნიშვნელო რაოდენობის გამჭვირვალე ნახველის გამოყოფით (ასთმური ბრონქიტი). ბრონქული ასთმის გაშლილი სურათი ხასიათდება მოხრჩობის მსუბუქი, საშუალო ან მძიმე შეტევებით. შეტევებს შესაძლოა, წინ უძღოდეს ცხვირიდან უხვი გამონადენი, შეტევითი ხველა და ასე შემდეგ. ასთმური შეტევა ხასიათდება მოკლე ჩასუნთქვითა და გახანგრძლივებული ამოსუნთქვით, რომლის თანმხლები ხიხინები გარკვეულ მანძილზე ისმის. ამ დროს გულმკერდი მაქსიმალური ჩასუნთვის მდგომარეობაშია. სუნთქვაში მონაწილეობენ მხრის სარტყლის კუნთები, ზურგის, მუცლის კედლის კუნთები. ფილტვების პერკუსიით მოისმინება კოლოფისებური ხმიანობა, მრავლობითი მშრალი ხიხინი. შეტევა მთავრდება წებოვანი ნახველის გამოყოფით. მძიმე გახანგრძლივებული შეტევები შესაძლოა, გადავიდეს ასთმურ მდგომარეობაში, რომელიც წარმოადგენს დაავადების მიმდინარეობის ერთ-ერთ მძიმე ვარიანტს. ასთმური მდგომარეობა ხასიათდება ბრონქების გამაფართოებელი თერაპიისადმი მზარდი რეზისტენტობითა და არაპროდუქტიული ხველით. გამოყოფენ ასთმური მდგომარეობის ორ ფორმას: ანაფილაქსიურსა და მეტაბოლურს. ანაფილაქსიური ფორმის დროს, რომელიც განპირობებულია იმუნოლოგიური ან ფსევდოალერგიული რეაქციებით, ალერგიული რეაქციის მედიატორების დიდი რაოდენობის გამოთავისუფლებით, ვითარდება მოხრჩობის მწვავე უმძიმესი შეტევა. მეტაბოლური ფორმა ყალიბდება რამდენიმე დღის განმავლობაში. საწყის სტადიაზე წყდება ნახველის გამოყოფა, წარმოიქმნება ტკივილი მხრის სარტყლის კუნთებში, გულმკერდსა და მუცლის პრესის მიდამოში.
ბრონქული ასთმა შეიძლება, სეზონურიც იყოს და არასეზონურიც. სეზონური სიმპტომატიკა უკავშირდება მცენარეთა ყვავილობის პერიოდს, რაც ადრე გაზაფხულიდან შემოდგომამდე გრძელდება. სეზონურ სიმპტომატიკას იწვევს, აგრეთვე, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები და კლიმატის თავისებურებები. არასეზონური სიმპტომატიკა კი დაკავშირებულია შინაურ ცხოველებთან, ფრინველებთან, ოთახის მტვერსა და მის ტკიპებთან, მძაფრ სუნებთან, მაღალ ტენიანობასა და სხვა ალერგენებთან.
  ბრონქული ასთმის პრევენცია გულისხმობს გენეტიკურად განწყობილ, ატოპიური და ალერგიული დაავადებების მქონე პირთა რეგისტრაციასა  და განათლებას. ამ პირებმა უმნიშვნელო სიმპტომის გამოვლენისთანავე აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს.
скачать dle 11.3