კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 რატომ გახდნენ თანამედროვე ქრისტიანები თვითრჯულები და როგორ მოირგეს მათ ეკლესიური წესები საკუთარ თავზე

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  2 მარტიდან მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის მარხვას იწყებს, რომელიც თავისი არსითა და მნიშვნელობით ერთ-ერთი განსაკუთრებული მარხვაა – ქრისტიანები მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადებიან. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალზე მდებარე წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– ეკლესიაში უკვე დაიწყო წმიდა დიდმარხვა. ჩვენ კი სულის მკურნალობას ვიწყებთ. ამ პერიოდში, თავისთავად, ვერ ვიქნებით კარგ ხასიათზე, რადგან ბევრი ცოდვა გვაქვს და მკურნალობა არც ისე მარტივია. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ინახავს მარხვას. მაგრამ უმრავლესობა თვითრჯულია: არ დადიან ეკლესიაში, ამბობენ: მე ასე ვფიქრობ, ასე მესმისო. იესო ქრისტე ამბობს: როცა მარხულობთ, ნუ ეჩვენებით საზოგადოებას მარხულად, ნუ იქნებით, ვითარცა ორგულიო. ამ სიტყვებში ფარისევლებს გულისხმობდა, რომლებიც სხვების დასანახავად მარხულობდნენ, რათა საზოგადოების შექება დაემსახურებინათ. პირს არ იბანდნენ, თმას არ ივარცხნიდნენ... მოჩვენებითი მარხვა იყო. ჩვენ, მაშინ კი მოციქულებს, იესო ქრისტე მოგვმართავს: ნუ იქნებით მწუხარე, იცხეთ გარკვეული სურნელება – მაშინდელი ზეთი, ახლა შეიძლება, სუნამოც ვიგულისხმოთ, და მმარხველებად ეჩვენეთ მხოლოდ მამაზეციერსო. იმის გამოცხადებით, რომ შენ მარხვაზე ხარ, სხვა ადამიანებს დააბრკოლებ, ან დაცინვას ან შექებას დაიმსახურებ.  ისედაც ყველამ იცის, რომ დიდი მარხვაა და არ არის საჭირო კითხვის დასმა: მარხულობ თუ არ მარხულობ. პავლე მოციქული ამბობს: ვინც არ ჭამს ხორცს, ის ნუ განიკითხავს იმას, ვინც ჭამს ან პირიქით. უნდა გვახსოვეს, რომ მარხვა არის შესაწირი.
– რა იგულისხება ამაში, მამაო?
– წელიწადში არის 365 დღე და მისი მეათედი, დაახლოებით, 47 დღეა და რაც მთელი წელი არ გაგვიკეთებია, შეგვიძლია, ამ 47 დღეში შევწიროთ უფალს, ანუ უარი ვთქვათ ხორციელ სიამოვნებაზე. მარხვაში გემოთმოყვარეობაშიც არ უნდა ჩავარდეთ და ხორციანი ხინკლიდან კარტოფილის ხინკალზეც არ უნდა გადახვიდე. რა თქმა უნდა, შეგიძლია, ჭამო, მაგრამ ამას არ უნდა ეძიებდე მთელი მარხვის განმავლობაში. ინუგეშო თავი იმით, რომ სოიის კატლეტითა და სამარხვო ხინკლით გავიტანო თავიო.  თუ მარხვაში იმდენივე დროს ვატარებთ სამზარეულოში, რამდენსაც მარხვამდე, ესე იგი, სწორად არ ვმარხულობთ. სამზარეულოში უნდა გამოგითავისუფლდეს დრო და მეტი დრო ქველმოქმედებას, ლოცვას, ცოდვების გააზრებას დაუთმო. დღეს იმდენი სამარხვო ნუგბარი არსებობს, რომ სუფრები მარხვაში უფრო გადატვირთულია, ვიდრე ხსნილში. ეს არის პირწმინდად გემოთმოყვარე ადამიანის მდგომარეობა. ხორცს რომ არ მიირთმევს, ცდილობს, სხვა საკვები ჭამოს ბევრი და ხორცი ასე ჩაანაცვლოს. მარხვაში ცოტა საკვები უნდა მივირთვათ, რომ ხორცმა სიამოვნება მოიკლოს. ხშირად ადამიანები ამბობენ: სხვები უღმერთოდ ჩვენზე უფრო კარგად ცხოვრობენო. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ღმერთის გარეშე კარგად გრძნობდეს თავს. არავინ შენატროთ უღმერთო ადამიანებს, ისინი ნერვიულობენ ღმერთის გარეშე. ადამიანს უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ ქრისტეს გამო იმარხულოს, რომ შეეგებოს მის აღდგომას. გადახედე შენს ცხოვრებას, თუ რამე გაქვს ვინმესთვის მოპარული, მოწყალების სახით გაეცი და თუ ვინმეზე გაქვს ნაჭორავები, ერთს თუ ამბობდი მასზე ცუდს, ახლა ოთხი კარგი თქვი.
– როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რამდენად მზად არის მარხვის დასაწყებად?
– გახსოვდეთ, რომ მთელი კაცობრიობა ორ ნაწილად იყოფა: ფარისევლებად და მეზვერეებად. დღეს ფარისეველი სალანძღავი სიტყვაა, თუმცა ადრე ასე არ იყო. ფარისევლები იმდენად ზედმიწევნით იცავდნენ სჯულს, რომ შემდეგ ხდებიან ფარისევლები იმ გაგებით, რომ აცხადებენ – მე არ ვარ შენნაირი, ისეთი, როგორც მეზვერე. ჩვენც შეიძლება, ვიფიქროთ, მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, მე ეკლესიაში მივდივარ – ის კი ღამის კლუბიდან გამოვიდა, მე ვეზიარები – ის ლოთობს, მე ვმარხულობ – ის არ მარხულობსო. ეკლესიამ შეგვახსენა: ასეთი ადამიანი რომ ხარ, არ უნდა იყო ასეთი. მეზვერეც არ არსებობდა კარგი. თუმცა სახარებისეული მეზვერე იდგა და საკუთარ ცოდვებს განიცდიდა. ადამიანი, რომელიც ეკლესიაში დგას ღვთისმსახურებაზე, ლოცულობს, ვერ ხედავს, ვინ შარვლით არის შემოსული და ვინ – კაბით, ვერავის ხედავს და ვერავის განიკითხავს. მარხვის წინ ადამიანი უნდა მიხვდეს ფარისეველია თუ მეზვერე.
– რომელი ვართ ჩვენ?
– ჩვენ არცერთი აღარ ვართ. რომ ვთქვათ, ფარისევლები ვართო, ეგეც ამპარტავნებაა. ფრისეველი მეათედს სწირავდა ეკლესიას, წელიწადში ერთხელ ევალებოდა მარხვა და კვირაში ორჯერ მარხულობდა. უბრალოდ, განიკითხა მეზვერე, თორემ დანარჩენი ყველაფერი იმაზე მეტად ჰქონდა მოწესრიგებული, ვიდრე სჭირდებოდა. ჩვენ დღეს არ გვყავს ისეთი მართლმადიდებელი, ვინც ზედმიწევნით იცავს ყველაფერს. მეზვერეს მსგავსებიც არ ვართ, მოჩვენებითად გავხდებით მარხვაში ასეთები, დამთავრდება მარხვა და ისევ დავიკარგებით. დღეს ბევრი ადამიანია ნელ-თბილი. ხან მარხულობენ, ხან – არა, ხან ლოცულობენ, ხან – არა, ხან კარგები არიან, ხან – არა. ორი ავაზაკია მაცხოვრის გვერდით გაკრული. ერთი ეუბნება: გადაარჩინე საკუთარი თავი და მეც გადამარჩინეო. წარმოიდგინე ავაზაკია და იმას კი არ ამბობს: ცოდვილი ვარო. სამაგიეროდ, მეორე ავაზაკი ამბობს: გაჩერდი, რას ეუბნები, მას არაფერი დაუშავებია, ჩვენ რაც დავთესეთ, იმას ვიმკით, მომიხსენიე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითაო. ეს არის კლასიკური მაგალითი მონანიებისა. მაგრამ დღეს ადამიანი აღსარებაზე რომ შემოდის, იწყებს: ჩემმა დედამთილმა ასე ქნა, ჩემმა მეუღლემ, ჩემმა მეზობელმა... თავს იმართლებს და არ ამბობს, რომ ცოდვილი თავად არის და თავად დააშავა. როცა გადაბრალებას იწყებ, ეს უკვე აღარ არის აღსარება. მოკლედ, ფარისეველი გაცილებით კარგი იყო, ვიდრე დღეს ჩვენ ვართ.


скачать dle 11.3