კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 როგორ გადაიხადა ჯემალ ჭკუასელმა ქორწილი ტროლეიბუსის მგზავრებთან ერთად

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  რამდენიმე წლის წინ ფონდმა „ქართულმა გალობამ“ ქართული სიმღერების აღდგენა-პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მას ქართული სიმღერის მოამაგის წოდება მიანიჭა ნომინაციაში – „ღვაწლმოსილი ლოტბარი“. ცხოვრებაში ამ ადამიანის თანმდევი იყო ეპიზოდები, რამაც ერთობლიობაში დიდი ხელოვანი შექმნა. პიროვნულ ხიბლს მისი განუმეორებელი გურული იუმორიც ემატება. ასე რომ, ისიამოვნეთ  „ერისიონის“ ხელმძღვანელის, ჯემალ ჭკუასელის გურული დღიურებით.
ოროსნული გრიპი
  „მამაჩემი, შერმადინ ჭკუასელი, მომღერალი და ლოტბარი, თავისებურად ფიცხი კაცი გახლდათ, ამავე დროს, სამართლიანიც იყო, რაც მის სიფიცხეს, ერთგვარად ანეიტრალებდა. მერვე კლასში, ფარსაგად, „ოროსნული“ გრიპი შემეყარა. დაიბარეს მამაჩემი სკოლაში, ალბათ, ეგონა, წარჩინებული შვილი მყავს, ქების სიგელს აძლევენ და იმიტომ მიბარებენ – ბაღანამ გზაში არ დაკარგოს, პირადად მშობელს მივცეთო. შეგვიყვანა პატივცემულმა დირექტორმა კაბინეტში, გამოუძახა ჩემს რამდენიმე პედაგოგს და დაუდეს მამაჩემს ცხვირწინ, მაგიდაზე ჩემი წლიური „ნაშრომ-ნაგმირალი“ მონაცემები.
– რაია აგი? – მძიმედ იკითხა მამაჩემმა.
– თქვენი შვილის „ბრწყინვალე“ ნიშნებია, ბატონო შერმადინ, მზის სათვალე გეიკეთეთ, თვარა შეიძლება თვალები მოგჭრათ, თავი არ დეიღუპოთო, – ჩაიქირქილა დირექტორმა. მამაჩემმა გრაფაში ნიშნებს თითი გააყოლა... „ორი, ორი, ორი“, მოკლედ სულ გადაუტეხავი, ტკიცინა ორიანებია, განსაკუთრებით, დასაწყისში. ერთი სამიანი არ ურევია არომატისთვის. ამ ორიანების სულ ბოლოში თოვლზე ამოსული ვარდივით ბზინავს ობოლი „ხუთიანი“.
– აგი ხუთიანი ამისია, თუ დეესესხა ვინმეს? – არ იჯერებს მამაჩემი.
ყველა ჩვენ გვიყურებს, ელიან, ახლა წამოხტება მამაჩემი, მებდღვნება და ვაი, შენს ჯემალს, თან გასაშველებლად ემზადებიან. მამაჩემი, მართლაც, ფეხზე წამოხტა და სკოლის დირექტორსა და მასწავლებლებს აქტიურად შეუტია.
– დაგასხით თავსლაფი თქვენც და თქვენს სკოლასაც, რაია აგი, მარტო სიმღერაში რო დაგიწერიათ ე ხუთიანი (რა ემღერება ამ ვირს?!), მოსაკლავი თქვენ ხართ თვითონ, სიმღერას ხომ მე სახლში ვასწავლი და თქვენ რაღას ასწავლით, სულ ორებით რომ გაგიბერიათ?! – შეარცხვინა პედაგოგები და წამაჩანჩალა სახლში“...  
ფოტოაპარატი „კომსომოლეცი“
  ფოტოაპარატი „კომსომოლეცი“ ახალგაზრდობაში ერთი გოგონას სიყვარულმა შემაძენინა. იმედი მქონდა, როგორმე სურათს გადავუღებდი და გულისჯიბით ვატარებდი. მაგრამ რად გინდა, გოგონა ზედაც არ მიყურებდა და სურათს რას გადამაღებინებდა. იძულებული გავხდი, ზურგიდან გადამეღო მისთვის. ეტყობა, მამაჩემმა მიაგნო ამ სურათების „კოლექციას“, მიხვდა, რაშიც იყო საქმე, შევეცოდე და მირჩია:
– შვილო, გაყიდე მაი აპარატი. იცოდე, რასაც „კომსომოლეცი“ ჰქვია, სიკეთეს არ დაგაყრის. პაწა ფულს დაგიმატებ და იმისთანა აპარატი იყიდე, მარტო
უკანალს კი არა, ცხვირ-პირსაც რომ იღებდესო.
კომუნისტური პარტიის კრება
  დედაჩემი – ანა კომუნისტური პარტიის წევრი იყო. მამა – შერმადინი კომუნისტებს მაინცდამაინც არ სწყალობდა, ამიტომ დედაჩემს კრებებზე დასწრებაც კი თავიდანვე აკრძალული ჰქონდა. ერთხელ, მამაჩემთან პარტორგანიზაციის მდივანი მივიდა თხოვნით, რათა ნება დაერთო დედაჩემისთვის პარტკომის არჩევნებს დასწრებოდა. შერმადინი უხალისოდ, მაგრამ მაინც დათანხმდა. დედაჩემი მოწესრიგდა, გალამაზდა, დაისვენა, სუნამო იპკურა და მედიდურად ჩაუარა მეუღლეს. შერმადინმა თვალი გააყოლა. „ბიჭოს, ლამაზი ცოლი მყოლია“, – გაიფიქრა და მიაძახა:
– სად მიდიხარ, ქალო, შენ?
– პარტიის კრებაზე, – უპასუხა ანამ.
– შენი პარტია არ ვიცი მე, შედი აგერ ოთახში! - დაიჭიხვინა შერმადინმა და გადაისვა ხელი ულვაშებზე.
გიული
  ანსამბლში ერთი მომღერალი გვყავს. შესანიშნავად მღერის, მაგრამ კიდევ უკეთესი ოსტატია, ნამდვილი ოქროს ხელის პატრონი. რა გინდა მისი ხელიდან არ გამოვიდეს – ყველა გაფუჭებულ ნივთს ახალივით დააწყებინებს კრიალს. საოცრად კარგი ბუნების ადამიანია – კეთილი, სათნო, თვინიერი. უარს ვერავის ეუბნება და აბა, ასეთ კაცს შემწუხებელი ხომ არ დაელევა. ხან რას ავალებენ და ხან რას. რომ არ მოგატყუოთ, მეც ხშირად ვსარგებლობ ხოლმე მისი ოსტატობითა და გულკეთილობით.  ერთხელაც, ჩემს სახლში იყო და კარის დაზიანებულ საკეტს ჩაჰკირკიტებდა. გაისმა ტელეფონის ზარის ხმა. ოთახში სხვა არავინ იყო და ყურმილი მან აიღო. გიული იკითხეს. იმ მომღერალსაც გიული ჰქვია და ჩემი მეუღლის სახელიც გიულია.
– დიახ, ბატონო, გიული გახლავართ, – უპასუხა მან. ეტყობა, დამრეკს მამაკაცის ხმა ეუხეშა და შეკითხვა გაიმეორა:
– ნამდვილად გიული ბრძანდებით?
– ნამდვილად, ჩემო ბატონო.
– ჯემალის მეუღლე გიული ხართ? – ჩაეძია აბეზარი.
– ჯერჯერობით არა, ბატონო, – გაებზარა ხმა მომღერალს.
„ქართული ლეგენდა”
  2001 წლის 15-16 ივნისს პარიზში ვიყავი. ეს ერთგვარი სარეკლამო ჩვენება იყო – სულ ორი კონცერტი. ამ ჩვენებამ შეძრა პარიზი და არა მარტო პარიზი, მთელი მსოფლიოს პრესაც აღტაცებით გამოეხმაურა. თვით „ნიუ-იორკ თაიმსმა” ჩვენს კონცერტებს ორი სტატია მიუძღვნა, სადაც აღინიშნა, რომ პარიზში გამაოგნებელი სანახაობა იმართებოდა. დამთავრდა ეს ორდღიანი ჩვენება და მთელი საფრანგეთი მოუთმენლად ელოდა შემოდგომას – „ერისიონის” ხელახალ სტუმრობას. სწორედ ამ დროს გაჩნდა „ერისიონის” კლიპის შექმნის იდეა. ეს იდეა ფრანგებს დაებადათ. მუსიკის შერჩევაზე ფრანგულმა და ქართულმა მხარემ
ერთად იზრუნა. არჩევანი შეჩერდა სიმღერაზე – „შატილის ასულო”. მისი გარემიქსება პასკალ ჯორდანმა და რობერტ ლეგალმა ითავეს. კლიპის რეჟისორი ცნობილი კლიპმეიკერი ტივ ვერგნესია. ოთხი დღე ვემზადებოდით საფრანგეთის ქალაქ ლე დუზალაში, რომელიც ზღვიდან 1 600 მეტრ სიმაღლეზეა გაშენებული. გადაღებები კი 3 700 მეტრ სიმაღლეზე მიმდინარეობდა, საკმაოდ მკაცრ ბუნებრივ პირობებში, მინუს ათ გრადუს ყინვასა და ქარში. მოცეკვავეებს ხმალი ლამის ხელში ეყინებოდათ, მაგრამ წუწუნი არ დასცდენიათ. საინტერესოა, ერთი მოულოდნელი დეტალიც. პასკალ ჯორდანმა თბილისში ჩამოიტანა ჩუქურთმა, რომლის კლიპში გამოყენებაც უნდოდა როგორც „ჯორჯიან ლეგენდის” ლოგოდ. მოძიების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩუქურთმა წმინდა ქართული წარმოშობისაა და მეთერთმეტე საუკუნეს მიეკუთვნება. ეს ჩუქურთმა ზემო სვანეთში, სოფელ სუფში მეთერთმეტე საუკუნის ეკლესიის ხის კარზეა გამოსახული. მსგავსი გამოსახულება გვხვდება თბილისშიც, საპატრიარქოს გალავანზე. სასიამოვნოა, რომ საფრანგეთში ამ ლოგოთი დღესაც გამოდის მაისურები, ქამრები, სანთებელები და კონცერტების დროს დიდი რაოდენობით იყიდება... ბილეთები არ იშოვებოდა. შავ ბაზარზე ბილეთების ფასმა ათას დოლარს მიაღწია. ვინც გარეთ დარჩა, ავტოგრაფებს ითხოვდნენ. ამდენი ხელმოწერა ჩვენში გავრცელებულ ბიუროკრატულ ქაღალდებზეც არ დამჭირვებია. ანსამბლის „ოქროს დისკიც” გამოიცა...
მაყრიონი ტროლეიბუსიდან
  ერთხელ მე და ჩემი ახალშერთული მეუღლე ტროლეიბუსში ავედით. სანამ ბილეთს ვიყიდდი, ჩემმა მეუღლემ წინ ადგილი დაინახა და წავიდა. ახალგაზრდა ბიჭები ისხდნენ. გოგონა რომ დაინახეს, მიაძახეს – ქალიშვილოო. მივუახლოვდი და ხაზგასმით, მკაფიოდ ვუთხარი: ბიჭებო, ეს ქალიშვილი ჩემი მეუღლე არის-მეთქი. ვა, მომილოცავს, უკვე მოიყვანე ცოლი, ძმაო? წამო, ჩავიდეთ, ვიქეიფოთ, არ უნდა აღნიშნო ცოლის მოყვანაო? ატეხეს ერთი ამბავი. მართლაც, გაჩერდა თუ არა ტროლეიბუსი, ჩამოვედით და იქვე რესტორანში შევედით. ასე გადავიხადე უცხო ხალხისთვის პატარა ქორწილი.
„შერცხვენილი რძლები“
  ჩემი ბიჭი 17 წლის იყო, როცა ცოლი შეირთო, რძალი კი 16 წლის გახლდათ. ძალიან გამიხარდა შვილის ბედნიერება, თან, პირველი რძალია და მინდა, „მამა“ დამიძახოს. ვერა და ვერ მოახერხა. როცა რამე დასჭირდებოდა, მომიახლოვდებოდა და მეტყოდა: ისა, იცით, თქვენ... რას ვეტყოდი, ჩემს ხელში გაზრდილი ბავშვი იყო. ერთ დღესაც, ოჯახის წევრები სუფრას შემოვუსხედით. ეს ჩემი რძალი გვემსახურება. ცოტა დავლიე და შევზარხოშდი. უცებ, ტელეფონის ზარია. აიღო ჩემმა რძალმა ყურმილი, მერე მომიახლოვდა და მითხრა: ისა, თქვენ გთხოვენ ტელეფონზეო. მომენტს ჩავეჭიდე და ვუთხარი, გამოიხედე, გოგო, აქეთ-მეთქი. შემომხედა – დიახ, გისმენთო. დიახ კი არა, შენ სანამ დედას ამას-იმას არ გიზამ, მანამდე „მამას“ არ დამიძახებ-მეთქი.
უნდა გენახათ, როგორი თვალებით შემომხედა. სამწუხაროდ, გაშორდნენ ჩემი შვილი და რძალი ერთმანეთს. ჩემმა ვაჟმა მეორე ცოლი მოიყვანა, წარმოშობით სვანი. ერთი მეგობარი მყავდა – ჯოტია ონიანი. ტრადიციების პატივისმცემელი, ვაჟკაცი და კარგი ადამიანი გახლდათ. რომ გაიგო, სვანი რძალი მყავს, გაგიჟდა სიხარულით. ერთ დღესაც დიდ სუფრასთან მოვხვდით. ერთი სიტყვით, დიდი პურმარილია და სერიოზული ხალხია მოწვეული. ადგა ჯოტია, წავიდა და ყველას დასანახავად სუფრის თავში დადგა. მივხვდი, რაღაცას მიჩალიჩებდა. უცებ ხმამაღლა, სვანური კილოთი დამიძახა, ყველას რომ გაეგო, ისე: ჯემალ, ეს მეორე რძალი რომ მოიყვანე, როგორია, „მამას“ გეძახისო? მეც, არც ვაციე, არც ვაცხელე და მივაძახე: მამას კი მეძახის, მაგრამ დედას აქეთ იმას მიშვება-მეთქი“.



скачать dle 11.3