კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 ავიშვიშებულები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ვინ შეკაზმავს ბალახს

  კორონავირუსი დედამიწას დამოკლეს მახვილივით ჩამოაწვა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი თანამემამულეები ამ ფაქტს ვაი-ვიშით აღიქვამენ (თითქოს რუსთაველი უცხოპლანეტელი ყოფილიყოს და არ იცოდნენ, რომ დაღრეჯვით ვერც სიკვდილს შეაჩერებენ და ვერც უბედობას). მაგრამ შესაძლოა, ეს, სულაც, არ იყოს შორს საღი აზრისგან (ოღონდ სულ სხვა მიმართულებით), რადგან ჩინეთში, დიდი ალბათობით, ველური ცხოველების მირთმევას აკრძალავენ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვის მიზნით. მეორე მხრივ, სიკვდილით დაისჯება ის, ვინც ამ ვირუსის შეყრას დამალავს. მეორე ამბავი მათი გასარჩევია, თუმცა აი, პირველმა გადაწყვეტილებამ კი დედამიწელები, არ არის გამორიცხული, მშივრები დატოვოს.
  მარტივი არითმეტიკაა: ჩინეთის მილიარდ-ნახევრიანმა მოსახლეობამ რომ თავი დაანებოს მათთვის სპეციფიკური ცხოველებით ჭამა-სმას და დანარჩენ დედამიწელებს ხორცის სხვა სახეობებში ჩაუსხდნენ წილში, ადვილი წარმოსადგენია, რა დეფიციტია მოსალოდნელი (ჩვენ თავი მაინც ქუდში გვაქვს - რადგან, ბოლოს და ბოლოს, ნებისმიერი ბალახებისგან შევკმაზავთ ფხალეულს).
  აქვე კორონავირუსით შეშინებულ-შეშფოთებულებს მინდა, გავახსენო მარტივი სტატისტიკა: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით – დედამიწაზე (რომლის მოსახლეობაც 2019 წლისთვის 7.7 მილიარდი იყო) ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანი იხოცება მოწევით და, ამის მიუხედავადაც, სახელდობრ, საქართველოს მოქალაქეებს პაპიროსები ხელიდან ვერც ამან გააგდებინა და ვერც გაძვირებამ. ასე რომ, თითოეული ზუსტად იმ დღეს დავემშვიდობებით წუთისოფელს, როცა გვიწერია, ამიტომაც, თავიც დავიცვათ (დავიბანოთ ეს ოხერი ხელები და, მაინცდამაინც, ნურც სახეში დავუცემინებთ ერთმანეთს) და ხალისიანად გავატაროთ ორი დღის სიცოცხლე.



скачать dle 11.3