კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 ძმობა-მტრობა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ დოყლაპიების ხეირი

  სანამ ჩვენში კორონავირუსზე მოთქვამდნენ (და მერე რა, რომ ჯერ სიმშვიდეა და ასეც იქნება?! ხომ უნდა გავერიოთ მსოფლიო მარაქაში?!), სირიაში ამბები დატრიალდა, შესაძლოა, აქედან რუსულმა ავიაგამანადგურებელმა გადაგვშხუილოს თავზე, ხოლო იქიდან – თურქულმა და კორონა გაგვიხდეს სანატრელი (იმიტომ რომ იკურნება).
  როგორც მოსალოდნელი იყო, თურქეთის სამხედრო დაჯგუფებები რუსეთის სამხედრო ძალებმა (პროასადისტური ძალებით შენიღბულებმა) დაბომბეს (სავარაუდოდ, რუსეთი არ დაელოდა ერდოღანის ულტიმატუმის ვადის გასვლას და ღოჯები გამოაჩინა). დაღუპულთა ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა ასზე მეტი უნდა იყოს. საპასუხოდ, თურქეთში უშიშროების საბჭო შეიკრიბა და უდიდესი ალბათობით (ჟურნალი უკვე დაბეჭდილი იქნება), თურქეთი სირიას ომს გამოუცხადებს (ისიც კი ითქვა, შესაძლოა, რუსეთსაცო, მაგრამ ეს ვარიანტი ჩვენთვის არაა ხელსაყრელი, ამიტომაც ისევ თურქეთ-სირიის ომის ვერსია განვიხილოთ). საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ თურქეთმა „ნატოს“ მეხუთე მუხლის ამოქმედება სთხოვა, რუსეთმა კი სამხედრო ხომალდები დაძრა ახლო აღმოსავლეთისკენ. აი, აშშ კი მოვლენებს შორიდან აკვირდება (ყველაზე მოხერხებული და გონივრული პოზაა) და თუმცა ყურისძირში ომი ჩვენთვის სასიამოვნო ამბავი არ არის, ის მაინცაა გულდასამშვიდებელი, რომ პოლიგონად ახლო აღმოსავლეთია არჩეული და არა – სამხრეთ კავკასია. რაც მთავარია, მოვლენები ისევ ისე ვითარდება, რომ ჩვენნაირი დოყლაპიები ისევ ვიხეირებთ (სხვათა შორის, ამას ჰქვია წილხვედრობა, სხვას კი არაფერს?!).


скачать dle 11.3