კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 იაგო ხელია – ექიმი ოქროს ხელებით – თქვენი გულის სამსახურში

  კარდიოლოგ-ინტერვენციონისტი ექიმი ოქროს ხელებით – იაგო ხელია დიდი პროფესიონალიზმითა და იშვიათი ოპერატიულობით გამოირჩევა. პაციენტების საყვარელი ექიმი ფიქრობს, რომ ექიმის გულისხმიერი დამოკიდებულება ეფექტურად აისახება მკურნალობაზე. თქვენი გულის მკურნალი ყოველდღიურად იბრძვის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
  სამუშაო ადგილი და თანამდებობა: თსსუს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გულ-სისხლძარღვთა კათეტერიზაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, კარდიოლოგ-ინტერვენციონისტი.
  იაგო ხელია: მედიცინასთან ოჯახური კავშირი არ მაქვს, მაგრამ ბავშვობიდან მქონდა სურვილი, ექიმი გავმხდარიყავი. მე მიყვარს ჩემი პროფესია და 15 წელია, ვემსახურები ამ საქმეს. მიყვარს ადამიანები და მათი ჯანმრთელობის სამსახურში ყოფნა, ერთდროულად, დიდი პასუხისმგებლობა და სიამოვნებაა.
– არიან კონკრეტული ადამიანები, პედაგოგები, რომლებმაც გარკვეული როლი შეასრულეს თქვენს ძლიერ პროფესიონალად ჩამოყალიბებაში?
– რა თქმა უნდა, არის რამდენიმე პედაგოგი, მაგრამ გამოვარჩევდი პროფესორებს – შალვა რცხილაძესა და მერაბ მამაცაშვილს, რომლებსაც მადლობას გადავუხდი ჩემდამი გაწეული შრომისთვის.
– როდის დაიწყეთ დამოუკიდებლად მუშაობა და როგორია თქვენი შესრულებული ოპერაციების სტატისტიკა დღეს.
– დამოუკიდებლად ვმუშაობ 2008 წლიდან. ჩატარებული მაქვს, დაახლოებით, ოცი ათასამდე კორონაგრაფია და კორონარული ანგიოპლასტიკა, როგორც მწვავე, ასევე გეგმიური შემთხვევები, აქედან, დაახლოებით თორმეტი ათასამდე – წარმატებული ანგიოპლასტიკა, ანუ სტენტირება.
– რა შემთხვევაშია საჭირო კორონაგრაფია?
– თუ ექიმი კარდიოლოგი ჩათვლის, რომ პაციენტს აღენიშნება სტენოკარდიული ჩივილი, კეთდება კორონაროგრაფია. რის შემდეგაც ირჩევა მკურნალობის მეთოდი – 1. მედიკამენტური თერაპია. 2 სტენტირება. 3. აორტოკორონარული შუნტირება.
– რა შემთხვევაში ხორციელდება სტენტირება?
– კორონარული არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანების შემთხვევაში, როდესაც არის მაღალი ხარისხის შევიწროება ან ოკლუზია.
– რთული და უნიკალური შემთხვევა თუ შეგიძლიათ, გაიხსენოთ?
– ბევრი რთული შემთხვევა მქონია. გამიჭირდება კონკრეტულად ცალკეული შემთხვევის გამოყოფა. ხშირად მოგვმართავენ ისეთი პაციენტები, მეზობელი ქვეყნებიდანაც კი, რომელთაც ღია წესით ოპერაციაზე უარი ეთქვათ სხვადასხვა მიზეზის გამო. აღნიშნული სირთულის პაციენტები კარგი შედეგით, კმაყოფილები მიდიან კლინიკიდან. გარდა კორონარული არტერიების ანგიოპლასტიკისა, გამოცდილება მაქვს საძილე არტერიების, თირკმლის არტერიების, ზემო და ქვემო კიდურების ანგიოგრაფიისა და ანგიოპლასტიკის ჩატარების.
– რა უნდა იცოდეს პაციენტმა იმისთვის, რომ მწვავე კრიზისულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეს?
– დაავადების განვითარებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ განწყობას, შაქრიან დიაბეტს, არტერიულ ჰიპერტენზიას, ჭარბ წონას, ადინამიურობას, მავნე ჩვევებს (თამბაქო და ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება). ზემოთ ხსენებული რისკ-ფაქტორების ქვეშ მყოფმა ადამიანებმა კარგი იქნება, დროულად მიმართონ ექიმს პროფილაქტიკის მიზნით, რათა გამოირიცხოს გულის იშემიური დაავადება.
– გარდა დიდი პროფესიონალიზმისა, მუშაობის სწრაფი ტემპიც გამოგარჩევთ. ამბობენ, რომ ოქროს ხელები გაქვთ, როგორ ახერხებთ ასეთ სწრაფ რეჟიმში პაციენტის გამოკვლევას?
– ეს დამოკიდებულია ცოდნაზე და გარკვეულწილად, ხანგრძლივ გამოცდილებაზე. ჩვენს პაციენტებს რაც სწრაფად და ხარისხიანად გაეწევა სამედიცინო დახმარება, როგორც ურგენტულ, ასევე, გეგმიურ შემთხვევაში, მით უფრო სასურველ შედეგს ვაღწევთ. იმიტომ რომ ხშირად წამებსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება გამოკვლევის ხანგრძლივობას, ორ-სამ წუთშიც კი გამიკეთებია კორონაგრაფია და ოთხ-ხუთ წუთში კორონარული ანგიოპლასტიკა. საუბარია არა გეგმიურ, არამედ მწვავე შემთხვევაზე.
– პაციენტების საყვარელი ექიმი ხართ, ალბათ, ბევრი ისეთი პაციენტიც გყოლიათ, რომელიც დაგამახსოვრდათ?
– პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ექიმი გულისხმიერად მოეკიდოს პაციენტს. ამდენი წელი ამ სფეროში ვარ. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კმაყოფილი პაციენტია და კონკრეტულად გამოყოფა გამიჭირდება, მაგრამ არიან ისეთი პაციენტები, რომლებთანაც ვმეგობრობ.
– დღეს ჩვენს სფეროში უცხოური გამოცდილება დიდ პრივილეგიად ითვლება. თქვენ რამდენად მჭიდრო კავშირი გაქვთ უცხოელ კოლეგებთან?
– რა თქმა უნდა, უცხოელ კოლეგებთან კავშირი გვეხმარება მკურნალობის თანამედროვე მეთოდების ათვისებასა და ჩვენს რეალობაში დანერგვაში. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მიწევს სხვადასხვა ქვეყანაში მივლინება – გერმანია, ისრაელი, საფრანგეთი, თურქეთი.
– პრევენციისთვის რას ურჩევდით მოსახლეობას?
– მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტიურობა, სწორი კვება, მავნე ჩვევებზე უარის თქმა.
– რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი ბედნიერება?
– ბევრი გადარჩენილი სიცოცხლე, კმაყოფილი და გამოჯანმრთელებული პაციენტი.
скачать dle 11.3