კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 რაც მოგივა დავითაო...


ღმერთმა შექმნა ვირი და უთხრა:
 - შენ იქნები ვირი, იმუშავებ გათენებიდან დაღამებამდე დაუღლელად, ზურგზე დიდი ტვირთი გექნება აკიდებული. შენ არ გექნება ინტელექტი და იცხოვრებ 50 წელი. ვირმა უპასუხა: მე ვიქნები ვირი, მაგრამ 50 წელი ძალიან ბევრია ასეთი წამებისთვის, მხოლოდ 20 მომეციო. ღმერთმა აუსრულა მას ეს თხოვნა. შემდეგ ღმერთმა შექმნა ძაღლი და უთხრა: შენ იქნები ძაღლი, დაიცავ ადამიანის სახლს, იქნები მისი საუკეთესო მეგობარი. იმას შეჭამ, რასაც ის მოგცემს. მე გაძლევ 30 წელს... ძაღლმა უპასუხა:  დაე, ვიყო ძაღლი, მაგრამ 30 წელი ძალიან ბევრია, მხოლოდ 15 დამიტოვეო. ღმერთმა აუსრულა მას ეს თხოვნა... შემდეგ ღმერთმა შექმნა მაიმუნი და უთხრა: შენ იქნები მაიმუნი, ტოტიდან ტოტზე იხტუნავებ და ტრიუკებს შეასრულებ. შენ ხალხს გაართობ და ამისთვის იცოცხლებ 20 წელი. მაიმუნმა უპასუხა: ამისთვის მე 10 წელიც მეყოფა. ღმერთმა აუსრულა მას თხოვნა. საბოლოოდ ღმერთმა შექმნა ადამიანი და უთხრა: შენ იქნები ადამიანი - ერთადერთი რაციონალური არსება დედამიწაზე ... შენ გამოიყენებ ინტელექტს და იბატონებ ცხოველებზე ... შენ იქნები სამყაროს დომინანტი და ამისთვის მოგცემ 20 წელს ... ადამიანს ეცოტავა და სთხოვა: 20 წელი ძალიან ცოტაა... მომეცი მე ის 30 წელი, რომელზეც ვირმა თქვა უარი, ის 15 წელი, რომელიც ძაღლმა უარყო და ის 10 წელი, რომელიც მაიმუნმა დაიწუნა... ღმერთმა აუსრულა მას თხოვნა. ამის შემდეგ ადამიანი 20 წელი ცხოვრობს ადამიანურად... შემდეგ მოჰყავს ცოლი და 30 წელი ცხოვრობს ვირივით - ყველა ტვირთი ზურგზე აქვს აკიდებული და დილიდან საღამომდე დაუღალავად შრომობს. როცა მისი შვილები გაიზრდებიან, 15 წელი ცხოვრობს ძაღლურად - სახლს დარაჯობს და იმას ჭამს, რასაც აძლევენ. როცა დაბერდება, პენსიაზე გადის, 10 წელი მაიმუნის ცხოვრებით ცხოვრობს - ერთი შვილის სახლიდან მეორისაში დახტის, აკეთებს უამრავ „სისულელეს“ და ამით ართობს შვილიშვილებს.
скачать dle 11.3