კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 როგორ გააშაყირა გრიგოლ აბაშიძემ გალაკტიონი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ცნობილი ქართველი პოეტი და მთარგმნელი გრიგოლ აბაშიძე ფენომენური მეხსიერებით იყო დაჯილდოებული, თან ხუმრობაც ძალიან უყვარდა.
  ერთხელ ირაკლი აბაშიძესთან ცნობილი პოეტები იყვნენ შეკრებილები, სადაც გრიგოლ აბაშიძეც იყო მიწვეული. სტუმრებმა გალაკტიონს ახალი ლექსის წაკითხვა სთხოვეს და გალამაც საკმაოდ გრძელი ლექსი წაუკითხა. ცოტა ხანში, ოთახში დაგვიანებული გრიგოლ აბაშიძე შემოვიდა. სტუმრებმა მასაც სთხოვეს ლექსის წაკითხვა და გრიგოლმა სწორედ ის ლექსი წაიკითხა თავიდან ბოლომდე, რომელიც სულ რაღაც ათიოდე წუთის წინ გალაკტიონმა... გალა გრიგოლს მივარდა და უთხრა:
– როდის დაწერე ეს ლექსი?
– წუხელ, – მიუგო გრიგოლმა.
– მეც წუხელ დავწერე ზუსტად ასეთი ლექსი და საოცრებაა, რომ ორივემ ერთდროულად დავწერეთო, – თქვა მიამიტმა პოეტების მეფემ.
საქმე კი ის იყო, რომ ახალმოსული გრიგოლ აბაშიძე კართან იდგა და ისმენდა გალაკტიონის ლექსს. თავისი მეხსიერების წყალობით კი აბსოლუტურად ზუსტად დაიმახსოვრა და დიდი პოეტი გააშაყირა.



скачать dle 11.3