№9 ბრძნული აზრები
კაფკა: მხოლოდ სიბნელეში შეიძლება, დავინახოთ ვარსკვლავები.
შოპენჰაუერი: იმის დანახვა კი არაა საქმე, რაც აქამდე არავის დაუნახავს, არამედ ფიქრი იმაზე, რაზეც ჯერ არავის უფიქრია, იმის შესახებ, რასაც ყველა ხედავს.
ვოვენარგი: ადამიანი, რომელიც სულელებისთვის წერს, ყოველთვის დარწმუნებულია, რომ ბევრი მკითხველი ეყოლება.
პაულსი: გადაშენების პირას არა მხოლოდ ცხოველები, არამედ გრძნობებიც დადგნენ.
მამარდაშვილი: სადაც არის რისკი, იქვეა მარტოობაც. რისკში ჩვენ მარტონი ვართ, მარტოობა კი იმის პირობაა, რომ ვვითარდებით.
მონტენი: რასაც ადამიანები ბედს უწოდებენ, არსებითაც მათივე ჩადენილ სისულელეთა გროვაა.
ჰესე: ქვეყნად ვერ ნახავ კაცს, ჭკუა ჰქონდეს და გულში რამე არ სტკიოდეს.
ნიცშე: ნუ შეუბერავ სულს სხვის სანთელს, ის არ შემატებს ბრწყინვალებას შენსას.
უზნაძე: როდესაც ცხოვრებაში შენიანს შეხვდები, მიხვდები, რატომ ვერ უგებდი სხვებს.
რუმი: ყველაზე უარესი მარტოობაა – დარჩე მათ შორის, რომლებსაც შენი არ ესმით.
ცვაიგი: ღმერთი ერთდროულად ყველგან ვერ იქნებოდა – ამიტომაც შექმნა დედა.
ვოლტერი: არ იყო ისეთი ტკბილი, შეგჭამონ. არც ისე მწარე – გადმოგაფურთხონ.
რუსო: ყრუმ მოისმინა მუნჯის საუბარი, რომ ბრმამ დაინახა, თუ როგორ გარბოდა კოჭლი სწრაფად.
ოდენი: ღმერთო, მომეხმარე, რომ ფეხზე დავდგე, წაქცევას მე თვითონ მოვახერხებ.
მარკესი: ნამდვილი მეგობარი ისაა, ვინც შენს ხელს დაიჭერს და გულისცემას იგრძნობს.
კლუჩევსკი: ყოველთვის, როდესაც თავს იგრძნობ მარტოსულად და არაფრისმაქნისად, გაიხსენე, რომ გაქვს 26 მილიარდი ანტისხეული, რომლებიც მოგზაურობენ შენს ვენებში და თითოეული მზადაა განადგურდეს შენს გადასარჩენად.
უაილდი: ვინც კარგ, გამგებიან და ლამაზ ქალს ეძებს, ეძებს არა ერთ, არამედ სამ ქალს.
შილერი: საუკეთესო სახელმწიფო და საუკეთესო ქალი იმით შეიცნობა, რომ არც ერთ მათგანზე არ ლაპარაკობენ.