№9 ხასიათი პომადაში
ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე
ეს ტესტი ქალბატონებისთვისაა. უფრო სწორად, იმ ქალბატონებისთვის, ვინც პომადას რეგულარულად მოიხმარს და ამ ნივთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. დააკვირდით სურათს და გადაწყვიტეთ, რომელი პომადაა თქვენი ფავორიტი. მერე პასუხები ნახეთ.
პასუხები:
1. თუ ასეთი ტიპის პომადას ირჩევთ, ვერ იტანთ უწესრიგობასა და დაუდევრობას. მკვეთრად გამოხატული გაწონასწორებული ხასიათი გაქვთ და კონფლიქტებისკენ მიდრეკილებით არ გამოირჩევით. მართალია, ცრემლების ფრქვევა არ გახასიათებთ, მაგრამ უფრო რომანტიკული ქალი ხართ, მეგობრული, კომუნიკაბელური და კეთილი.
2. სიცოცხლისმოყვარული, საკმაოდ იდუმალი და ცოტა სარკასტული ხართ. ყველაფერს კარგად აანალიზებთ, თუმცა ენა წინ არ გისწრებთ და ამაზე არ ლაპარაკობთ. იცხოვრო ისე, როგორც ყველა – ეს თქვენი სტილი არ არის. არ გიყვართ შეზღუდვები. არჩევთ მეგობრებს. ხართ თავდაჯერებული და ძალიან გსიამოვნებთ ყურადღება.
3. მოგწონთ ურთიერთობები, თუმცა ადამიანებთან დაახლოება ცოტა გიჭირთ. იდეალური ცოლი იქნებით იმ მამაკაცისთვის, ვისაც სახლში წესრიგი და ჰარმონია სჭირდება. საქმიანი ადამიანი ხართ, მოგწონთ ხალხში ყოფნა, მაგრამ თავს ძირითადად ოჯახს უძღვნით.
4. საკმაოდ კომუნიკაბელური ხართ, თამამი და თავგადასავლების მოყვარული. მრავალფეროვანი ინტერესები გაქვთ, მაგრამ თქვენი ნაკლი გაფანტულობა და არამუდმივობაა, იმასაც კი ვერ იხსენებთ ხოლმე, სად გდია თქვენი პომადა, თუმცა დეტექტივის თვისებებიც გაქვთ.
5. იმ ქალთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომელთაც დიდი წარმოსახვის უნარი აქვთ და სენტიმენტებისა და რომანტიკისკენ არიან მიდრეკილი. მოგწონთ ყველაფერი ახალი და ყოველთვის რამე საინტერესო თავგადასავალს ეძებთ. ენერგიული, მოსიყვარულე და შემოქმედებითი ნატურა ხართ.
6. ცნობისმოყვარე და ამასთან, პრაქტიკული ქალი ხართ, ვინც იცის, რა უნდა და რა აკლია. დიდად აფასებთ სიცოცხლეს. ენერგიული, ლაპარაკის მოყვარული და თანაგრძნობის უნარით დაჯილდოებული, ერთგული ადამიანი ხართ, თუმცა, ზოგჯერ, ეგოისტიც. ძალიან გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა.
7. სიცოცხლით სავსე, პირდაპირი და უშუალო ადამიანი ხართ. გიყვართ ბავშვები. რასაც ფიქრობთ, ყველას ყოველთვის პირში ეუბნებით, თუმცა ყურადღებას აქცევთ სხვების აზრს. თქვენნაირი ქალები გამოირჩევიან მიზანდასახულობით, საიმედოობით და სწრაფი რეაქციით. ძალიან სანდო ადამიანი ხართ, თანაც, მაღალი მორალით.
8. დიდი გეგმები გაქვთ, რომლებიც ხშირად განუხორციელებელი გრჩებათ. ანგარიშიანიც ხართ, თუმცა ყოველთვის ვერ ახერხებთ იყოთ პრაქტიკული. გიყვართ მეგობრები, თუმცა ქალების კამპანიას მამაკაცების გარემოცვაში ყოფნას ამჯობინებთ. მოგწონთ მათი ყურადღება. ცოტა მორიდებული და თავშეკავებული ხართ, თუმცა ორგანიზებული და ძალიან კრეატიულიც.