კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 ცოლი მიყვარს, მაგრამ საყვარელს თავს ვერ ვანებებ

  პირად ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა, რადგან ჩემი რჩეული ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორიც მინდოდა. სიყვარული კიდევ უფრო გაღრმავდა, როცა დავქორწინდით, შვილები გაჩნდნენ და მივხვდით, ცხოვრებაში საერთო ინტერესი და მიზანი გაგვაჩნდა. ყველა აღნიშნავდა: იშვიათია, ცოლ-ქმარი ასე ჰგავდეს ერთმანეთს, ასე უგებდეს და ქმნიდეს მომავალს ერთმანეთის აზრის გათვალისწინებითო. დიახ, სწორედ ასე იყო და დღესაც ასეა. მიყვარს და ვაფასებ, თუმცა, ცოლის პარალელურად, მყავს საყვარელი, რომლის მიმართ არანორმალურ ვნებას განვიცდი. ეს ამბავი იმდენად გასაიდუმლოებულია, არავინ იცის და ვცდილობ, მაქსიმალურად მოვარიდო გარშემო მყოფების ყურადღებას. ისე ვანაწილებ დროს, ოჯახშიც დროულად მივიდე და არც საყვარელ ქალს მოვაკლო ყურადღება. ბევრი იტყვის: ეს ამორალური ქცევაა, როგორ შეიძლება, ცოლი გიყვარდეს და თან, საყვარელიც გყავდესო. მეც ასე ვფიქრობდი, სანამ თავად არ ავღმოვჩნდი ასეთ სიტუაციაში. არ ვეთანხმებოდი, როცა ძმაკაცები ამბობდნენ: აბა რა, კაცს საყვარელი უნდა ჰყავდეს. რა პრობლემაა, თუ ცოლი ვერ გაიგებს და მამაკაცი თავის ვნებებს მის იქით დაიკმაყოფილებსო. ამ აზრს არც ახლა ვეთანხმები. მე ვნებებს კი არ ვიკმაყოფილებ საყვარელთან, მართლა მიყვარს, თუმცა ცოლის გარეშე ცხოვრებაც ვერ წარმომიდგენია. ალბათ, ეს ამბავი რომ გახმაურდეს, სკანდალი მოჰყვება. თან, ცოლი თვალდახუჭული მენდობა და რომ მიფიქრია, რა შეიძლება, დაემართოს ამ ამბის გაგებისას, გული მტკივა. არც მას მინდა ვაწყენინო და არც იმ ადამიანს, ვისთანაც, მართალია, ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობ, მაგრამ თავისებურად მიყვარს და თუ დიდხანს ვერ ვნახე, სიგიჟემდე მენატრება. არასდროს ვყოფილვარ ეჭვიანი და ამ ბოლო დროს, გავხდი. სულ მგონია, საყვარელს ვიღაც მართმევს და განვიცდი. ვიცი, სულ ჩემ გვერდით ვერ იქნება, მაგრამ მინდა, მხოლოდ ჩემი იყოს და სხვა კაცისკენ არ გაიხედოს. ამას წინათ, მასთან რომ მივედი, ყვავილები დამხვდა. გულზე მომხვდა, ვკითხე, ვინ მოგართვა-მეთქი და ხუმრობით მიპასუხა: კი არ დავბერებულვარ, თაყვანისმცემლები მეც მყავსო. მეც ღიმილში გავუტარე, მაგრამ მეწყინა, მეტკინა და დავფიქრდი. რომ წარმოვიდგინე, შეიძლება, სხვა კაცის გვერდით ვნახო, გული ამიჩქარდა, ამას ვერ გადავიტან. ბიძაჩემს ჰყავდა საყვარელი და მახსოვს, ბიცოლაჩემმა რომ გაიგო, სახლში საშინელება დატრიალდა. იყო გაწევ-გამოწევა, ყვირილი, ჩხუბი და საბოლოოდ დაშორდნენ. არადა, მათი სიყვარულის ისტორია ლამის მთელმა ქალაქმა იცოდა. სულ ხელჩაკიდებული დადიოდნენ, მზე და მთვარე ამოსდიოდათ ერთმანეთზე და სწორედ, საყვარელი გახდა ამ სიყვარულის დასასრულის მიზეზი. დღეს, მეც ორ ქალს შორის ვდგავარ და მიჭირს იმის გააზრება, რომელიმემ რომ მიმატოვოს. ალბათ, ეს კაცური სისუსტეა და გადაულახავი პრობლემაც არ არსებობს. თუმცა, მინდა ისე გაგრძელდეს ჩემი ცხოვრება, როგორც დღეს არის. ცვლილებებს, დაშორებებს, სკანდალსა და ღალატს ნამდვილად ვერ გავუძლებ და გადავიტან. არ ვიცი, ეს ურთიერთობა, დამალვები და ჩუმად შეხვედრები როდემდე გასტანს, მაგრამ ამის გაფიქრებაც არ მინდა. მირჩევნია, იმ რეალობით ვიცხოვრო და დავტკბე, რაც დღეს ჩემს თავს ხდება. მომავალში რა მოხდება, ამაზე რომ ვიფიქრო და ვიმარჩიელო, წინასწარ ტყუილად უნდა დავისტრესო თავი. მირჩევნია, ფრთხილად ვიმოქმედო და ცოლიცა და საყვარელიც ისე მყავდეს, არ დაზარალდნენ და მეც ბედნიერი ვიყო.
ნიკა, 34 წლის.
скачать dle 11.3