კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1988 წლის 5 დეკემბრის ღამეს.  მონდომების მიუხედავად, არასდროს მიმართლებს. გთხოვთ, მირჩიოთ, რას მოვკიდო ხელი, რომ წარმატებებს მივაღწიო, კონკრეტულად, რომელი საქმიანობის სფეროა ჩემთვის მისაღები?
პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანი პროფესიებია: მედიცინიდან – ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, ასევე, სახელმწიფო მაღალ ეშელონებში ადმინისტრაციულ-ორგანიზატორული საქმიანობა, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, გასართობი ინდუსტრია, სამეცნიერო კვლევა. ამ სფეროებში წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შანსი გაქვთ.
კითხვა: დავიბადე 1989 წლის 29 დეკემბერს. რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს დავუკავშირო ბედი, რომ პირად ცხოვრებაში ბედნიერი ვიყო?
პასუხი: თქვენთვის სასურველი პარტნიორები არიან: თხის რქა, ლომი, ვერძი, მერწყული და სასწორი. მოერიდეთ ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ურთიერთობას. კარგად დააკვირდით, უსმინეთ ინტუიციას და შემდეგ გამოიტანეთ დასკვნა, მისაღებია თუ არა ის პიროვნება თქვენთვის. სხვა ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან ურთიერთობა კი, საშუალოა.
კითხვა: ჩემი და 1980 წლის 25 ივლისს დაიბადა. სურვილი აქვს გაემგზავროს უცხოეთში და იქ მოსინჯოს ძალები. რომელ ქვეყნებს ურჩევთ?
პასუხი: თქვენს დას, კარმული თვალსაზრისით, უცხოეთთან დაკავშირებით, გარკვეული წინაღობები და ბარიერები აქვს. ამიტომ, შესაძლოა, იქ ჩასულმა ადვილად ვერ ააწყოს ცხოვრება. თუ მაინც გადაწყვიტა წასვლა, უნდა გამოავლინოს ნებისყოფა და მოთმინება. ქვეყნებიდან კი კარგია: უკრაინა, ირლანდია, პოლონეთი, მოლდოვა, ბელგია, არგენტინა, ესტონეთი, ლატვია, ბულგარეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, შრი-ლანკა, ბრაზილია, ვიეტნამი, ფილიპინები, მალტა, კვიპროსი.
კითხვა: დავიბადე 1995 წლის 30 სექტემბერს, საღამოს საათებში. რა არის ჩემი კარმული მისია და ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანთან მელის სასურველი ქორწინება?
პასუხი: სასიყვარულო პარტნიორებიდან თქვენთვის მისაღებია ქალწულის, სასწორის, მერწყულის, ტყუპების, ლომის ან მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანი. რაც შეეხება თქვენს კოსმიურ-კარმულ მისიას, არის ის, რომ გამოავლინოთ ხასიათის საუკეთესო თვისებები. იყავით ორგანიზებული, დისციპლინირებული, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი, წინდახედული, ერთგული და გარშემოც ასეთი ადამიანები შემოიკრიბეთ. მოიწესრიგეთ ცხოვრება, რათა სწორად განვლოთ ევოლუციური განვითარების გზა დედამიწაზე. იყავით დემოკრატი, სხვებსაც დაუტოვეთ არჩევნის უფლება. ურთიერთობისას გამოიყენეთ დიპლომატია, პატივი ეცით ტრადიციებს და გაითვალისწინეთ ოჯახის წევრების აზრი – ეს მეტ წარმატებას მოგიტანთ.
скачать dle 11.3