კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 რა საიდუმლო გეგმა შეიმუშავა ბერიამ ქართველ ძალოვნებთან ერთად საქართველოს გასაძლიერებლად

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  „ვინ იყო ლავრენტი ბერია?“ რიტორიკული შეკითხვაა და ამაზე ამომწურავი პასუხი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, ახლა, სანამ ბოლომდე არაა გახსნილი საბჭოთა საიდუმლო არქივები, რომლებიც სრულ სიმართლეს ინახავს ლავრენტი პავლეს ძე ბერიაზე... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გენერალ-მაიორი სიმონ გლაზუნოვი წერს: „ბერიაზე არსებულ საიდუმლო დოკუმენტებს ჯერ კიდევ წინ აქვთ განსაიდუმლოების პროცესი. როცა იქნება, ეს მაინც მოხდება. ამით, რა თქმა უნდა, მრავალ საიდუმლოს აეხდება ფარდა და ჩემს კოლეგა-კვლევარებს მომავალში მეტი ინფორმაციის მიღების საშუალება ექნებათ, რითაც ბერიას პორტრეტის დახატვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ. მე კი, ჩემი მხრივ, ჩემს ხელთ არსებული ნამდვილი მასალის სიღრმისეულად შესწავლიდან გამომდინარე, ვიტყვი, რომ ლავრენტი ბერიას ჰქონდა ორი აშკარად გამოკვეთილი თვისება – ეშმაკობა და პატრიოტიზმი, რაც საქართველოს სიყვარულში გამოიხატებოდა... ძალიან ხშირად ლავრენტი ბერია ამ თვისებებს ერთ პრიზმაში აქცევდა და განსაცვიფრებელ შედეგებს იღებდა. ანუ, ერთი მხრივ, ის ასრულებდა კომუნისტური რესპუბლიკის ლიდერის ფუნქციებს და საბჭოთა ბელადის, სტალინის პროგრამას პირნათლად და დიდი წარმატებით ახორციელებდა. მეორე მხრივ კი, რუსეთის ყოფილი იმპერიის პერიფერიაში მდებარე პატარა, მაგრამ ძველი ერი, დიდ ინდუსტრიულ ასპარეზზე გამოჰყავდა და არა მარტო საბჭოური, არამედ ევროპული მასშტაბით. ბერიას ვაჟი, სერგო ბერია წერდა: „მამაჩემი თავგადაკლული კომუნისტი არასოდეს ყოფილა. თუმცა, ის არც საბჭოთა კავშირის მოღალატე იყო. ეს იარლიყი მას ხრუშჩოვმა და შეთქმულებმა მიაკერეს, რომ თავიანთი დანაშაული დაეფარათ. მამაჩემი გამოკვეთილი ერისკაცი იყო და განსაკუთრებულად უყვარდა საქართველო. ამ გრძნობას მეც ბავშვობიდანვე მინერგავდა და სწორედ, ამ სულისკვეთებით მზრდიდა. მამა იმ პერიოდში საქართველოსთვის იმაზე მეტს აკეთებდა, ვიდრე ეს დასაშვები იყო და მუდმივად დანის წვერზე დადიოდა, თანაც, უფსკრულის პირას და ყოველ წამს შეიძლებოდა, გადაჩეხილიყო...“ სტალინურ სახელმწიფოში ბერიას რანგის ადამიანებისთვის დანის წვერზე, უფსკრულის პირას სიარული თითქმის ნორმა იყო და აბსოლუტური უმრავლესობა ამას ვერ ახერხებდა და იღუპებოდა. ბერიამ კი არა მარტო შეძლო ეს, არამედ დაწინაურდა და თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა. თან, კრემლში გადაბარგებამდე, საქართველოში ბევრი რამ საათის მექანიზმივით ააწყო და რაც მთავარია, ქვეყანა ისე გააძლიერა სამხედრო კუთხით, რომ ამიერკავკასიაში მოწინავედ აქცია. ისტორიკოსი როი მედვედევი წერს: „ჩემი აზრით, ყველაზე საშიში ის იყო ბერიასთვის, რომ მან 30-იან წლებში საქართველო ყველაზე მილიტარისტულ რესპუბლიკად გადააქცია. იქ თავი მოუყარა იმ პერიოდისთვის საუკეთესო შეიარაღებას, თანაც ძალიან დიდი რაოდენობით. ამასთან ქართველი სამხედრო და სხვა ძალოვნები სანიმუშოდ იყვნენ მომზადებული. ლავრენტი ბერიას მიერ ყველაფერი ისე იყო გათვლილი და აწყობილ-დალაგებული, რომ დავუშვათ და კავკასიური ომი დაწყებულიყო,  თუნდაც მთელი კავკასია საქართველოს წინააღმდეგ წამოსულიყო, ქართული არმია მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალებით სულ რაღაც 7 დღეში სასტიკად დაამარცხებდა მტრებს...“
  ჯერ კიდევ 1932-1937 წლებში, იყო რა ლავრენტი ბერია ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი, ანუ ამიერკავკასიის კომუნისტების ლიდერი, მან სერგო გოგლიძესა და სხვა ერთგულ ქართველ სამხედრო-პარტიულ პირებთან ერთად შეიმუშავა საქართველოს ფარული მილიტარიზაციისა და დაცვა-შეტევის სამხედრო-სტრატეგიული გეგმა. ბერიამ შექმნა ისეთი ეკონომიკურ-ენერგეტიკული სისტემა, რომ ბაქოში მოპოვებული ნავთობი, ფაქტობრივად, ერთი ერთზე იცვლებოდა სასმელ წყალზე და ნავთობი სპეციალურ რეზერვუარებში დიდი რაოდენობით ინახებოდა, რომლებიც, ასევე, ბერიას მითითებით აიგო. ბერიას, რა თქმა უნდა, შეეძლო, აზერბაიჯანისთვის წყალსადენი აეშენებინა და იქ წყლის დეფიციტი აღარ იქნებოდა, მაგრამ ამას ის (ბერია) შეგნებულად არ აკეთებდა, რადგან სურდა, რომ აზერბაიჯანი საქართველოზე ყოფილიყო დამოკიდებული. სომხეთზე, ხომ,  ლაპარაკიც ზედმეტია, რადგან ეს რესპუბლიკა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით თითქმის სრულიად საქართველოზე იყო დამოკიდებული და საკმარისი იყო, რაიმე მიზეზით, მაგალითად, ეპიდემიის გამო, სომხეთ-საქართველოს ადმინისტრაციული საზღვარი ჩაკეტილიყო, რომ სომხეთში სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ შიმშილი და ენერგეტიკული კრიზისი დაიწყებოდა. ამგვარად, ბერიას მუშტში ჰყავდა მოქცეული ამიერკავკასიელი მეზობლები და მათი კეთილდღეობა მის ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული. ყველაფერთან ერთად, ბერიას ისეთი უსაფრთხოების სისტემა ჰქონდა და ამიერკავკასიაში ისეთი ჯაშუშური ქსელი ჩამოაყალიბა, რომ მოსკოვში საჩივლელად ვერავინ წავიდოდა. სომხეთ-აზერბაიჯანის პირველი პირები კი (მეორე მდივნები) ბერიას მოადგილეები იყვნენ. ბერიას გარეშე მოსკოვს ვერ დაეკონტაქტებოდნენ და არც აპირებდნენ ამის გაკეთებას, რადგან მისი ერთგულნი (განსაკუთრებით, მირ-ჯაფარ ბაგიროვი) იყვნენ... მოგვიანებით, ბერიამ ამიერკავკასიის ჯარების შტაბი თბილისში გააკეთებინა და ამით კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოს სამხედრო ძლიერება. ამგვარად, ლავრენტი ბერია საქართველოს მოდერნიზაციას საკუთარი რისკის ფასად ახორციელებდა, მართალია, ეშმაკური, ბევრჯერ კი უსამართლო და ძალისმიერი ხერხებითაც, მაგრამ მას კარგად ჰქონდა გააზრებული საქართველოს მწარე ისტორიული გამოცდილება და იცოდა, რომ მის სამშობლოზე უამრავ დამპყრობელს ჰქონდა დადგმული თვალი და დაცვა სჭირდებოდა.“

скачать dle 11.3