კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 ენცეფალიტი და მისი მკურნალობა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ენცეფალიტი ტვინის ანთებაა. გამომწვევი მიზეზების სიმრავლის მიუხედავად, მდგომარეობა ყველაზე ხშირად ვირუსული ინფექციითაა განპირობებული. ენცეფალიტი ან გრიპის მსგავს სიმპტომებს იწვევს, მაგალითად, ცხელება, თავის ტკივილი, ან ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს. გრიპის მსგავსი სიმპტომები საკმაოდ მძიმე ფორმებითაც შეიძლება გამოვლინდეს. გარდა ამისა, ენცეფალიტი ხშირად დაბნეულობის, თავბრუსხვევის, მგრძნობელობის ან მოძრაობის სხვადასხვა პრობლემითაც გამოვლინდება.
  ენცეფალიტი ხშირად სიცოცხლისთვის საშიში პროცესების განვითარების საფუძველია. ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოზი და მკურნალობა, რადგან შეუძლებელია, წინასწარ განისაზღვროს, რა ზიანის მომტანი გახდება დაავადება.
  ენცეფალიტის გამომწვევი მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, უცნობი რჩება. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ დაავადება ვირუსულ ინფექციას უკავშირდება. თუმცა ეს არ გამორიცხავს, ის ბაქტერიული ან არაინფექციური ანთებითი პროცესის შედეგი აღმოჩნდეს. ენცეფალიტის ორი ძირითადი ფორმა არსებობს:
პირველადი ენცეფალიტი – ეს მდგომარეობა ვითარდება მაშინ, როცა ვირუსი ან სხვა სახის აგენტი პირდაპირ აზიანებს ტვინს. ინფექცია შესაძლოა, ჩამოყალიბდეს ერთ კონკრეტულ უბანში ან გავრცელდეს ფართოდ. ენცეფალიტის ეს ფორმა შეიძლება იყოს იმ ვირუსის ხელახალი აქტივაციის შედეგიც, რომელმაც მანამდე სხვა დაავადება გამოიწვია.
  მეორადი ენცეფალიტი – ეს მდგომარეობა წარმოადგენს ორგანიზმის ნებისმიერ ნაწილში განვითარებულ ინფექციაზე იმუნური სისტემის არასათანადო რეაქციის შედეგს. ამ დროს იმუნური სისტემა ინფექციის გამომწვევ უჯრედებთან ერთად, შეცდომით, ტვინში არსებულ ჯანმრთელ ქსოვილებსაც აზიანებს.
  პოსტინფექციური ენცეფალიტი, ასევე, ცნობილი, როგორც მეორადი ენცეფალიტი, ხშირად თავდაპირველი ინფექციის ჩამოყალიბებიდან ორი ან სამი კვირის განმავლობაში ვითარდება. დაავადების გამომწვევი, ძირითადად, არის: ჰერპესვირუსი, ენტეროვირუსი, კოღოს და ტკიპას კბენით გავრცლებეული ინფექციები და ასე შემდეგ.
  მსუბუქი ფორმით მიმდინარე ენცეფალიტის მკურნალობა მოიცავს დასვენებას, სითხეების გადასხმასა და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებას. ხშირ შემთხვევაში ვირუსისგან გამოწვეული ენცეფალიტის მკურნალობა ანტივირუსული პრეპარატების გამოყენებასაც მოითხოვს. გვერდითი ეფექტი თირკმელების დაზიანებაა.
  ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს ხშირად სჭირდებათ სუნთქვის აპარატი და გულის მდგომარეობის რეგულარული შემოწმება, სითხეების ინტრავენურად გადასხმა – აუცილებელი მინერალების ჰიდრატაციისთვის, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება და სხვა მთელ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდები. გარდა ამისა, ენცეფალიტის მკურნალობის პროცესში ერთვება თერაპიული კურსი. ეს გულისხმობს ფიზიკურ თერაპიას – მოქნილობის, მოტორული კოორდინაციისა და ბალანსის დაცვის გაუმჯობესებისთვის, პროფესიულ თერაპიას – ყოველდღიური უნარ-ჩვევების გამომუშავება-შეგუებისთვის. ხშირად ენცეფალიტით დაავადებულ ადამიანებს თავიდან უწევთ საუბრის სწავლა, რადგან კუნთების კონტროლი და კოორდინაცია სრულიად მოშლილია. ფსიქოთერაპევტის დახმარებით კი პაციენტები აუმჯობესებენ ქცევით სტრატეგიებს.
скачать dle 11.3