კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 ცაცხვის სასარგებლო თვისებები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ცაცხვი უამრავი სასარგებლო თვისებებით გამორჩეული სამკურნალო მცენარეა. სწორედ ამიტომ ის ფართოდ გამოიყენება როგორც ხალხურ მედიცინაში, ასევე სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად.
  ცაცხვის ყვავილები შეიცავენ ეთერზეთს, ჰესპერიდინს, ტილიაცინს, საპონინებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას. ეთერზეთის შემადგენლობაში ნაპოვნია ფარნეზოლი.
  ცაცხვის ყვავილი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ნახარშებისა და ნაყენების სახით როგორც ოფლმდენი, ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი საშუალება. იყენებენ აგრეთვე ნერვული აღგზნების, კრუნჩხვების, უძილობის, თირკმელების, ღვიძლის ჰიპერტონული დაავადების დროს. ძალზე ეფექტურია ცაცხვის ყვავილების ჩაი გაცივების შემთხვევაში. მისი ნახარშები იხმარება აგრეთვე ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, მწვავე ბრონქიტების დროს. გამოიყენება, აგრეთვე, პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად ანთებითი პროცესებისა და ანგინის დროს. ცაცხვის ყვავილებს შეიცავს ყელში გამოსავლები სხვადასხვა ნაკრებიც.
  გაციების დროს 2 სუფრის კოვზ ყვავილს ამზადებენ, როგორც ჩაის – ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 20 წუთი, რის შემდეგ ნაყენი მზადაა გამოსაყენებელად. ან 1-2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ყვავილს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ადუღებენ 10 წუთი, გადაწურავენ და იღებენ 2-3 ჭიქას საღამოს.
  თირკმელების, ღვიძილსა და ჰიპერტონული დაავადების დროს ცაცხვის ჩაი უნდა მიიღოთ 3-ჯერ დღეში ნახევარი ჭიქა.
  ცაცხვის ყვავილებს ნედლეულად ამზადებენ თანაყვავილედის ფოთლებთან ერთად.  საუკეთესო დრო მათი დამზადებისთვის არის მაშინ, როდესაც ყვავილების ნახევარზე მეტი გაშლილია. შეგროვება უნდა დაიწყოთ მხოლოდ მშრალ ამინდში, დღის საათებში, რათა ყვავილებზე ნამი არ იყოს. ცაცხვი ყვავილობს 10-15 დღე, ამიტომ არ უნდა დაიგვიანოთ. შეგროვილ ყვავილებს თხელ ფენად შლიან და აშრობენ ჰაერზე ჩრდილში, საშრობებში 25-30 გრადუს ტემპერატურაზე. არ უნდა გამოაშროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყვავილები ჩამოცვივდება. მშრალი ნედლეული შეიძლება, შეინახოთ 2 წლის განმავლობაში.
 ხალხურ მედიცინაში განსაკუთრებული ადგილი აქვს ცაცხვის ნაცარს, რომელიც მიიღება ცაცხვის გამხმარი ტოტებისა და ქერქისაგან. ნაცრით მკურნალობენ კვებით ინტოქსიკაციას, ფილტვების ტუბერკულოზს, ფაღარათს, კუჭისა და ნაწლავების დაავადებებს, ღია სისხლმდენ ჭრილობებს.
  ცაცხვისგან იღებენ კუპრს, რომლითაც მკურნალობენ ეგზემას. მას კანის დაზიანებულ უბნებზე უსვამენ. ხველის დროს პაციენტს ზურგზე აფენენ კუპრით გაჟღენთილ ნაჭერს.
  ცაცხვის ქერქი შეიცავს ტრიტერპენულ შენაერთებს. ქერქს ზამთარში იღებენ, აშრობენ, ახმობენ, აქუცმაცებენ ან ფქვავენ. იყენებენ ნაყენისა ან ნახარშის დასამზადებლად.
  ხალხურ მედიცინაში გამოიყენება აგრეთვე ცაცხვის ფოთლების, ქერქისა და დაქუცმაცებული კვირტების ლორწოვანი ნახარშები ცხელი ან სველი საფენების სახით დამწვრობის, წყლულების, სარძევე ჯირკვლის ანთების, ბუასილის, რევმატიზმის, ნიკრისის ქარების დროს.
скачать dle 11.3