კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 ნუ დაადანაშაულებ სხვებს

  არავინ არაფერში გადანაშაულებს, თავად შეწყვიტე სხვათა დადანაშაულება და დამშვიდდები. არანაირი აზრი იმაში, რომ სხვები ადანაშაულო, არ არის. თუ სრულებით მართალი ხარ, დამშვიდდი, სუფთა სინდისი თავად განსასვენებელია. რისთვის გვინდა, ვეძებოთ სხვათა სიმართლე თუ სიცრუე? ყოველი საქმენი მისგან განმართლდება ან შეურაცხყოფილ იქმნება.
***
  მოკლედ გეტყვი, რომ უდროოდ მოვკიდე სხვათა ხასიათების გასწორებას და საკუთარი წარმოსახვითი უფლებების დაცვას. სხვებს ვერ გამოასწორებ. საკუთარ თავს კი შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენო. თუ გვსურს, მოვიღოთ ღვთის წყალობა და ცოდვათა მიტევება და შემდეგ ზეციური სასუფევლის მოპოვება, ყური დავუგდოთ იმას, თუ რას გვეუბნება უფალი და არა იმას, რასაც სულიერი მტრები და ჩვენი ამპარტავანი თავმოყვარეობა ჩაგვაგონებს. სახარებაში უფალი მოგვმართავს: „ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაი სულთა თქვენთაი, რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს“ (მათ. 11.29-30). ხოლო მტრის უღელი, როგორც შენ თავად განიცდი, მძიმეა და ტვირთი კი – მეტად მტანჯველი. ამიტომ, დაუტევე მისი გზა და მიჰყევი მართალ გზას.
სამსახურებრივი ურთიერთობები
  თქვენი სამსახურებრივი ურთიერთობები დღითიდღე რთულდება და თქვენს მდგომარეობას ამძიმებს! რა ვქნათ? ახლანდელ დროს მთელ მსოფლიოში  მიდის გონებათა ხეტიალი, ზომაზე მეტად განვითარებული თავმოყვარეობისგან, რომ აღარაფერი ვთქვათ კაცთა ნაირგვარ გატაცებებზე. ვხედავთ, რომ ყველაზე კეთილგანწყობილ ადამიანში იშვიათად მოინახება ორი თანამოაზრე და ყველაფერში თანხვედრი. ამგვარი ადამიანებიდან ყველა თავისებურად ფიქრობს, საგნებს თავისებურად უყურებს და მოქმედებს კიდეც გაჯიუტებულად თავისებურად: თუ ძალა შესწევს – ღიად, უფრო ხშირად კი – პოლიტიკურად დახვეწილად. ასე მოქმედებენ იმიტომ, რომ ხანდახან დარწმუნებულნი არიან საკუთარი წარმოდგენების სისწორეში პაპის უცოდველობამდე, ხანაც, ადამიანური გათვლებით, კაცთმოთნეობაში გადადიან. პირველ შემთხვევაში დავიწყებას ეძლევა მოციქულის სიტყვა: „შური საღმრთოი  აქუს, არამედ არა მეცნიერებით“ (რომ. 10,2). ხოლო უკანასკნელ შემთხვევაში კი მეფსალმუნის სიტყვები: „ღმერთმან განაბნინა ძუალნი კაცთა მოთნეთანი“ (ფსალმ. 52,6). ასეთ გარემოებაში, ვისაც ჯერ კიდევ სრული ძალაუფლება არ აქვს, მოუკლებლად მოიხსენოს თავად მაცხოვრის რჩევა: „იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი“ (მათ. 10,16), ანუ უსამართლო მოქმედების დანახვისას გაბრაზების სანაცვლოდ უნდა გამოიყენო სიბრძნე, რათა მიზანს ყველაფერში კი არა, არამედ, თუნდაც მთავარში მივაღწიოთ, ან რაშიც ეს შესაძლებელია, გველის მსგავსად, რომელიც როდესაც მის სხეულს აზიანებენ, ყველა მხრივ ცდილობს, თავი შეინახოს.
  უმჯობესია, საქმის მიმდინარეობა ღვთის ნებას მივანდოთ: გავა – კარგია, არ გავა ან არასწორ ცვლილებას დაექვემდებარება – ამისთვის პასუხს არ აგებთ. ჯერ არს დამშვიდება საკუთარი თავისა იმით, რომ უფალი კეთილ განზრახვას უყურებს და შესაძლებელიდან გამომდინარე, ქმედებას ითხოვს და არა შესაძლებელსა და ძალას აღმატებულს.
„ღირსი ამბროსი ოპტინელის სწავლებანი“

скачать dle 11.3