კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 რომანტიკული სიყვარული

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  მკვლევრებმა და ფსიქოლოგებმა რომანტიკული სიყვარულისკენ მისასვლელი სრულიად ახალი გზა იპოვეს. ასე რომ, უკვე შესაძლებელია, ჩავწვდეთ სიყვარულის კანონებს და თუ რეალურ ცხოვრებაში გავითვალისწინებთ, შესაძლოა, შევქმნათ სასურველი, მშვიდი, უსაფრთხო, რომანტიკული ურთიერთობა.
* დაიწყეთ იმით, რომ დაივიწყეთ  მოძველებული აზრი, თითქოს სიყვარული უბრალო რამეა, რომელსაც შეიძლება, შემთხვევით გადაეყაროთ. სიყვარული მისტიკა არ არის, მატერიალისტურია  და წარმოიდგინეთ, მისი წესების შესწავლაც შეიძლება.  ჩვენ  უფრო მეტი კონტროლი გვაქვს ემოციებზე ვიდრე გვგონია;
* ეცადეთ, ყოველდღე მიაწვდინოთ ხმა იმას, ვინც თქვენი რჩეულია და ითხოვოთ მისგან სიყვარული. ბევრად ბედნიერი, ჯანმრთელი იქნებით და უფრო დიდხანსაც იცოცხლებთ, თუ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას დაალაგებთ;
* სიყვარულის საჭიროება სავსებით ნორმალურია. სიყვარულის მოთხოვნილების აღიარება კი სიძლიერის ნიშანია და არა პირიქით;
* ნუ შეგეშინდებათ სიყვარულის „ბორკილების“. საყვარელი ადამიანის ხელის მოკიდებასაც კი შეუძლია, დაგამშვიდოთ და ეს შიშები გაგიქროთ;
* დაელაპარაკეთ თქვენს პარტნიორს. გაუზიარეთ ერთმანეთს – როდის ხართ ყველაზე მეტად კმაყოფილი. ორივემ გაიხსენეთ რამე მოვლენა თქვენს ცხოვრებაში. ისაუბრეთ ემოციებზე.  გჭირდებათ კომფორტი, თავდაჯერებულობა, მხარდაჭერა ან მესიჯი იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ხართ თქვენი პარტნიორისთვის? დაილაპარაკეთ და მოითხოვეთ. ნუ მოერიდებით ემოციების გამოხატვას – ეს ძალიან გაგიადვილებთ პარტნიორთან  ურთიერთობას.

სიყვარულის
 ელფერი

  არ იცით, რა მოუხერხოთ საკუთარ ცხოვრებას? უბრალოდ, შეიყვარეთ და იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენ მარტო არ ხართ.
დააკვირდით და ადვილად მიხვდებით, რომ როდესაც ვიღაც გიყვარდებათ, ეს არცერთ სხვა გრძნობას არ ჰგავს. სწორედ ამით არის მშვენიერი სიყვარული და ამიტომ განგაცდევინებთ ბედნიერებას.
მაგრამ  არ არსებობს ერთი და განუმეორებელი სიყვარული. თუ ცხოვრებაში რამდენჯერმე შეგიყვარდებათ, ეს გრძნობაც კი ყოველ ჯერზე განსხვავებული იქნება. სიყვარული არ არის მსხვერპლის გაღება. მას ბედნიერება და სიხარული უნდა მოჰქონდეს. სხვა შემთხვევაში, ის უკვე აღარ არის სიყვარული.
* თუკი თქვენ წინასწარვე  მზად ხართ, იტანჯოთ მისთვის, ესე იგი, გაურკვევლობაში ხართ და სიყვარულს კი არა, რაღაც სხვას გრძნობთ;
* თუკი თქვენ არ ხართ მზად, იბრძოლოთ მისთვის, თქვენი სიყვარული ნამდვილი არ არის;
* თუ მესაკუთრული გრძნობა გგუდავთ და სუნთქვას გიშლით, ესეც არ არის სიყვარული;
* თუ გათენება არ გახარებთ, თუ საკუთარი გულისცემა არ გესმით, თუ სამყარო ერთბაშად არ გაფერადდა, არ ყოფილხართ შეყვარებული;
* დიახ, ჩვენ სოციალური არსებები ვართ და გვინდა, რომ ვუყვარდეთ, რომ ჩვენზე ზრუნავდნენ. თუმცა, ნამდვილი სიყვარული და მუდმივად კომფორტის ზონაში ყოფნა სრულიად შეუთავსებელია. ისინი ერთად იშვიათად  არსებობენ;
* რა საჭიროა სიყვარულის სახელით ომი – ეს ხომ ერთადერთი უანგარო გრძნობაა, რომელზეც ყურადღების კონცენტრირებას  საკმაოდ დიდი ხნით ვახერხებთ;
* სიყვარული, ხანდახან, შესაძლოა, ძალიან მომაბეზრებელ საქმედაც მოგვეჩვენოს, დიახ, ხანდახან ურთიერთობა მეორე სამსახურს ემსგავსება. ის ვალდებულებებითა და პასუხისმგებლობებით მძიმდება და ჩვენგან ძალიან ბევრ ენერგიას ითხოვს, მაგრამ  სიყვარული ამად ღირს;
* ქალისა და კაცის ჭეშმარიტი სიყვარული არ უნდა იყოს ტკივილი და ტანჯვა.  გახსოვდეთ, უარყოფითი ემოცია, სევდა და მოწყენილობა დაგაშორებთ. ერთმანეთს ტკივილი კი არა სიხარული უნდა მიანიჭოთ.

მომხვიე   ხელები    

  ხელების მოხვევას ჯადოსნური ძალა აქვს. ფსიქოლოგებმა გულდასმით შეისწავლეს ეს საკითხი და  დაადგინეს, რა ხდება, როდესაც მამაკაცი ხელებს ხვევს ქალს.
  შეიძლება, გაგეღიმოთ, მაგრამ კვლევა ძალიან საინტერესოა და არც სიმართლეს არის მოკლებული. როდესაც მამაკაცი ფრთხილად უახლოვდება უკნიდან საყვარელ ქალს და ხელებს ხვევს, ამით  ის წრეს კრავს. სინაზის, სითბოს, ურთიერთგაგების წრეს. ეს ცოცხალი წრეა, ემოციური და მგრძნობიარე. ამ გზით  მამაკაცი გაუცნობიერებლად ეუბნება ქალს, რომ ის მისი სამყაროს ცენტრია.
  მოეხვიეთ საყვარელ ადამიანს და ცოტა ხანი გაჩუმდით. მალე იგრძნობთ, როგორ აივსებით თბილი და სასიამოვნო ენერგიით.
როდესაც საყვარელ ადამიანს ვეხვევით, ამ დროს მას, თითქოს, ფრთები ესხმება, ის მშვიდადაა. თავს მყუდროდ და კომფორტულად გრძნობს, თითქოს მდუმარე სინაზეში იძირება.
  ხელების შემოხვევა ძალიან ჰგავს შეგრძნებას, რომ თითქოს მხრებზე მსუბუქი პლედი მოიხურეთ. ამ დროს ფიქრიც კი ჰაეროვანი და მსუბუქია.  წარმოიდგინეთ, უბრალოდ, ხელებს გხვევენ, თქვენ კი ისე გრძნობთ თავს, თითქოს გარე სამყაროსგან გიცავენ, სადაც იმდენი პრობლემაა. აქ კი, მის მკლავებში – შეგიძლიათ მოდუნდეთ,  მშვიდად და  მყუდროდ  იყოთ.  ეს ისაა,  რასაც ყველა ადამიანი გაუცნობიერებლად დაეძებს, რასაც ელოდება, რისი იმედიც აქვს.
  ხშირად მოეხვიეთ საყვარელ ადამიანს. შეკარით წრე მის გარშემო! აგრძნობინეთ თავი თქვენი სამყაროს ცენტრად. დარწმუნდეს, რომ გიყვართ! მისთვის ეს აუცილებელია. ისევე, აუცილებელი, როგორც თქვენთვის!
скачать dle 11.3