კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 კარგი პოტენციალის მქონე გასათხოვარ გოგონებს სალომე გოგიაშვილის შურთ

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მიუხედავად იმისა, რომ წლებია, სალომე გოგიაშვილი სატელევიზიო საქმიანობას ჩამოშორდა და საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, ტელეეკრანზე მაინც ხშირად ჩანს. ის ყოველთვის თავისუფლად გამოხატავს თავის აზრს ფართო აუდიტორიის წინაშე, როდესაც სხვადასხვა გადაცემასა და შოუში იწვევენ. სულ მალე კი სალომე უკვე თავისი ახალი გადაცემით წარდგება მაყურებელთა წინაშე.
– კამერის წინ ჯდომისა და გადაცემის წაყვანის ნოსტალგია გაქვს?
  სალომე გოგიაშვილი: ნამდვილად. როცა საქმე გიყვარს და ის შენია, გენატრება. კამერის წინ ჯდომის ნოსტალგია სულ მქონდა. მაგრამ, როგორც გითხარით, ჩემი კოლეგების გადაცემებში ხშირად ვიყავი სტუმრის სტატუსით, სატელევიზიო „ქაოსში“ვიღებდი მონაწილეობას და ეს, რაღაცნაირად, ნოსტალგიას მიმსუბუქებდა.
– არ მიგაჩნია, რომ აქტიურად შოუებში მონაწილეობის მიღება და საზოგადოების წინაშე შენი აზრის დაფიქსირება იმ მეგობრების დამსახურებაა, რომლებიც ტელევიზიებში მუშაობენ?
– არ მინდა, ამბიციაში ჩამეთვალოს, მაგრამ სატელევიზიო სფეროში მეგობრობა არ ჭრის. ვერცერთი მეგობარი ვერ მიგიწვევს თავის შოუში და მხოლოდ მეგობრობის ხათრით ვერ დააგდებს გადაცემის რეიტინგს, თუ ხალხს შენი აზრი არ აინტერესებს.
– რა იყო შენში ისეთი რეიტინგული, რის გამოც გიწვევდნენ და საზოგადოებას აინტერესებდი?
– არ ვიცი... სიმართლე რომ გითხრათ, ჩემს თავსაც ხშირად ვუსვამ ამ კითხვას (იცინის). მე არასოდეს არაფერს ვმალავ. მაგალითად, ბევრი შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი, რომელიც ორჯერ ან სამჯერ არის განათხოვარი, არ ყვება პირად ცხოვრებაზე. მე კი ვყვები. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ მე გულახდილი ვარ და იმ ჭორებსაც და მითქმა-მოთქმებსაც ვიღებ, რაც ჩემს გამოსვლებს მოჰყვება ხოლმე. თუმცა, ახლა ვხვდები, რომ დავიღალე ამისგან და ალბათ, რაღაც-რაღაცებს დავმალავ. როცა თავის ცხოვრებას ვერ აწყობენ, შურთ და იბოღმებიან სხვის ცხოვრებაზე. ხანდახან სოციალურ ქსელში ისეთ კომენტარს მიწერენ, ვინტერესდები, შევდივარ მის გვერდზე, ვათვალიერებ ფოტოებს და ვხვდები, ამ გარეგნობის ადამიანისთვის არ ღირს პასუხის გაცემა. არ მესმის, ადამიანმა, რომელიც არ მიცნობს, არ მიუღია ჩემს პირადში მონაწილეობა, რატომ უნდა დამიწეროს ისეთი რამ, თითქოს მამიდაჩემია. ასეთი მამიდები კი ათასობით მყავს, ოღონდ ბოღმა და შეუმდგარი.
– თქვი, ვაპირებ რაღაც-რაღაცები დავმალოო და რის დამალვას აპირებ?
– ისე, რომ ვფიქრობ, რაღა უნდა დავმალო (იცინის). დასამალი მართლა არაფერი მაქვს. თან, თბილისი პატარაა და არც არაფერი იმალება. უბრალოდ, არასოდეს მორჩა ჩემზე ჭორები.
– როგორ გგონია, რატომ ხარ სულ ჭორების სამიზნე?
– რატომ და, ძალიან ბევრი გაუთხოვარი, კარგი პოტენციალის მქონე გოგო დადის, ვერ ქმნიან პირადს და საკუთარ ბედნიერებას. გაიხედ-გამოიხედეს, დაინახეს სამჯერ გათხოვილი სალომე და გადაირივნენ, რატომ უნდა ჰყავდეს ამას ქმარი, შვილები, უმართლებდეს და ჩვენ ვერცერთხელ ვერ გავთხოვდითო. მე რა შუაში ვარ, თუ ვერ გათხოვდით? ადრე რჩევებს ვაძლევდი და ახლა, უბრალოდ, ვუსმენ, სულ ფეხებზე მკიდია. არ მადარდებს ბოღმა ხალხის აზრი.
– სულ მალე სიახლეებით ბრუნდები – საკუთარ გადაცემას იწყებ და გადაღებებიც უკვე დაწყებულია. რა ტიპის გადაცემაა და სად გავა?
– არ მინდა, რომ უფროსი მყავდეს და ვერც კონკრეტულ და დათქმულ დროს მივალ სამსახურში და კრიტიკასაც ვერ ავიტან, ვერ დავიწყებ სტუმრების შერჩევას და იმაზე თავის მტვრევას, ვის ვინ მოეწონება. მოკლედ, გადავწყვიტე, მე ვიყო ჩემი თავის უფროსი. თან, დღეს ინტერნეტი უფრო პოპულარულს გხდის, ვიდრე ტელევიზია. ამიტომ, ჩემი ახლო მეგობარი დავნიშნე ჩემს პროდიუსერად – გიორგი გოგოლაძე ძალიან ორგანიზებული, მოწესრიგებული და ბევრ საკითხში კომპეტენტურია. მასთან ერთად ვაკეთებ ინტერნეტ-გადაცემას. გავა „იუთუბიზე“, „ისტაგრამსა“ და „ფეისბუქზე“. გადაცემას ჰქვია „თანამედროვე დედა“ და ვთვლი, რომ ამ „ნიშას“ ვაკმაყოფილებ – ვარ ოთხი შვილის დედა, ამ საუკუნის, თანამედროვე ადამიანი, მივყვები ახალ ტენდენციებს და პლუს ამას, ვარ ცოლი.
– ეს იდეა შენია თუ ვინმემ ჩაგაწვეთა?
– იდეა დეიდაჩემმა ჩამაწვეთა, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს და იქ, თავის სფეროში საკმაოდ სერიოზული ფიგურაა. ძალიან ჭკვიანია. ჩამოსული იყო და მითხრა: მინდა, რამე გააკეთო, ახლის გამოგონება არ გჭირდება. „ნიშა“, რომელსაც შენ დააკმაყოფილებ, კარგად იცი და გამოგდისო, ანუ,  სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი ხარ, ამავდროულად, თანამედროვე დედა და ადამიანებისთვის ამ ყველაფრის გაზიარება კარგი იქნებაო.
– ანუ, თანამედროვე დედა მშობლებს რჩევებს მოგვცემ და შენს გამოცდილებას გაგვიზიარებ?
– არა მარტო მშობლებს. ჩემს გადაცემაში არ იქნება მხოლოდ იმაზე საუბარი, როგორ ჩავაცვათ ბავშვებს ან სად წავიყვანოთ. ამ გადაცემაში ვისაუბრებთ თავის მოვლაზე, დასასვენებელ ადგილებზე, სადაც საყვარელი ადამიანების გვერდით შეძლებთ განტვირვას ან გართობას, რა შეიძლება ჩავიცვათ... ანუ, ყველაფერზე, რაც ყოველდღიურობაა და გვაინტერესებს. გადაღებები უკვე დაწყებულია და პირველი გადაცემა სულ მალე, თებერვლის ბოლოს გავა.
– სოციალურ ქსელში გავრცელდა მომავალი გადაცემის, ერთ-ერთი გადაღების კადრი, სადაც ღია სივრცეში, თოვლში, ყინვაში, საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი აუზში ჩადიხარ. როგორც ჩანს, არაფერს უშინდები და საკუთარი გადაცემის რეიტინგის გამო, ყველაფერზე წამსვლელი ხარ... საკუთარ ჯანმრთელობაზეც აღარ ფიქრობ?
– გადაცემისთვის რას არ გააკეთებ (იცინის). გადავწყვიტე, პატარა შოუ დამედგა და შეკვეთილში, ყინვასა და თოვლში, გამყინვარებაში, ჩავიცვი საცურაო კოსტიუმი, ჩავედი წყალში და გავცურე. თუმცა, მთლად ასეც არ გამიწირავს თავი – წყალი თბილი იყო (იცინის). სხვათა შორის, გაგიმხელთ და მაქვს რამდენიმე თემა, რასაც გადაცემაში გავაჟღერებ და ვიცი, სკანდალი მოჰყვება. ეს პროვოკაციული ექსკლუზივი – ექსკლუზიურად ჩემგან „თბილისელების“ მკითხველს (იცინის).
– როცა მოღებულ კაბაში ან საცურაო კოსტიუმში დებ ფოტოებს ან ვიდეოებს, ქმარს რა რეაქცია აქვს?
– მთავარია, არ იყოს ვულგარული და გამომწვევი და პრობლემა არ აქვს. ჩემი ქმრისთვის სხვა ყველა ჩაცმულობა მისაღებია.

скачать dle 11.3