კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 დავით თარგამაძე: იქ იმდენი ლამაზი ქალი დადის, გინდა, ყველა ცოლად მოიყვანო

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  აღმოჩნდა, რომ დავით თარგამაძეს, ფეხბურთთან ერთად, ცეკვაც კარგად გამოსდის და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალ სეზონზე ჯულიანა ბარგნართან ერთად ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი წყვილიც შექმნა.
  დავით თარგამაძე: როგორც მიყვებიან, ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი და პატარაობიდანვე მიზიდავდა ფეხბურთი. ყველაფერი ეზოში თამაშით დაიწყო. შემდეგ ჩემი მეგობარი შევიდა ფეხბურთზე და მეც გავყევი, მაშინ შვიდი წლის ვიყავი და პრინციპში, იმ პერიოდიდან დაიწყო ჩემი კარიერა. მანამდე კარატეზე დავდიოდი, მაგრამ ფეხბურთი ვარჩიე. თოთხმეტ წლამდე 35-ე საფეხბურთო სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ „დინამოში“ გადავედი და 16 წლის ვიყავი, როცა გერმანიაში წავედი, სადაც ოთხი წელი დავრჩი. შემდეგი შვიდი წელი კი უკრაინაში გავატარე.
– უცხო ქვეყანაში წარმატების მიღწევა არ გაგიჭირდა?
– 16 წლის პატარა ხარ დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის, ოჯახის წევრებისგან შორს. პირველი წელი ძალიან მიჭირდა, შემდეგ მივეჩვიე. გერმანელები ძალიან ცივები მეგონენ, მაგრამ არ ყოფილა ასე. მეგობრული ხალხია და მათი ყველაზე გამორჩეული თვისება დისციპლინაა. თუ ნამდვილად გემეგობრებიან, არასდროს გიღალატებენ, ყველაფერში მხარში დაგიდგებიან. ენის ბარიერიც რომ გადავლახე, ბევრი დისკომფორტი მომეხსნა. 2008 წელს გერმანიის ჩემპიონები გავხდით, რაც საწყის ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმატება იყო. შემდეგ იყო უკრაინა, სადაც ბევრი მეგობარი მყავდა. იქაური ხალხი ჩვენთან უფრო ახლოსაა, ამიტომ იქ ნაკლებად გამიჭირდა. თუმცა მაინც მომიწია ბევრ სიახლესთან შეგუება. უცხო ქვეყნიდან რომ ჩადიხარ, ბევრი რამ გაქვს დასამტკიცებელი. როცა ცდილობ, დაამტკიცო, რომ ნამდვილად ღირსი ხარ იმის, რასაც გინდა მიაღწიო, სხვებზე ორი თავით მაღლა უნდა იდგე. პროფესიონალურ ფეხბურთში დიდი კონკურენციაა, რამაც ძალიან გამზარდა. უკრაინაში სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის დამასახელეს ახალგაზრდებში. 50-მილიონიან ქვეყანაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა იყო და დიდი სტიმული მომეცა. ამის შემდეგ უკვე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს და დაიწყო ჩემი სანაკრებო კარიერა.
– შემდეგ იყო ტრავმების გამო ჩავარდნილი პერიოდი, დაბრუნება და ყველაფრის თავიდან დაწყება...
– უკრაინაში ქალაქ დონეცკში ვცხოვრობდით. იმ პერიოდში დაიწყო ომი, მთელი უკრაინა ფეხზე იდგა და ჩვენ ყველაზე ცხელ წერტილში, მოვლენების ეპიცენტრში ვიყავით. ამიტომ ექვსი თვით აქ ჩამოსვლა მომიწია. არავინ იცოდა, როდის რა მოხდებოდა და როცა საქმე უსაფრთხოებას ეხება, გიწევს რაღაცებზე უარის თქმა. ექვსი თვის შემდეგ, სიტუაცია ცოტა რომ დაწყნარდა, დავბრუნდი და ისევ ჩვეულ რიტმში განვაგრძე თამაში, მაგრამ ტრავმა მივიღე – თამაშზე ფეხი მოვიტეხე და ორი წელი და შვიდი თვე დავისვენე. არაერთი ოპერაციის გაკეთება დამჭირდა.
– როგორი იყო ეს სამი წელი?
– ეს ყველაზე საშინელი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ფსიქოლოგიურად ვიყავი ცუდად. ძალიან რთულია, როცა საყვარელ საქმეს ვეღარ აკეთებ, მით უმეტეს, როცა ორგანიზმი მიჩვეულია დატვირთვას და ამ დროს კი შენ მხოლოდ აუზზე ცურვა შეგიძლია. ოთხი თვე ფეხს ვერ ვდგამდი, ხელჯოხებით მიწევდა გადაადგილება. ეს ორი წელი და შვიდი თვე ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ლაქაა. მაგრამ არ მინდოდა, ყველაფერზე ხელი ჩამექნია და მეფიქრა, ამით მორჩა ჩემი კარიერა-მეთქი. ჩემთვის ეს პერიოდი ოცდაათ წლად იქცა. მაგრამ როგორც კი დარბაზში სიარული და სხეულის დატვირთვა შევძელი და მდგომარეობამ უკეთესობისკენ დაიწყო ცვლილება, იმედი მომეცა. მანამდე ხელის ჩაქნევის მომენტები მქონდა, მიფიქრია: ვსიო, აღარაფერი გამოვა, დავიღალე და აღარ მინდა-მეთქი. ეს ლოგიკურია, მაგრამ მაინც მინდოდა, ყველაფერი გამეკეთებინა საკუთარი თავისთვის, რომ მომავალში სინანულით არ მეთქვა, რაღაც დავაკელი-მეთქი.
– როგორი იყო პირველი ნაბიჯები დაბრუნების შემდეგ?
– ამდენი ხანი რომ გუნდთან ერთად არ ვარჯიშობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ყველაფერს ახლიდან იწყებ. თუმცა, მრავალწლიანი გამოცდილებაც დამეხმარა და ფეხის მდგომარეობამაც ხელი შემიწყო. შესაბამისად, ნელ-ნელა ფორმას დავუბრუბდი და წელიწად-ნახევრის წინ კვლავ სრული დატვირთვით დავიწყე თამაში.
– გერმანიაში ცხოვრების პერიოდი საკმაოდ რთული აღმოჩნდა ოჯახთან მიმართებაში. თქვი, რაღაც დოზით, დამნაშავედ მივიჩნევ თავს მამის გარდაცვალებაშიო.
– მშობლებისთვის რთულია, როცა შვილი სხვა ქვეყანაში მიდის. თან, მაშინ ჩემი ძმაც ამერიკაში ცხოვრობდა და დედა და მამა მარტოები დარჩნენ. რთული იყო, მაგრამ რომ ხედავდნენ, ჩემი ცხოვრებისა და კარიერისთვის ეს ძალიან დიდი ტრამპლინი იქნებოდა, არც კი უთქვამთ, ჯერ პატარა ხარ და დარჩიო. პირიქით, ყოველთვის სტიმულს მაძლევდნენ. თუმცა განშორება რთული იყო. რაც შეეხება მამის გარდაცვალებას, დამნაშავედ ვგრძნობ თავს-მეთქი, ესეც ძნელი სათქმელია. რადგან ჩემი კარიერაც მსხვერპლს მოითხოვდა. თუმცა სამდღიანი დასვენებაც რომ მქონდა, ჩამოვდიოდი. ისე არ იყო, რომ ოჯახი წლების უნახავი მყავდა, დაახლოებით ექვსი თვის წასული ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა და ჩემთვის ძალიან რთული გადასატანი იყო ეს ამბავი. ყველაზე მეტად მე და ჩემს ძმას ის გვწყინს, რომ ჩვენი საქმიდან გამომდინარე, მეტი დრო ვერ გავატარეთ ერთად.
– ჯერ კარატე, შემდეგ ფეხბურთი და თურმე, ჟურნალისტიკაც გაინტერესებდა თავის დროზე.
– კი, გიორგი თარგამაძე, რომელსაც მაშინ „დროება“ მიჰყავდა, ბიძაჩემია. ძალიან მომწონდა ეს გადაცემა და მისი გამორჩეული სტილი. კამერასთანაც არ ვგრძნობდი დისკომფორტს, პირიქით, მაგრამ ჩემთვის მთავარი ფეხბურთი იყო.
– მექალთანის იმიჯი გაქვს. თუმცა თქვი, არ მომწონს ეს სიტყვაო. მოდი, ბავშვობის სიყვარულები გავიხსენოთ.
– პირველად ბაღში მომწონდა ერთი გოგო, რომელზეც ვგიჟდებოდი. მაშინ ოთხი წლის ვიყავი და ეს იყო ჩემი პირველი სიყვარული. სკოლის პერიოდში შეყვარებული არ მყოლია. 24-საათიან რეჟიმში მთლიანად ფეხბურთზე ვიყავი გადართული. ეს თემები, ალბათ, 18 წლიდან უფრო გააქტიურდა. სერიოზული ურთიერთობა ოც წლამდე არ მქონია. თუმცა, ოცი წლის ასაკშიც არ ვფიქრობდი ცოლის მოყვანაზე. არ მინდოდა, ეს ნაბიჯი ნაადრევად, ემოციებს აყოლილს გადამედგა და ერთი წლის შემდეგ დავშორებოდი, რაც სამწუხაროდ, ხშირად ხდება. ამ პერიოდში უკრაინაში მიწევდა ყოფნა და მგონი, შეყვარებული ამიტომაც არ მყავდა. იმდენი ლამაზი ქალი დადის, გინდა ყველა ცოლად მოიყვანო და ეგრეც არ გამოდის (იცინის).
– 30 წლის განმავლობაში სერიოზულად არავინ გყვარებია?
 – კი, ცოლი მოვიყვანე სამი წლის წინ, თუმცა ახლა ერთად აღარ ვართ. როცა ადამიანების თანაცხოვრება იწყება, ძალიან ბევრი ისეთი დეტალი იჩენს თავს, რომელსაც ათწლიანი შეყვარებულობის პერიოდშიც ვერ აღმოაჩენ. შეიძლება, ელემენტარული დეტალების გამო ვერ შეეწყოთ ერთმანეთს, მაგრამ ურთიერთშეთანხმების მიღწევა შესაძლებელი უნდა იყოს. თუ ეს არ გამოდის, თავს უბედურად არ უნდა გრძნობდნენ. ამას ამიტომ, ცივილურად დაშლა სჯობს. ასეც მოხდა ჩვენს შემთხვევაში წელიწადნახევარის შემდეგ.
– რატომ გაქვს მექალთანის იმიჯი?
 – ცოლი რომ მყავდა, სხვასთან არ მქონია ურთიერთობა. ძალიან ერთგული ადამიანი ვარ. 20-21 წლის ასაკში მქონდა რამდენიმე ადამიანთან პარალელურ რეჟიმში ურთიერთობა, ახალგაზრდული თავგადასავლები. თუმცა, არც არავინ მომიტყუებია – შენი ერთგული ვარ და სამუდამოდ ვიქნები-მეთქი. ტყუილად არავისთვის მითქვამს, მიყვარხარ-მეთქი. ალბათ, იმ ასაკში მომაკერეს ეს იარლიყი, რომელიც ძალიან არ მომწონს. „ბაბნიკს“ რომ ეძახიან ბიჭებს, ეს სიტყვაც ძალიან არ მომწონს. არ ვიცი, როგორ ვთქვა, ამას, ალბათ, ქალების მოყვარული ჰქვია. ახლა რომ ვიხსნებ იმ ამბებს, ხანდახან ძალიან მეცინება. ოცი და ოცდაათი წლის ასაკში, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული შეხედულებები გაქვს.
– ახლა როგორ უყურებ ამ საკითხს?
– პატარა რომ ხარ, ვისაც დაინახავ, ყველა მოგწონს და გგონია, რომ ყველა გიყვარს. მივხვდი, რომ სისულელეა მსგავსი დამოკიდებულება. ახლა ადამიანში, პირველ რიგში, გულწრფელობას ვაფასებ. როგორიც ხარ, ისეთი უნდა მიგიღოს და არც თვითონ უნდა თამაშობდეს. ადრე შეიძლება, ვერც ვხვდებოდი, ვინ როგორი იყო ჩემთან მიმართებაში. მაგრამ გამოცდილება სხვა ღირებულებებს გიყალიბებს და ახლა ნებისმიერ ურთიერთობაში ადამიანების ბუნებრიობასა და ნამდვილობას ვაფასებ. მგონია, რომ თანამედროვეობაში ამის ნაკლებობაა. ადამიანები, ძირითადად, მორგებული იმიჯებით გხვდებიან. რატომ? ადამიანი რაც ხარ, ის უნდა იყო. თუმცა, იმედი მაქვს, ასეთი ადამიანები კიდევ არიან. მგონია, რომ სხვანაირად სამყარო აღარ იარსებებდა. ზოგადად, ადამიანის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება, ალბათ, ოჯახის შექმნა და შვილების გაჩენაა. სულ თავისუფლება და გართობაზე ფიქრი სწორი არ მგონია. თუმცა ჯერჯერობით არაფერს ვგეგმავ, რადგან სერიოზული ურთიერთობა არც არავისთან მაქვს.

скачать dle 11.3