№8 „კამელინი“ – ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალება
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები წელიწადის ყველა დროს გვხვდება, განსაკუთრებით კი – ზამთარში, როდესაც სუსტდება იმუნური სისტემა, რაც თავის მხრივ, ზრდის მწვავე ვირუსული ინფექციებით დასნებოვნების რისკს. გრიპი – ეს მძიმე ვირუსული დაავადებაა და ხასიათდება მაღალი სიკვდილიანობით, განსაკუთრებით პატარა ბავშვებისა და ხნიერი ადამიანების შემთხვევაში. გრიპის ეპიდემია ყოველ წელიწადს, განსაკუთრებით კი ზამთრის პერიოდში, დედამიწის მოსახლეობის თითქმის 15 პროცენტს ასნებოვნებს. გრიპოზული ინფექციის დროს, პრაქტიკულად, ორგანიზმის ყველა სისტემა ზიანდება, განსაკუთრებით კი – იმუნური. მაგალითად, ბავშვები და მოხუცები, რომლებმაც ეს დაავადება გადაიტანეს და სისუსტეს გრძნობენ, ძალზე მგრძნობიარენი არიან სხვადასხვა ვირუსული და ბაქტერიული დაავადების მიმართ. კვებეკის, მონრეალის, ბერნის, ილინოისის, ბრაზილიის სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრებში დადგინდა, რომ „კამელინი” შესანიშნავი ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და იმუნური სისტემის გამაძლიერებელი, ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატია და მისი გამოყენება გრიპოზული დაავადების წინააღმდეგ და პროფილაქტიკის მიზნით, იდეალური საშუალებაა. იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი უკვე უჯრედშია, „კამელინი“ ხელს უშლის მის გამოსვლას ინფიცირებული კერიდან და სხვა უჯრედებზე გავრცელებას. ამავე დროს, ორგანიზმის იმუნიტეტს საშუალებას აძლევს, გაანადგუროს უჯრედში ლოკალურად შემოჭრილი ვირუსები. რაც ყველაზე მთავარია, „კამელინის“ საშუალებით ვირუსს ხელი ეშლება, თავისი დამანგრეველი გენეტიკური მონაცემები ჩანერგოს ორგანიზმის ჯანმრთელ უჯრედში. რაც მთავარია, პრეპარატს არ აქვს გვერდითი მოვლენები, აძლიერებს ადამიანის იმუნიტეტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის დაავადების სამკურნალოდ. „კამელინის“ მიღება პროფილაქტიკის მიზნითაც არ არის ურიგო. შეიძლება, ადამიანს არაფერი სჭირს, მაგრამ, იმუნიტეტის ამაღლების მიზნით, შეუძლია, წელიწადში ორჯერ ჩაიტაროს „კამელინით“ მკურნალობის კურსი: ერთი – გაზაფხულზე, მეორე – ზამთრის დადგომისას. ასევე, კარგია მისი მიღება სიმსივნის პრევენციის მიზნითაც. ქიმიური პრეპარატები დამანგრევლად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, „კამელინი“ კი აბსოლუტურად უვნებელია – არ აქვს გვერდითი მოვლენები, ბუნებრივი, თაფლისგან დამზადებული პრეპარატია და მისი მიღება თავისუფლად შეიძლება პრევენციის მიზნითაც.
ნებისმიერ დაავადებასთან საბრძოლველად მნიშვნელოვანია, რამდენად ძლიერია ადამიანის იმუნური სისტემა. იმუნომოდულატორული კი ის პრეპარატებია, რომელიც არეგულირებს იმუნური სისტემის მუშაობას, იცავს ორგანიზმს მრავალი დაავადებისაგან. აღსანიშნავია, რომ იმუნომოდულატორების მიღება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დაავადების მიმდინარეობისას, არამედ მისი თავიდან აცილების მიზნითაც. ამ მხრივ „კამელინი“ საუკეთესო საშუალებაა, ვინაიდან უნიკალური შემადგენლობის წყალობით, ის მრავალმხრივად მოქმედებს, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია და არ იწვევს არანაირ გვერდით მოვლენებს.
თამარ ცერცვაძე (კომპანია „კამელინის“ ექიმი-კონსულტანტი): „კამელინი“ არაჩვეულებრივი იმუნომოდულატორია, რაც მთავარია, ბუნებრივი წარმოშობის, რომელიც აძლიერებს იმუნური სისტემის მუშაობას, იცავს ორგანიზმს მრავალი დაავადების განვითარებისგან. დღეს ადამიანების 80 პროცენტს დაქვეითებული აქვს იმუნური სისტემა და ამის არაერთი მიზეზი არსებობს. იმუნიტეტის ასამაღებელი საშუალება სხვადასხვაა. ესენია დამცავი მექანიზმების მაკორეგირებელი არასპეციფიკური და ბიოლოგიური სტიმულატორები, ინფექციის გამომწვევი ფერმენტის შემცველი პრეპარატები, ინტერფერონები. თუმცა, მათ უმრავლესობას გვერდითი ეფექტები აქვს. მაგალითად, ინტერფერონების გამოყენებამ ორგანიზმში შეიძლება დათრგუნოს საკუთარი ინტერფერონის გამომუშავების უნარი. სინთეტიკური პრეპარატების შემდეგ კი ორგანიზმს არ შეუძლია დახმარების გარეშე წინააღმდეგობა გაუწიოს უცხო აგენტების შემოტევას, რადგან ისინი შეჩვევას იწვევენ. რაც უფრო ხშირად მოიხმარენ მათ, მით მეტად ვეღარ უმკლავდება ორგანიზმი ამა თუ იმ პრობლემას. მათთან მიმართებაში „კამელინს“ არაერთი უპირატესობა აქვს. ის ბუნებრივი წარმოშობის იმუნომოდულატორია და ადამიანი დაზღვეულია გვერდითი მოვლენების განვითარებისგან, ასევე, შეჩვევისგან. ამ ყველაფერს ადასტურებს ძალიან ბევრი კვლევა. შესაბამისად, აბსოლუტურად მშვიდად ვარ – როდესაც ჩემთან პაციენტი გარკვეული პრობლემით აქვს, მე არ მეშინია მისთვის „კამელინის“ დანიშვნის. მწვავე რესპირატორიული ინფექციების პერიოდი უკვე წელიწადის ნებისმიერ დროს არის, მაგრამ მისი სიხშირე განსაკუთრებით დიდია ამჟამად. ასეთ დროს იმუნომოდულატორების მიღება ძალიან კარგი და მიზნობრივია, განსაკუთრებით ბუნებრივი წარმოშობის, ისეთის, როგორიც „კამელინია“. მისი მიღება კარგია არა მხოლოდ დაავადების მიმდინარეობის პერიოდში, ასევე პროფილაქტიკის მიზნით, რათა თავი დავიცვათ დაინფიცირებისგან. თუ აბსოლუტურად არაფერი გვაწუხებს, ინფექციებისგან თავის დაცვა გვსურს, შეგვიძლია, მივიღოთ კაფსულები. როდესაც გავდივართ გარეთ ან ბავშვი მიგვყავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკოლაში, ბაღში, კარგია ცხვირზე მალამოს თხელი ფენის წასმა. შეიძლება, ვირუსმა მაინც გადალახოს იმუნური საზღვარი. მაგრამ, როდესაც „კამელინით“ ვაძლიერებთ იმუნიტეტს ან უკვე ავადობის დროს ვიყენებთ, ასეთ შემთხვევაში ის ეხმარება ადამიანს და ავადობაც მსუბუქად მიმდინარეობს. ყოველთვის ვამბობ, რომ ბავშვებს არ სჭირდებათ ხელოვნური იმუნომოდულაცია, განსაკუთრებით პატარა ასაკში. მაგრამ არსებობს მდგომარეობა, როდესაც „კამელინის“ მიღება აბსოლუტურად მისაღებია, ოღონდ მივცეთ მოკლე კურსად, დაახლოებით 10 დღე. „კამელინის“ სპრეი ეფექტურია ვირუსული ინფექციის სამკურნალოდ როგორც დიდებში, ასევე, ბავშვებში. მისი შესხურებით სრულიად მოვიცვამთ პირის ღრუს. სპრეის აქვს ფიქსატორი, რომლის საშუალებითაც „კამელინი“ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფიქსირდება ლორწოვან გარსზე, ამიტომაც ძალიან კარგია მისი მიღება სტომატიტების, ვირუსული ინფექციების, ტონზილიტების დროს, აყუჩებს ტკივილს.
P.S. „კამელინი“ იყიდება ყველა აფთიაქში. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 032-2-98-62-25 (ოფისი), 599-33-10-89; 599-23-03-33.