№8 ხაფანგი
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშური
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #7(998)
იხ. „თბილისელები“ #7(998)
***
ვახო მახარაძე ავტორიტეტების, ეგრეთ წოდებულ, ქურდულ საკანში მოათავსეს. „თუმანას“ თქმის არ იყოს, „სამეფო საკნის“ თხუთმეტივე ავტორიტეტულმა ბინადარმა იცოდა ვახო მახარაძის გმირობების ამბები, ანუ ის, თუ როგორი ქედმოუხრელი „მასტი“ იყო და რა „წმინდად“ იცავდა კრიმინალურ კანონებს. საკანში ვახოს ის ორი ავტორიტეტიც დახვდა, რომლებიც ჯერ კიდევ „სვაბოდაზე“ გადაბარგებამდე ჰყავდა საქმის კურსში ჩაყენებული, რომ ქურდობა სურდა. ეს კი ცოტას არ ნიშნავდა და ვახოსთვის ასე უფრო იოლი იქნებოდა „შავი სამყაროს“ მეფეების ნდობის დამსახურება და მათ ელიტაში გაწევრიანება. ჯიმი ქისტაური, მეტსახელად „ჩორნა“ და მერაბ ჯაყელი, მეტსახელად „ჯუჯა“, კრიმინალური სამყაროს ნამდვილი მეფეები იყვნენ. ციხეში, სწორედ, მათი მხარდაჭერით სარგებლობდა უმცროსი ლეიტენანტი მახარაძე. 40-40 წლის „ჩორნასა“ და „ჯუჯას“ თავიანთი ცხოვრების ნახევარი სხვადასხვა საპყრობილეში, ძირითადად, რუსეთისა და შუა აზრიის მკაცრი რეჟიმის კოლონიებში ჰქონდათ გატარებული. პატივისცემა კი კოლეგებისგან იმით დაიმსახურეს, რომ მკაცრად იცავდნენ ქურდულ კანონებს. თუმცა „პერესტროიკის“ ქარიშხალმა მათ შეხედულებებშიც შეიტანა ცვლილებები და ეგრეთ წოდებული, „ნეპმანელი ქურდები“, ანუ – წმინდა ქურდული ტრადიციების დამცველნი, მიხვდნენ, რომ „ნეპმანობამ“ თავისი დრო მოჭამა. საჭირო იყო „შავი სამყაროს“ ტრანსფორმაცია, მაფიოზურ სტრუქტურებზე გადასვლა და ორივე ავტორიტეტი ამ ტრანსფორმაციის პიონერებად მოგვევლინენ. ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფებმა მოსკოვში დიდი ქურდული შეკრება ჩაატარეს და კოლეგებს ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბების შესახებ განუცხადეს. უმეტესობა მათ დაეთანხმა. უმცირესობამ კი შეკრება ძალადაკარგულებმა დატოვეს და მართალია, ახალი ფორმაციის ქურდებს მოღალატეებს უწოდებდნენ, მაგრამ უპირატესობა ახლების მხარეს იყო. ამ „სხოდკის“ შესახებ, რა თქმა უნდა, უშიშროების კომიტეტიც იყო ინფორმირებული და სწორედ, „ახალი ქურდული მოძრაობის“ დაწყების შემდეგ შეიმუშავეს ის ოპერაცია, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიც უმცროსი ლეიტენანტი ვახტანგ მახარაძე იყო. მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდებოდა, რასაც საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი დიდად უწყობდა ხელს. 1988 წლის ნოემბერი იდგა. ათი თვე გავიდა, რაც ვახო „კრიტში“ იჯდა და ამ ხნის განმავლობაში მისი ავტორიტეტი იმდენად გაიზარდა, რომ ქურდებმა მას ქურდად კურთხევა შესთავაზეს. ვახო წამოწითლდა და თავის მფარველებს, „ჩორნასა“ და „ჯუჯას“ უთხრა.

– ძია ჯიმი, ძია მერაბ, ჯერ მხოლოდ ოცი წლის ვარ და მოვესწრები. ვფიქრობ, ჯობია, გამოცდილება მივიღო და მერე მაკურთხოთ.
– კარგი, ძმაო, რადგან მასე ფიქრობ, იყოს შენი ნება. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შენ უკვე საკმაოდ გამოცდილი ხარ და ჩვენ ძმად მიგვაჩნიხარ, – ერთხმად მიუგეს ვახოს ქურდებმა, რასაც სხვა ქურდებმაც დაუჭირეს მხარი.
ჯიმი ქისტაურსა და მერაბ ჯაყელს იმიტომ ეჩქარებოდათ ვახოს ქურდად კურთხევა, რომ საკუთარი გეგმები ჰქონდათ. მათ 20 წლის ბიჭში ის მომავალი ლიდერი დაინახეს, რომელიც მათ ჩანაფიქრს რეალობად აქცევდა და ხორცს შეასხამდა. „ჩორნასა“ და „ჯუჯას“ მხარდაჭერით, ვახოს უნდა „გაექაჩა“ ის უმძლავრესი კრიმინალური კლანი, რომელსაც სახელოვანი ქურდები ქმნიდნენ. ამისთვის კი ვახოს ქურდად კურთხევა იყო საჭირო. ქურდების შეთავაზების შესახებ ვახომ „თუმანას“ უთხრა. ორი დღის მერე კი „თუმანამ“ უმცროს ლეიტენანტს გურამ იოსელიანის სიტყვები გადასცა:
– ამ საკითხში აქტიურობა არ გამოიჩინო, თორემ შეიძლება, საეჭვოდ მოეჩვენო. თუ ისევ შემოგთავაზებენ, უარი აღარ უთხრა და დათანხმდი. შემოთავაზებით კი, აუცილებლად შემოგთავაზებენ და ქურდობისთვის მოემზადეო...
მაიორის სიტყვები გამართლდა და განმეორებითი შემოთავაზება ვახომ ერთი კვირის შემდეგ მიიღო. როგორც ნაბრძანები ჰქონდა, უარი აღარ უთქვამს. დათანხმდა და მისი კურთხევის დროდ 1988 წლის 26 ნოემბერი, შაბათი დღე დაინიშნა. იმ დღეს, როდესაც თბილისში შიმშილობის მასობრივი აქციები იმართებოდა საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის მოთხოვნით, ჯერ კიდევ არსებულ საბჭოთა კავშირის ქურდულ სამყაროს ახალი კანონიერი ქურდი, 20 წლის ვახტანგ მახარაძე შეემატა, რომელსაც კოლეგებმა მეტსახელად „ვახუნა“ უწოდეს.
***
ქურდად ნაკურთხი ვახო მახარაძე სწრაფად იკრებდა ძალებს და თავისი ნათლიების აშკარა და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ფარული ხელშეწყობით, სულ რაღაც ხუთიოდე თვეში ციხეში ისეთი გავლენა მოიპოვა, რომ მისი სიტყვა კანონი იყო. მისი ასეთი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, სულაც არ ეპიტნავებოდათ სტაჟიან ქურდებს, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ ჰქონდათ. მშვენივრად გრძნობდნენ დიდი ცვლილებების მოახლოებას და ცდილობდნენ, დროსთვის ფეხი აეწყოთ. თუმცა, საკმარისი იყო, „ახალგამომცხვარ“ ქურდს მცირე „იაღლიში“ მოსვლოდა, რომ მას ისე გაგლეჯდნენ და ნაფლეთებად აქცევდნენ, როგორც მგლების ხროვა თავის ნადავლს. მაგრამ, ერთი მხრივ, „მართვეს“ ორწლიანი მომზადება და უშიშროების კომიტეტის მხარდაჭერა, მეორე მხრივ კი, „ჩორნასა“ და „ჯუჯას“ მფარველობა „სტაჟიანებს“ ყოველგვარ შანსს უსპობდა „ვახუნას“ „წამოსაკიდებლად“. ამასთანავე იმასაც კარგად ხედავდნენ, რომ მათი 20 წლის კოლეგა ზღაპრული ამირანივით ძალიან სწრაფად იზრდებოდა, ანუ დიდ გამოცდილებას იღებდა. ამიტომ მის „გაფუჭებაზე“ ფიქრს მოეშვნენ და მასთან დაახლოება არჩიეს, რაც მათი აზრით, მათ მომავალში გამოადგებოდათ. „მართვე“ კი „თუმანას“ თითქმის ყოველდღიურად აწვდიდა ინფორმაციებს ქურდების გეგმების შესახებ, მისგან კი გურამ იოსელიანის ინსტრუქციებს იღებდა... ამასობაში, საბჭოთა კავშირში დიდი ძვრები მიმდინარეობდა. ქვეყანა უფრო და უფრო ირეოდა და ასპარეზზე ეროვნული ძალები გამოდიოდნენ. 1989 წლის 9 აპრილს რომ თბილისში ადამიანები დახოცეს, ციხე, ეგრეთ წოდებული, „არაფორმალებით“ გაივსო. ისინი ქურდულ წეს-ჩვეულებებს არ აღიარებდნენ და საკუთარ თავს ერისკაცებს უწოდებდნენ. ქურდები ხვდებოდნენ, რომ ასეთი სიტუაცია დიდ არეულობას გამოიწვევდა. ამიტომ არაფორმალები მოლაპარაკებაზე მიიწვიეს და „კრიტში“ დიდი „სხოდკა“ გაიმართა. მასზე კი გადაწყდა, რომ ქურდები და არაფორმალები ერთმანეთის საქმეში არ ჩაერეოდნენ და ხელს არ შეუშლიდნენ. მოლაპარაკებით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა და „სხოდკა“ დაიშალა. ვახომ კი ლევან ხომერიკი იხმო და „სხოდკის“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „თუმანამ“ მშვიდად მოუსმინა „მართვეს“ და ბოლოს უთხრა:
– ცუდი ამბავი უნდა გითხრა, ვახო.
– რა ამბავი? – შეცბა უმცროსი ლეიტენანტი.
– ამ დილით სოჭის ნაპირებთან „ტუ 134-მა“ კატასტროფა განიცადა, რომელშიც გურამ იოსელიანი და ომარ შონია ისხდნენ და მოსკოვში მიფრინავდნენ. როგორც თქვეს, ეკიპაჟის წევრებიც დაიღუპნენ და მგზავრებიცო, – თქვა ლევან ხომერიკმა.
მიუხედავად უმაღლესი კლასის სპეცმომზადებისა, უმცროსი ლეიტენანტი გაფითრდა, ნიკაპი აუკანკალდა, თვალებზე კი ცრემლი მოადგა. შემდეგ სიგარეტის გაბოლება სცადა, მაგრამ ხელები ისე უკანკალებდა, რომ ასანთს ვერ მოუკიდა, რაშიც მას „თუმანა“ დაეხმარა, რომელიც უძრავად იდგა. „მართვემ“ ნაფაზი დაარტყა და ენის ბორძიკით თქვა:
– იქნებ, ტყუილია?
– სიმართლეა. დადასტურებულად ვიცი, – მიუგო ხომერიკმა.
– ჩვენი საქმე როგორ იქნება?
– იკითხა ვახომ.
– ორშაბათს ჩვენს კურატორ გენერალს შევხვდები. ყველაფერს მოვუყვები. შენი სტატუსის დამადასტურებელ მასალას ვუჩვენებ და ის გადაწყვეტს. ალბათ, ახალ კურატორს დაგინიშნავს გურამ იოსელიანის მაგივრად, – თქვა „თუმანამ“ და დააყოლა, – ალბათ კი არა და, ასე იქნება.
– ესე იგი, გენერალმა ჩემ შესახებ არაფერი იცის, – თქვა ვახომ.
– არა. მე ერთადერთი ვარ, ვინც ეს იცის. რა თქმა უნდა, შენ გარდა, – თქვა „თუმანამ“.
– ხომ არ ჯობია, რომ ეს ამბავი დღესვე უთხრა გენერალს? – უთხრა ვახომ ხომერიკს. „თუმანამ“ კი თავი გააქნია და მიუგო:
– პარასკევი საღამოა და გენერალს ვერ მოვიხელთებ. თანაც, ორი დღით რაიონში მივემგზავრები. ორშაბათს ჩამოვალ, გენერალს დილიდანვე შევხვდები და ყველაფერს მოვუყვები. შენ კი დამშვიდდი. დაღუპულებს ჩვენ ვერ გავაცოცხლებთ. საკანში დაბრუნებულს მღელვარება რომ შეგნიშნონ, შეიძლება, ქურდებმა რამე იეჭვონ და ეს არ გვაწყობს. მოკლედ, თავი ხელში აიყვანე.
– სხვა რა გზაა, – თქვა „მართვემ“. სკამზე ჩამოჯდა, თვალები დახუჭა და წვრთნის პერიოდში ნასწავლი აუტოტრენინგი ჩაიტარა. შემდეგ წამოდგა და „თუმანას“ უთხრა:
– მშვიდად ვარ. შეგიძლია, საკანში დამაბრუნო...
***
საკანში დაბრუნებული „ვახუნა“ ნარზე წამოწვა, თვალები დახუჭა, ვითომ დაიძინა. სინამდვილეში კი ძილი არ ეკარებოდა და დაღუპულ გურამ იოსელიანსა და ომარ შონიაზე ფიქრობდა. უმცროს ლეიტენანტს მხოლოდ მაშინ ჩაეძინა, როდესაც ინათა. რომ გაეღვიძა, შუადღე მოტანებული იყო. „ვახუნამ“ თვალები მოიფშვნიტა. ნარზე წამოჯდა და სიგარეტი გააბოლა. უცებ, საკნის კარი გაიღო და ზღურბლზე ორმოციოდე წლის ფორმიანი მამაკაცი გამოჩნდა, რომელსაც მაიორის სამხრეები ჰქონდა. მის უკან კი შინაგანი ჯარის მომსახურეთა ერთი ქვედანაყოფი იდგა, „ვევეშნიკები“ – როგორც მათ პატიმრები უწოდებდნენ. ასეთი სურათი ციხეში მაშინ იშლებოდა ხოლმე, როდესაც ჩხრეკა, იგივე „შმონი“ უნდა ჩატარებულიყო. ასეთ დროს პატიმრებს გარეთ გამორეკავდნენ ხოლმე და დერეფანში ჩაამწკრივებდნენ. შემდეგ რამდენიმე „ვევეშნიკი“ საკანს „შმონავდა“. დანარჩენები კი – დერეფანში ჩამწკრივებულ პატიმრებს. მაიორისსამხრეებიანი მამაკაცი ახალი სახე იყო ციხეში. მას პირველად ხედავდნენ და ქურდები საგულდაგულოდ ათვალიერებდნენ. მაიორს ეს ინტერესი არ გამოჰპარვია. ცინიკურად ჩაეცინა და საკნის მობინადრეებს ამცნო.
– მე რეჟიმის ახალი უფროსი ვარ – მაიორი ჯონდო ხორხევიჩ ხოკერაშვილი. გასაგებია?
– უფროსო, რამ შეგაწუხათ? – ჰკითხა ქისტაურმა და თვალი თვალში გაუყარა რეჟიმის ახალ უფროსს.
– ვახტანგ მახარაძე რომელია? – დაიღრიალა ხოკერაშვილმა, თან, ცდილობდა „ვახუნა“ ამოეცნო.
– მე ვარ, – თქვა ვახომ.
კაპიტანმა ზიზღით შეავლო თვალი ვახო მახარაძეს და თქვა:
– შენს ადგილზე დარჩი. დანარჩენებმა კი „კამერა“ დატოვეთ.
ციხის ახალი რეჟიმის უფროსი, ჯონდო ხოკერაშვილი, ვახო მახარაძის მიერ დაინვალიდებული ფიზკულტურის მასწავლებლის ძმა იყო. მან ვახოზე შურისძიების მიზნით გადაწყვიტა „ახალგამომცხვარი“ ქურდი „ვევეშნიკების“ დახმარებით ქურდებისვე საკანში „გაეფარჩაკებინა“, მაგრამ ვახომ არც სიტყვიერი შეურაცხყოფა დაუთმო მაიორს, არც ხელით შეხება და ამის გამო სამი დღით კარცერში მოხვდა. უქმეებმა და ორშაბათმა ძალიან მძიმედ ჩაიარა „ვახუნასთვის“.
***
ვახო მახარაძე მოუთმენლად ელოდა ლევან ხომერიკის გამოჩენას. მას გენერალი უნდა ენახა და „მართვესთვის“ პასუხი მიეტანა. ხომერიკი ორშაბათს არ გამოჩენილა. სამშაბათ დილას კი „ვახუნა“ კარცერიდან გამოუშვეს და საკანში რომ ადიოდნენ, მახარაძემ ბადრაგს სთხოვა:
– კამერაში რომ მიმიყვან, ძმურად „თუმანას“ დაუძახე. საქმე მაქვს მასთან.
– ეჰ, – ხელი ჩაიქნია ბადრაგმა და დააყოლა, – ჭირი მოგვჭამა, ძმაო, საცოდავმა „თუმანამ“.
იმდენად მოულოდნელი იყო ეს სიტყვები ვახო მახარაძისთვის, რომ დაჯერება არ უნდოდა და ბადრაგს, რაც შეეძლო მშვიდად ჰკითხა:
– რა თქვი?
– დაიღუპა საცოდავი „თუმანა“. გუშინ დილით თბილისში ბრუნდებოდა მანქანით. „პერევალზე“ წვიმდა. მანქანა მოუცურდა და მდინარეში გადაეშვა, – თქვა ბადრაგმა.
ლევან ხომერიკის დაღუპვის ამბავი იმდენად მძიმე დარტყმა იყო ვახო მახარაძისთვის, რომ ენა ჩაუვარდა და აღარაფერი უკითხავს. თუმცა, თავი მოთოკა და ქურდებს რომ არაფერი შეემჩნიათ, საკანში გაღიმებული შევიდა. კოლეგებს მადლობა გადაუხადა და ყველას სათითაოდ გადაეხვია.
***
უმცროსი ლეიტენანტი ვახტანგ მახარაძე თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის სამი ადამიანი, ვინც მისი ნამდვილი სტატუსის შესახებ იცოდა, ცოცხლები აღარ იყვნენ. ერთადერთი იმედი კონსპირაციული ბინის სამალავში შენახული დოკუმენტაცია იყო, რაც მის ჭეშმარიტ სტატუსს დაამტკიცებდა. საკმარისი იყო, ვახოს ეს საბუთები გენერლისთვის წარედგინა, რომ მას ახალ კურატორსა და მეკავშირეს დაუნიშნავდნენ. მაგრამ „მართვე“ ციხეში იჯდა და საბუთები მისთვის მიუწვდომელი იყო. მათ მოპოვებას კი ვერავის დაავალებდა, რადგან ეს საშიში იყო, შესაძლოა, ოპერაცია საერთოდ ჩაშლილიყო. თავად უმცროსი ლეიტენანტი კი სასიკვდილო საფრთხის წინაშე დადგებოდა. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციაში ციხიდან გაქცევა იყო, მაგრამ, გარდა იმისა, რომ ამის გაკეთება ძალიან რთული იქნებოდა, ისეთ ნაბიჯს შესაძლოა, დიდი ეჭვი გამოეწვია თავად ქურდებში და „ვახუნა“ გაშიფრულიყო. მახარაძეს ციხიდან გასათავისუფლებლად ერთი წელიც არ ჰქონდა დარჩენილი და ასეთ დროს ქურდის გაქცევა იყო სწორედ უკიდურესად საეჭვო. ვახომ ბევრი იფიქრა, გონებაში ყველა ვარიანტი გააანალიზა და ბოლოს თქვა: „ჯანდაბას, ბოლომდე მოვიხდი „სროკს“ და საბუთებით მერე მივალ გენერალთანო... მაგრამ ნათქვამია, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო... მაიორმა ხოკერაშვილმა იმდენი მოახერხა, რომ პროკურატურას სისხლის სამართლის საქმე აღაძვრევინა ორგანოს თანამშრომელზე თავდასხმის ფაქტზე და სასამართლომ ვახტანგ მახარაძეს 4 წელი დაუმატა. ისე გამოდიოდა, რომ „ვახუნა“ 1994 წლამდე უნდა მჯდარიყო ციხეში, რაც უმცროსი ლეიტანანტისთვის ყოვლად მიუღებელი იყო. თანაც, კანონიერ ქურდ ვახტანგ მახარაძეს, როგორც საშიშ ბოროტმოქმედს, ეტაპით რუსეთში, მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში უპირებდნენ გაგზავნას. ციხის უფროსი გაოგნებული შლიდა ხელებს. არ გაჭრა არც ქურდების პროტესტმა და არც დიდძალმა ქრთამმა, რომლის გადახდასაც ისინი „ვახუნას“ თბილისში დატოვების სანაცვლოდ აპირებდნენ. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ უშიშროების კომიტეტის საიდუმლო აგენტი, უმცროსი ლეიტენანტი ვახტანგ მახარაძე ყოველგვარი კავშირისა და მხარდაჭერის გარეშე რჩებოდა და ამ სიტუაციიდან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება გაქცევა, საიდუმლო სამალავიდან საბუთების ამოღება და გენერლისთვის მათი წარდგენა იყო. ამიტომ, „მართვემ“ მტკიცედ გადაწყვიტა, გაქცეულიყო და საამისოდ ხელსაყრელ მომენტს ეძებდა, მით უმეტეს, რომ ასეთი ნაბიჯი უკვე არანაირ ეჭვს აღარ გამოიწვევდა ქურდებში და თუკი მახარაძე ამას მოახერხებდა, ყველაფერი თავის ადგილზე დადგებოდა...
***
„კრიტიდან“ გაქცევის საშუალება „ვახუნას“ არ მიეცა და 1989 წლის 23 ივნისს ის ეტაპით რუსეთში გაგზავნეს. საპატიმრო ვაგონი თბილისი-მოსკოვის შემადგენლობაზე იყო მიბმული, რომელიც ადლერში, ჩიხში ჩერდებოდა და 12 საათის შემდეგ მოსკოვისკენ აგრძელებდა სვლას. საბჭოთა კავშირის დედაქალაქში ორდღენახევრიანი ვოიაჟის შემდეგ კი ვაგონს უკვე მოსკოვი-სვერდლოვსკი-ირკუტსკის შემადგენლობას აბამდნენ და პატიმრები ციმბირში მიჰყავდათ. შემადგენლობა ადლერში დილის 7 საათზე ჩავიდა. საპატიმრო ვაგონი მაშინვე ჩიხში გადაიყვანეს და ლამის თერთმეტ საათამდე გააჩერეს. შემდეგ, ჩიხში მებადრაგეთა ის ბრიგადა მივიდა, ვისაც პატიმრები ადლერიდან მოსკოვამდე უნდა ჩაეყვანათ. წესისამებრ, მათ თითოეული ეტაპირებული უნდა ჩაებარებინათ. ამიტომ ჩიხს ავტომატიანმა „ვევეშნიკებმა“ შემოარტყეს ალყა. ეტაპირებულები ბაქანზე ჩამოიყვანეს. 40 პატიმარი გაამწკრივეს და ბადრაგის უფროსი მათ სიის მიხედვით იძახებდა და ეცნობოდა. ამ პროცედურის ამოწურვის შემდეგ კი პატიმრები კვლავ ვაგონში უნდა აეყვანათ. გამოეკეტათ და საეტაპო სვლა მოსკოვის მიმართულებით დაეწყოთ. ვახტანგ მახარაძე მწკრივის შუაში იდგა. მის უკან საეტაპო ვაგონი იდგა, წინ კი ცარიელი ლიანდაგი იყო, რომელზეც დროგამოშვებით ვაგონები შეჰყავდათ ჩიხში ან იქიდან გამოჰყავდათ. ავტომატმომარჯვებული „ვევეშნიკები“ყოველ ხუთ მეტრში იდგნენ და პატიმრებს თვალს არ აცილებდნენ. „ვახუნა“ სიაში ნომერ 21 პატიმრად იყო აღნიშნული და როდესაც ბადრაგის უფროსმა დაიძახა: „ნომერი ოცდაერთი“, მახარაძემ წესისამებრ, ერთი ნაბიჯი წინ გადადგა, თავისი სახელი და გვარი თქვა, აგრეთვე, გასამართლების მუხლი და კვლავ მწკრივში უნდა ჩამდგარიყო, რომ ამ დროს ჩიხიდან ნელი სვლით ბენზინით დატვირთული ცისტერნების შემადგენლობა წამოვიდა. „ვახუნამ“ ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს მწკრივში ბრუნდებოდა, მაგრამ მოულოდნელად მოსწყდა ადგილს და წამით მოდუნებული ავტომატმომარჯვებული „ვევეშნიკი“ მოცელა, შემდეგ მოძრავი შემადგენლობის ქვეშ გაძვრა და სიბნელეში გაუჩინარდა... ავტომატიანებმა სროლა ვერ გაბედეს, რადგან ცისტერნების აფეთქების შეეშინდათ. თანაც, ვერც გაქცეულს გამოეკიდნენ, რომ დანარჩენები არ გაქცეულიყვნენ. ვახო მახარაძემ კი ამ ვითარებით შესანიშნავად ისარგებლა. შეუჩერებლად ირბინა, რამდენიმე მანევრი გააკეთა და როსტოვისკენ მიმავალ თბილისი-როსტოვის მატარებელს შეახტა და გამცილებელ გოგონას შეეკედლა, რომელსაც 20 მანეთი გადაუხადა. ფული კი „ვახუნას“ ქურდებმა გამოატანეს თბილისის ციხიდან, რომ გზაში საჭიროებისთვის დაეხარჯა...
***
ადლერიდან როსტოვში მატარებელი 25 ივნისს ჩავიდა.
– თხუთმეტ წუთში სადგურზე შევალთ და საით გაგიწევია? – ჰკითხა ვახოს 30 წლის გამცილებელმა, რომელსაც ნონა ერქვა.
– ახლობლებთან, – მიუგო ვახომ.
– პირველად ხარ როსტოვში? – იკითხა ნონამ.
– დიახ, – მიუგო ვახომ.
– სად ცხოვრობენ შენი ახლობლები, რომელ ქუჩაზე? – არ ეშვებოდა ნონა ვახოს.
– არ ვიცი, სადგურზე უნდა დამხვდნენ, – უთხრა ვახომ.
– ნება შენია და როგორც გინდა, ისე მოიქეცი, მაგრამ მგონია, რომ რაღაც გასაჭირში ხარ, – თქვა ნონამ.
– გასაჭირში? – გაიმეორა ვახომ.
– მე ვფიქრობ, რომ შენ, უბრალოდ, იმალები და ყველაფერი მომატყუე. როსტოვში არანაირი ახლობლები არ გყავს და მატარებლით კი, უბრალოდ, ვიღაცას თუ რაღაცას გამოექეცი, – თქვა ნონამ.
– ასე რატომ ფიქრობ? – გაეცინა ვახოს.
ნონამ კი უპასუხა:
– შემიძლია, დაგეხმარო. დაგმალო. მარტო ვცხოვრობ და ჩემთან არავინ დაგიწყებს ძებნას, რას იტყვი, მენდობი?
– თუ მართლა არ ჩამიშვებ, მაშინ, წამოგყვები, – თქვა ვახომ, რომელმაც ინტუიციით იგრძნო, რომ ნონა მას არ ატყუებდა.
– აი, გამცილებლის „შმოტკები“ ჩაიცვი. ვითომ პრაქტიკანტი ხარ. იყო აქ ერთი პრაქტიკანტი – დონჟუანი და იმას დარჩა ეს ფორმა. წამეთომარასავით და კუპედან ისე დავიფრინე, რომ ფორმა კი არა, საკუთარი თავი ძლივს წაიღო მთელი, – უთხრა ნონამ ვახოს და გამცილებელი მამაკაცის ფორმა დაუდო წინ.
***
30 წლის როსტოველი „პრავადნიცა“ ნონა ქმარგაცილებული, უშვილო, სასიამოვნო გარეგნობისა და აღნაგობის ახალგაზრდა ქალი იყო. ის ქალაქის გარეუბანში, მდინარე დონის ნაპირას მარტო ცხოვრობდა კერძო სახლში და ვახო სწორედ იქ მიიყვანა. შედგეს თუ არა სახლში ფეხი, ნონამ ქართველ ყმაწვილს ხვევნა-კოცნა დაუწყო, თან საძინებლისკენ მიჰყავდა და არც ქალს მონატრებულ „ვახუნას“ შეურცხვენია თავი... საქმე რომ დაასრულეს და ცოტა სულიც მოითქვეს, ნონამ სუფრა გააწყო და წყვილი ჭამას შეუდგა. ნონა შეყვარებული თვალებით უყურებდა ვახოს, თან მის ამბავს ეკითხებოდა.
– თუ არ გინდა, შეგიძლია, არც კი მიპასუხო და არ მეწყინება. ისე კი, ძალიან საინტერესოა, რა შეგემთხვა, – უთხრა ნონამ ვახოს და გაუღიმა.
– ადლერში ეტაპიდან გავიქეცი. მაციმბირებდნენ და მოვტყდი, – მიუგო ვახომ ნონას.
– როგორ მოახერხე?
– ჩიხიდან გამომავალ შემადგენლობაში გავძვერი.
– მოძრავში?
– კი. მოძრავში.
– როგორ გარისკე?
– როდესაც ერთი წელიც არ გაქვს გამოსვლამდე დარჩენილი და ტყუილად ოთხს გიმატებენ, თანაც ციმბირის „სტროგაჩებში“ გიშვებენ, უფრო მეტსაც იზამ, – თქვა ვახომ და ნონას თავადვე მოუყვა თავისი ისტორია, რა თქმა უნდა, იმის გარდა, რომ უშიშროების კომიტეტის საიდუმლო აგენტი იყო.
ნონა აღფრთოვანებული იყო „ვახუნათი“ და უთხრა:
– ჩემთან იცხოვრე. აქ ვერავინ მოგაგნებს და ყველაფერში დაგეხმარები.
– მადლობელი ვარ, მაგრამ ჯერ თბილისში უნდა ჩავიდე. ხალხი მყავს სანახავი და საქმეები მოსაგვარებელი. მერე შეიძლება როსტოვში დაბრუნება, – თქვა ვახომ.
– ოცდაცხრაში ისევ როსტოვი-თბილისის რეისზე ვმუშაობ და პირველ ივლისს თბილისში ვიქნებით. იქიდან კი ორში უნდა გამოვბრუნდეთ უკან. მანამდე მოაგვარებ საქმეებს? – ჰკითხა ნონამ.
– შეიძლება, ვერ მოვასწრო, – მიუგო ვახომ.
– არა უშავს. მაშინ 8 ივლისს ისევ თბილისში ვიქნები და ამ დროისთვის?
– რვა ივლისისთვის – კი.
– ჰოდა, ძალიან კარგი. ორში თუ არა, მაშინ რვაში წამომყვები როსტოვში.
– მოსულა, – დაეთანხმა ვახო ნონას, რომელმაც „ვახუნას“ ღიმილით უთხრა:
– დროა, ერთმანეთი გავიცნოთ. მე ნონა მქვია. შენ?
– მე კი – ვახო, – მიუგო „ვახუნამ“ ნონას.
***
1989 წლის 1 ივლისს მატარებლის გამცილებლის ფორმაში ჩაცმული „ვახუნა“ როსტოვი-თბილისის მატარებლით საქართველოს დედაქალაქში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ შაბათი იყო და ძალიან ცხელოდა, ქუჩებში უამრავი ხალხი გამოსულიყო. არაფორმალური გაერთიანებები საპროტესტო აქციებს ატარებდნენ და კოლონებად დაწყობილი ადამიანები ქალაქის სხვადასხვა კუთხეში დაჰყავდათ. მართალია, ქუჩაში მთელი მილიციაც იყო გამოფენილი, მაგრამ ისინი არავის აჩერებდნენ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვებოდნენ ხოლმე საქმეში, თუკი სადმე ხელჩართული ბრძოლის კერა გაჩნდებოდა. იქაც მხოლოდ გამშველებლები იყვნენ და არავის იჭერდნენ, თუ, რა თქმა უნდა, მოჩხუბრებს ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონდათ. ერთი სიტყვით, ძებნილი „ვახუნასთვის“ თბილისში გადაადგილება საკმაოდ უსაფრთხო იყო და მას სულ რაღაც ორიოდე საათი სჭირდებოდა, რომ კონსპირაციული ბინის საიდუმლო სამალავიდან საბუთები ამოეღო და გენერლისთვის წარედგინა. როგორც მაიორმა გურამ იოსელიანმა ბოლო ინსტრუქტირებისას უთხრა, საბუთებთან ერთად, ექსტრემალურ სიტუაციაში საკონტაქტო პირთან დასაკავშირებელი პაროლი და ტელეფონის ნომერი ინახებოდა. ვახო დარწმუნებული იყო, რომ ეს პირი გენერალი იქნებოდა.
კონსპირაციული ბინა სამგორში, რესპუბლიკის კომისარიატის გაყოლებაზე მდებარეობდა. ეს იყო ჯერ კიდევ სტალინის დროს აშენებული რკინიგზელების ორსართულიანი სახლი. პირველ სართულზე ერთი ოჯახი ცხოვრობდა, კონსპირაციული ბინა მეორე სართულზე იყო განთავსებული, სამალავი კი კედელში ჩატანებულ საკვამურში მოეწყოთ.
დასასრული შემდეგ ნომერში