კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1989 წლის 7 ივნისს. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და რა გავაკეთო ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად?
პასუხი: წარმატების მისაღწევად აუცილებელია, შეასრულოთ თქვენი კარმული მისია. კერძოდ, იყავით მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, შრომისმოყვარე, ნებისყოფიანი, ფულის ყაირათიანად მხარჯველი, პუნქტუალური. აუცილებლად უნდა გქონდეთ საკუთარი შესაძლებლობების იმედი. არ შეგეშინდეთ ინიციატივის აღების, წამოსწიეთ წინა პლანზე ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები და გამოავლინეთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ამასთანავე, დაეყრდენით ინტუიციას, შეინახეთ საიდუმლო. ამით თქვენ სწორ ევოლუციურ გზაზე დგებით, ასრულებთ კარმულ მისიას და იმარჯვებთ კიდეც. გეტყვით იმასაც, რომ ეცადეთ, საოჯახო და სანათესაო წრეს ძალიან არ დაშორდეთ. უნდა ემსახუროთ სამშობლოს, დაიცვათ ადათ-წესები, იყოთ პატრიოტი, პატივი სცეთ ტრადიციებს. ასე რომ, თქვენი სამყოფელი არის სამშობლო და მისი სამსახური.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2002 წლის 26 ივნისს, საღამოს 9 საათზე. მაინტერესებს, რა არის მისი კარმული მისია, რომელ პროფესიებში გაუმართლებს და პროფესიულად მიუდგეს თუ არა რაგბის?
პასუხი: სპორტთან მიმართებაში მას წინაღობები ექნება, მაგრამ ძალების მოსინჯვა ღირს. სპორტი მისთვის დიდი წარმატების მომტანი არ არის, მაგრამ მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. მისი კოსმიური მისიაა ის, რომ იყოს მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, პრაქტიკული, პუნქტუალური, მოწესრიგებული, მარტოხელა მებრძოლი. საქმეს უნდა მიუდგეს სერიოზულობით და გამოავლინოს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ირგვლივ შემოიკრიბოს ერთგული ადამიანები და თავადაც იყოს ერთგული. იყოს წინდახედული და ფრთხილი. მაქსიმალურად დაასტაბილუროს ცხოვრება. პატივი სცეს ტრადიციებს. ამით ის დადგება სწორ ევოლუციურ გზაზე და ცხოვრებაში გამარჯვებებსაც მიაღწევს. პროფესიებიდან კი წარმატებების მომტანია: საქველმოქმედო საქმიანობა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოთერაპია, ფოტოგრაფიის ხელოვნება, სასტუმროების ბიზნესი, არქიტექტურა, დიზაინი, კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, პედაგოგიური მოღვაწეობა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, მედიცინა, ოღონდ ენდოკრინოლოგიის გარდა, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრიის ფართო სპექტრი, ლინგვისტიკა, სოციოლოგია.
скачать dle 11.3