№8 რომელ დღეს ნანახი სიზმარი ახდება რეალურ ცხოვრებაში ცუდად

წყლის სტიქია: კირჩხიბი, მორიელი, თევზები – ხშირად სიზმრის სახით იღებენ მეტად საჭირო ინფორმაციას. შესაძლოა, სიზმარში ახლობელი ადამიანის ბედისწერაც კი ნახონ. ამიტომ, თუ ამ სტიქიის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი სიზმარში გიხილავთ, ყურადღებით მოუსმინეთ და მათი რჩევებიც გაითვალისწინეთ. წყლის სტიქიის ნიშნებს წინასწარმეტყველური სიზმრები შემდეგ თვეებსა და დღეებში უმძაფრდებათ: 18.01, 19.01, 02.02, 19.02, 24.02, 21.03, 18.04, 19.04, 06.05, 16.05, 03.06, 12.06, 13.06, 01.07, 12.10, 30.10, 21.12, 31.12.
ჰაერის სტიქია: ტყუპები, სასწორი, მერწყული – სიზმარში, ხშირად რიცხვებს, ცხრილებს, სქემებსა და ასოებს ხედავენ. თუ ყურადღებით დააკვირდებიან, შესაძლოა, მიხვდნენ, როგორ მოიგონ ტოტალიზატორში, ლოტოში ან კაზინოში. ჰაერის სტიქიის ნიშნებმა დიდი შანსია, წინასწარმეტყველური სიზმრები შემდეგ დღეებსა და თვეებში ნახონ: 20.01, 27.01, 31.01, 21.02, 29.02, 19.05, 24.05, 01.06, 08.06, 15.06, 01.09, 15.09, 29.09.
ცეცხლის სტიქია: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი – მათი სიზმრები ფერადი და გრძელია. სიზმარში მიღებულ გაფრთხილებას ხშირად იგნორირებას უკეთებენ, რაც შემდგომ ცხადში ძვირად უჯდებათ. ცეცხლის სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანები წინასწარმეტყველურ და გამაფრთხილებელ სიზმრებს ყველაზე ხშირად შემდეგ დღეებსა და თვეებში ხედავენ: 20.03, 22.03, 26.03, 02.04, 05.04, 11.04, 13.04, 02.08, 07.08, 18.08, 04.12, 13.12.
მიწის სტიქია: კურო, ქალწული, თხის რქა – სიზმრებს, ძირითადად, პრაქტიკულ ასპექტში ხედავენ. ასევე, მათი სიზმრები ხშირად წინასწარმეტყველურია, მაგრამ იშვიათად აქცევენ ყურადღებას. მიწის სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანები ყველაზე ხშირად წინასწარმეტყველურ მინიშნებებს სიზმარში შემდეგ თვეებსა და დღეებში ხედავენ: 22.04, 28.04, 05.05, 18.05, 27.05, 18.09, 20.09, 22.12, 29.12.