კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 ექიმის რჩევები

კითხვა: ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს კრუნჩხვა მემართება და უნდა გადავვარდე. წნევა 80/100 მქონდა. ეს წნევის გამოა თუ შეიძლება, ნევროზის ბრალი იყოს?
პასუხი: ზოგადად, წნევის ეს მაჩვენებელი საგანგაშო არ არის, მაგრამ თუ მას ახლავს დისკომფორტი და/ან მოხდა წნევის არცთუ ისე მნიშვნელოვანი, მაგრამ უეცარი დაქვეითება, მაშინ შესაძლოა, ეს შემაწუხებელი და ზოგჯერ საგანგაშოც იყოს. არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება შესაძლოა გამოვლინდეს თავბრუხვევით, გონების დაკარგვით, კონცენტრაციის უნარის დაქვეითებით, მხედველობის დაბინდვით, გულისრევით, ნამიანი კანით, ქოშინით, სისუსტით. თუ მსგავსი ჩივილები უეცრად აღმოცენდა და არ გაივლის, მაშინ საჭიროა, ექიმს მიმართოთ, რომ მდგომარეობა ობიექტურად შეფასდეს.
კითხვა: ზონდს ვერ ჩავყლაპავ და რენტგენის იმედზე ვარ. მაინტერესებს, სრულყოფილად იკვლევს თუ არა მუცელს რენტგენი?
პასუხი: თუ წყლულოვან დაავადებას გულისხმობთ, ამ შემთხვევაში, საბოლოო დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი გასტროსკოპიული კვლევაა იმის გამო, რომ მგრძნობელობა გაცილებით მაღალია,  საჭიროების შემთხვევაში კი, შესაძლებელია ბიოფსიური მასალის აღება, თუმცა, ზოგჯერ რენტგენოლოგიური გამოკვლევაც საკმარისია.
ითხვა: სინოვიტის გავლის შემდეგ მუხლმა დაიწყო ჭრაჭუნი.  რას ახასიათებს მუხლში ჭრაჭუნი? რენტგენზე და ექოზე გარდა გამონაჟონი სითხისა და იოგის დაჭიმულობისა, არანაირი დაზიანება არ გამოჩნდა. ვარ 35 წლის.
პასუხი: ეს შესაძლოა, გამოწვეული იყოს ხრტილოვანი ქსოვილის კვების დარღვევით. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია: მემკვიდრეობა, ინფექციები, ენდოკრინული დაავადებები, გაცხიმოვნებაც.
კითხვა: მყავს სამი თვის პატარა, რომელსაც არ აწუხებს გაზები და არც მუცლის ტკივილი, მაგრამ უკვე თვეზე მეტია, მიეჩვია მუცელზე ძილს. დღისით წევს ბრტყელ ზედაპირზე, ხოლო საღამოს – თითქმის მთელი სხეულით დიდ ბალიშზე, იშვიათად – ზურგზეც. საშიში ხომ არ არის, როცა უმეტესად ასეთ პოზაში სძინავს?
პასუხი: ბალიშზე ძილი და თან მუცელზე, დაუშვებელია, ჯობს ჩვილ ბავშვს ეძინოს გვერდზე ან ზურგზე. როცა მუცელზე დააწვენთ, მარტო ნუ დატოვებთ. როგორც ღამის, ასევე დღის ძილის დროს ახალშობილი ყოველთვის ზურგზე დააწვინეთ. ლეიბიც არ უნდა იყოს რბილი.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3