კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 გამოიყენეთ ზეთისხილი სამკურნალოდ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ზეთისხილის ნაყოფი მდიდარია არა მარტო ცხიმებით, არამედ ცილებით, უაზოტო ექსტრაქტული ნივთიერებებით. ასევე, შეიცავს  წყალსა და ნაცარს. თუმცა, ძირითადად, მისგან დამზადებულ ზეთს იყენებენ.
  ყველაზე მაღალი ხარისხისაა პროვანსული ზეთი, თვისებებით ის ყველა ძვირფას მცენარეულ ზეთს აღემატება. პროვანსული ზეთი მიიღება მწიფე ნაყოფის მსუბუქი ცივი დაწნეხით. ის წმინდა, სრულიად გამჭვირვალე და უფერულია, ზოგჯერ – მოყვითალო-მოოქროსფრო, სუნი თითქმის არ აქვს, მოტკბოა, აქვს საუკეთესო გემო და არომატი, მდიდარია ვიტამინებით, ძლიერ ნოყიერია და, რაც მთავარია – ადვილად მოსანელებელი. მას ფართოდ იყენებენ გულის, კანისა და სახსრების დაავადებათა სამკურნალოდ. პირველი გამოწურვის შემდეგ, შედარებით უფრო ძლიერი ცივი დაწნეხით, მიიღება ასევე ძვირფასი ზეთი, რომელსაც მომწვანო-მოყვითალო ფერი აქვს. დარჩენილი მასის ცხელი დაწნეხით კი იღებენ უფრო დაბალი ხარისხის ზეთს, რომელიც ჩვენში ზეითუნის ზეთის სახელით არის ცნობილი. საბოლოო დაწნეხით მიღებული ზეთისგან ძვირფას საპნებს ამზადებენ.
  ზეთისხილისგან მხოლოდ ზეთს როდი იღებენ, მისი როგორც მწიფე, ისე დაუმწიფებელი, მწვანე ნაყოფისგან მზადდება მწნილები, მარინადები და კონსერვები. ზეთისხილის ნაყოფი შესანიშნავი საშუალებაა მორყეული კბილების გასამაგრებლად და ნაღველკენჭოვანი დაავადების თავიდან ასაცილებლად. ცნობილია, რომ ზეთისხილის მასობრივი მოხმარების რეგიონებში მოსახლეობა ნაკლებად ავადდება აპენდიციტით.
  ზეითუნის ზეთით დაზელა სიცივეში ათბობს სხეულს, ხოლო სიცხეში აგრილებს. გარდა ამისა, ის აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის ორგანიზმის გამძლეობას. ესპანეთში ფართოდ არის გავრცელებული კერძი „გასპაჩო“, რომელიც ასე მზადდება: პურის ნაჭრებს ასხამენ იმდენ ზეითუნის ზეთს, რომ კარგად გაიჟღინთოს, მერე კი მარილით, ნივრითა და წიწაკით აზავებენ. ეს კერძი ძლიერ ნოყიერი, გემრიელი და სასარგებლოა. ცოტაოდენიც კი ანაყრებს ადამიანს და, რაც მთავარია, ზრდის მცხუნვარე მზეზე მუშაობის უნარს. ზეითუნის ზეთი სამხრეთის ქვეყნებში მთლიანად ცვლის ცხოველურ ცხიმს, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც ზეთისხილი მოჰყავთ (ალჟირი, ტუნისი, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი), ის მოსახლეობის უმნიშვნელოვანეს საკვებს წარმოადგენს.
  ღვიძლის გადიდებისა და ტკივილების დროს იღებენ, ერთ ჭიქა პროვანსულ კარგ ზეთსა და 1/4 ჭიქა გრეიპფრუტის წვენს. ნარევს საღამოს სვამენ, ჭამიდან ორი საათის შემდეგ, მაგრამ დალევამდე წინასწარ ოყნას იკეთებენ. ნარევის მიღების შემდეგ მარჯვენა მხარეზე წვებიან. დილით ოყნას იმეორებენ. პროცედურას იმეორებენ 4-5 დღის შემდეგ საჭიროების მიხედვით.
  ნაღვლის ბუშტში კენჭების საწინააღმდეგოდ ზეთს ჭამამდე ნახევარი საათით ადრე იღებენ. პირველად იღებენ ნახევარ ჩაის კოვზს და თანდათანობით ზრდიან დოზას 1 ჩაის ჭიქამდე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 2-3 კვირის განმავლობაში გრძელდება.
  ჭრილობების სწრაფი შეხორცებისათვის ეფექტურია შემდეგი შემადგენლობის მალამო: 100 გრამი პროვანსული ზეთი, 8 გრამი ყვითელი სანთელი, 5 გრამი თეთრი სანთელი, 20 გრამი ფიჭვის გამაგრებული ფისი (კოლოფანი), 1 გრამი საკმეველი, 1 სუფრის კოვზი უმარილო კარაქი. კოლოფანი და საკმეველი თუ ნატეხებადაა მას ფხვნილად აქცევენ. ნარევს პატარა მომინანქრებულ ქვაბში ათავსებენ და 10 წუთს ადუღებენ ნელ ცეცხლზე. გამუდმებით ურევენ და ქაფს ხდიან (აცილებენ), გაგრილების შემდეგ მინის ქილაში გადააქვთ. მალამოს დოლბანდის ან სხვა რომელიმე თხელი ქსოვილის სუფთა ნაჭერზე უსვამენ და ჭრილობაზე ადებენ.
скачать dle 11.3